ალექსანდრე კალანდაძე დაიბადა 1916 წელს ჩოხტურის რიონის სოფელ ხიდისთავში.
ალ. კალანდაძე მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, იბრძოდა ბრესტის ციხესიმაგრეში, იყო პოლონეთისა და საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი. 1975 წლიდან ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის განყოფილებას. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი(1966).
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 326
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ, წევრი (1940-)
ბიბლიოგრაფია
- არჩევანი : რომანი ჟურნალისტიკური რაკურსით (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1991. - 319გვ.
- ქართული ჟურნალისტიკის ისტორია (ავტორი) // წ. 5 : გაზეთი "დროება", გაზეთი "თეატრი". - თბილისი, 1987. - 614გვ.
- კრიტიკა. პოლემიკა (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1980. - 356გვ.
- ქართული ჟურნალისტიკის ისტორია (ავტორი) // წ. 1 : 1819-1853. - თბილისი, განათლება, 1977. - 395გვ.
- დღეები ბრესტის სიმაგრეში : დიდი სამამულო ომის მონაწილის მოგონება (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1961. - 257გვ.
- ილია ჭავჭავაძის ბრძოლა "საქართველოს მოამბის" დაარსება-შენარჩუნებისათვის (ავტორი). - თბილისი, 1957. - 128გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009090/