ნესტორ კალანდაძე (1874-1942) დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში.
აკაკი წერეთელთან ერთად თანამშრომლობდა ჟურნალებში: "ეკალი", "შუამავალი", "ოხუნჯი" (სამივე 1907 წელს), "ჯოჯოხეთი" (1909) და სხვ. ამ გამოცემათაგან ყველაზე მნიშვნელოვანია "ეშმაკის მათრახი", რომლის ფაქტობრივი რედაქტორი იყო ნესტორ კალანდაძე. თუმცა, ცენზურის თვალის ასახვევად, ჟურნალს ხელს აწერდა ასოთამწყობი თ. ბოლქვაძე. ნესტორ კალანდაძეს შალვა შარაშიძესთან (ფსევდონიმი თაგუნა) ერთად დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული იუმორისა და სატირის განვითარების საქმეში. მხატვარ-კარიკატურისტი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ., 1980.-გვ.227
ბიბლიოგრაფია
- პირველი ღია წერილი სოლომონ ზურგიელიძეს საიქიოს (ავტორი). - თბილისი, ბართლომე კილაძის გამოცემა და სტ., 1919. - 64გვ.
- ანარქიზმის ბუკინისტი, ლიტერატორ-მეწვრილმანე, ზუგდიდელი ჯგუფის თავი ანუ აკობია პავლე : სატირა (ავტორი). - თბილისი, სტ. გუტენბერგი, 1908. - 14გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014859/