სოსო კალანდაძე ( 17 სექტემბერი 1918-2004) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის კინომსახიობთა სასწავლებელი 1939 წელს.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა: თბილისის კინოსტუდიაში (1939-1941), თბილისის კინოსტუდიასა და შეთავსებით მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში (1946-1948), სოხუმის თეატრში (1948-1958), რუსთაველის თეატრში შტატგარეშე მსახიობად (1958-1959) და საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობად (1969 წლიდან).
მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია - მოზარდ მაყურებელთა თეატრში: კაპიტანი (ჟ. ვერნის, ა. დენერის "80 დღე დედამიწის გარშემო"), ვანია (ს. ანტონოვის "ჩვენი ახალგაზრდობა"), ბენვოლიო(უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), ოსმა-აღა (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"); სოხუმის თეატრში: ალექსანდრე (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), რევიმი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ფერდინანდო (ო. ბალზაკის "დედინაცვალი"), საბა ბერი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), მათია (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ჯიმშერი (კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), ილინსკი (მ. მრევლიშვილის "ნიკოლოზ ბარათაშვილი") და სხვ.