3 იანვარს, ურბნისის წმ. სტეფანე პირველმოწამეს სახელობის საკათედრო ტაძარში მროველურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში ალკვეცა ურბნისის წმ. ნეოფიტე ურბნელის სახელობის დედათა მონასტრის მორჩილი მარიამ გოგოლაძე და სახელად თეოდორა უწოდა (წმ. თეოდორა კესარიელის სახელზე).
გოგოლაძე - გვარის 31 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
გოგოლაძე ვახტანგი - დეკანოზი.
2013 წლის 29 დეკემბერს, დიაკვნად ხელდასხმა. 2014 წლის 21 სექტემბერს, მღვდლად ხელდასხმა. დაინიშნა: თბილისის წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად. 2020წლის 14 ივნისს დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში;
29 დეკემბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ვახტანგ გოგოლაძე.დიაკონი ვახტანგი თბილისის წმინდა კოზმა და დამიანეს სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.
21 სექტემბერს ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის ეკლესიის დიაკვან ვახტანგ გოგოლაძეს. მღვდელი ვახტანგი თბილისის წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა.
მთელ მანგლისის ეპარქიაში, 1993 წლის დასაწყისსი, როდესაც მეუფე ჩაბრძანდა, ვითარცა ეპარქიისმმართველი, მხოლოდ ერთადერთი მღვდელი მსახურობდა (მამა იოანე თედეევი). ეპარქიაში არ მოქმედებდა
არცერთი ეკლესია მანგლისის ტაძრის გარდა. ამიტომაც მეუფეს რამდენიმე წელი დასჭირდა სათანადო
მორჩილების მოსაზიდად და შემდეგ მათ საულიერო პირებად აღსაზრდელად (1993 წლის მარტში დიაკვნად
აკურთხა თამაზ გოგოლაძე, ამავე წლის აპრილში სოფელ ღოუბნის ეკლესიში მღვდლად აკრთხა მამა დავით
ხიმშიაშვილი, თბილისის „ლურჯ მონასტერში‖ წირვისას მღვდლად აკურთხა მამა ვახტანგ ძინძიბაძე 1994
წლი 13 დეკემბერს). გვ. 4
29 აპრილს შავნაბადის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა შიომ (გაბრიჭიძე) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: ზურაბ გოგოლაძე სახელად უწოდა სერგი, კახაბერ ვეფხვაძე - - სახელად უწოდა დიმიტრი, ნოდარ გორჯოლაძე - სახელად უწოდა მიქაელი.
გოგოლაძე ილია (ბექა) - ბერი.
2014 წლის 22 ნოემბერს, ბერად აღკვეცა.
22 ნოემბერს უშგულის ლამარიას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი ბექა გოგოლაძე და სახელად ილია უწოდა.
გოგოლაძე თეოდორა - მონაზონი.
2016 წლის 03 იანვარს, მცირე სქემაში აღკვეცა.
3 იანვარს, ურბნისის წმ. სტეფანე პირველმოწამეს სახელობის საკათედრო ტაძარში მროველურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში ალკვეცა ურბნისის წმ. ნეოფიტე ურბნელის სახელობის დედათა მონასტრის მორჩილი მარიამ გოგოლაძე და სახელად თეოდორა უწოდა (წმ. თეოდორა კესარიელის სახელზე).
გოგოლაძე სერაფიმე - დეკანოზი.
2018 წლის 07 ოქტომბერს, დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით; სოფელ ცოცხნარის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი;
25 დეკემბერს ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპიკოპოსმა (ჯოჯუამ) მწვანე მონასტერში
წმიდა სპირიდონ საკვირველმოქმედის სახელობის ტაძარი აკურთხა. იმავე დღეს, მეუფე სერაფიმემ დიაკვნად დაასხა ხელი ბერ გიორგის (გოგოლაძე) და სახელად უწოდა ელისე.
გოგოლაძე ლაზარე (ლაშა) - იღუმენი.
2006 წლის 26 აგვისტოს ბერად აღკვეცა
26 აგვისტოს ჩითახევის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერში (მწვანე მონასტერი) ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსმა სერაფიმემ (ჯოჯუა) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი ალექსი. (გოგოლაძე) და სახელად ლაზარე უწოდა.
გოგოლაძე თეოდორე - დეკანოზი.
2007 წლის 23 სექტემბერს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით, 2009 წლის 07 აპრილს დაჯილდოვდა მიტრით.
23 სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა: გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით – დეკანოზი დავით ნოზაძე; ნარიყალას, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი – გამშვენებული ჯვრით; ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თევდორე გოგოლაძე – გამშვენებული ჯვრით.
7 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იაკობ აბაშიძე მიტრით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე მიტრით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი თეიმურაზ თათარაშვილი — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი არჩილ ავანაშვილი ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური, დიაკონი მირიან სხირტლაძე პროტოდიაკონის წოდებით.
გოგოლაძე ილია - დეკანოზი.
2009 წლის 02 აგვისტოს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვდა
2 აგვისტოს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დეკანოზის წოდება მიანიჭა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა ურბნისის ეპარქიის მოძღვარი, მღვდელი ილია გოგოლაძე.
გოგოლაძე იოსები - დეკანოზი.
2010 წლის 28 თებერვალს დაჯილდოვდა, გამშვენებული ჯვრით, 2013 წლის 31 მაისს, დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრით; − საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი.
28 თებერვალს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: მიტრით — წმინდა პანტელეიმონ მკურნალის საელობის ეკლესიის (ვერის სასაფლაო) მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხიმშიაშვილი, თემქის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი კობაიძე; გამშვენებული ჯვრით − საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ გოგოლაძე, ბახტრიონის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე; ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი გრიგოლი (ქოჩიაშვილი).
31 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოილოცა საბურთალოზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. მისმა უწმინდესობამ დალოცა აქაური მრევლი და ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ გოგოლაძე მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
17 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითეოსმა (ბოგვერაძე) აკურთხა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის 53-ში, მარშალ გელოვანის სკვერში ახლადაშენებული სულთმოფენობის სახელობის ეკლესია. ტაძრის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. ქტიტორია ბატონი თეიმურაზ ნიკოლაიშვილი, ხოლო აშენების იდეა ეკუთვნის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ იოსებ გოგოლაძეს.
გოგოლაძე გიორგი, მღვდელი აგარა (ქარელი) წმიდა ნინოს ეკლესია 2025წ. მონაცემით სრულად ნახვა
გოგოლაძეგიორგი, მღვდელი ხელდასხმა. საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2022. 5 - 18 მაისი. N 9 (982). გვ. 12.
გოგოლაძე შუშანიკ (თინა) პეტრეს ასული მონაზონი 1941-2022წწ დაკრძ. წმიდა მარინეს ტაძარში ახალციხე
გოგოლაძე შუშანიკ (თინა) პეტრეს ასული დაიბადა სოფ. ჭობისხევი, ბორჯომი
მადლობა ელზა გიორგის ასული გოგოლაძეს ძმის შვილი, ფოტომასალის მოწოდებისათვის
ერის ცხოვრებაში დედაო (თინა მამიდა) იყო შვიდი დედმამიშვილის, მეშვიდე ნაბოლარა შვილი რომელსაც არ ახსოვს დედა , რადგან მისი დაბადებიდან მალევე გარდაეცვალათ დედა და დარჩნენ ობლები მამის იმედად ,მამიდა მალევე იშვილა ერთმა კეთილმა ქალბატონმა , ვარა ბარბაქაძემ რომელიც გახლდათ პოეტი და მეტად განსწავლული ადამიანი ,მამიდა იყო თბილი ,სათნო , მშრომელი ქალი, დედა რომელმაც ორი საუკეთესო ქალიშვილი აღზარდა მეუღლესთან ერთად ,მათ ოჯახში იყო დიდი სიყვარული უფლის და ოჯახური ტრადიციების ,მეუღლის დაკარგვა ძალიან განიცადა რამაც მის სულიერ მდგომარეობაზე ძალიან იმოქმედა და მას მერე მიიღო გადაწყვეტილება წასულიყო მონაზონად ,მამიდა ღრმად მორწმუნე იყო და ამიტომ მისი ეს გადაწყვეტილება ქალიშვილებს არ გაკვირვებიათ .მამიდამ ბოლო წუთებამდე იმოღვაწა და უფალს ემსახურა სიცოცხლის ბოლო წუთამდე სანამ ფეხზე შეეძლო დგომა ,მან ორი ქალიშვილის ხელებში დალია სული და გადაინაცვლა იქ სადაც მართალნი განისვენებენ.