
ვაშაკიძე ანტონი - დეკანოზი დაბ. ქ. სამტრედია. 16.08.1979
2011 წლის, 7 იანვარს მაცხოვრის შობის ტაძარში აკურთხეს დიაკვნად. 2011 წლის, 23 აპრილს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ ხონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში აკურთხა მღვდლად და დაადგინა სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელი გომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად. 2011 წლის, 3 ნოემბერს გადმოყვანილი იქნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის, წმინდა დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად. 2014 წლის, 28 სექტემბერს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ აიყვანა დეკანოზის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, ხოლო 2021 წლის, 3 ნოემბერს დააჯილდოვა მიტრის ტარების უფლებით. 2011 წლის, 3 ნოემბრიდან 2023 წლის, 20 აგვისტომდე მსახურობდა სამტრედიის წმინდა დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძარში. 2023 წლის, 20 აგვისტოდან დადგენილ იქნა სოფელ, დიდი ჯიხაიშის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრად.

ვაშაკიძე ანტონ (მღვდელი). საპატრიარქოს უწყებანი. - 2011. - 12-19 მაისი.
საპატრიარქოს უწყებანი N 13-19 იანვარი 2011წ გვ.10
ხელდასხმა: 7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულზე, სამტრედიის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) დიაკვნად დაასხა ხელი ბათუმის სასულიერო სემინარიის მე-3 კურსის სტუდენტს ანტონ ვაშაკიძეს.
საპატრიარქოს უწყებანი N17 12-19მაისი 2011წ გვ.11
ხელდასხმა: 23 აპრილს ხონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ანტონ ვაშაკიძეს.


ინფორმაცია მოგვაწოდა სოფო მიხეილის ასულმა ვაშაკიძემ. (მამა ანტონის ხორციელი და)