2024წ. მდგომარეობით დეკანოზი ხონისა და სამტრედიის ეპარქია
ჟვანია აკაკი დეკანოზი, 2000 წლიდან ჭაგანის ღმრთისმშობლის შობის, მთავარანგელოზთა, ეკლესიის წინამძღვარი. ხონისა და სამტრედიის ეპარქია, 2024წ.საპატრიარქოს უწყებანი N24 6-19 აგვისტო 2009წ გვ.9
1 აგვისტოს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერიამ) სოფელ ღანარის წმინდა გიორგის სახელობისტაძარში დააჯილდოვა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის შემდეგი მღვდელმსახურნი: მიტრით — დეკანოზი იოანე კოხრეიძე; გამშვენებული ჯვრებით: დეკანოზი რომანოზ ნინუა, დეკაოზი იაკონ ლეკვეიშვილი, დეკანოზი დიმიტრი კუხალაშვილი. ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა: მღვდელ აკაკი ჟვანიას, მღვდელ დავით სანებლიძეს, მღვდელ ზაქარია მესხს, მღვდელ დამიანე ადამიას.
საპატრიარქოს უწყებანი N26 5-18აგვისტო 2010 გვ. 9
ტაძრის კურთხევა
1 აგვისტოს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხეს სოფელ გომის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი, რომლის წინამძღვრადაც დროებით დაინიშნა დეკანოზი აკაკი ჟვანია.
საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8დეკემბერი 2010წ გვ. 7
23 ნოემბერს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) აკურთხა სოფელ გომის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. წირვის დროს მიტროპოლიტმა საბამ მღვდლად დაასხა ხელი უძლოურის მაცხოვრის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ გიორგის (ჯანელიძე), ხოლო დიაკვნად აკურთხა ამავე მონასტრის ბერი ექვთიმე (ლეჟავა). გომის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დეკანოზი აკაკი ჟვანია დაინიშნა.
საპატრიარქოს უწყებანი N34 10-16ნოემბერი 2011წ გვ.9
დაჯილდოება
3 ნოემბერს სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სამლვდელოება და ბერმონაზვნობა: გამშვენებული ჯვრით: დეკანოზი გიორგი იოსებაშვილი, დეკანოზი აკაკი ჟვანია, დეკანოზი დავით ტურძელაძე, დეკანოზი ზაქარია მესხი, დეკანოზი დამიანე ადამია, დეკანოზი ზურაბ ბუაძე და დეკანოზი მატათა ბერიძე; გამშვენებული ჯვრით -– იღუმენი პავლე (გოგიავა); ' ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით მღვდელ-მონაზონი გიორგი (ჯანელიძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -–- მონაზონი სოფიო (კოხრეიძე).