იანეთის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იაკობი ერისკაცობაში ზვიად ლეკვეიშვილი დაიბადა 1974 წლის 18 ნოემბერს სამტრედიის რაიონ სოფელ იანეთში.
გარდაიცვალა 2010 წელს დაკრძალულია სოფელ იანეთში
1980--1991 წლებში სწავლობდა იანეთის 1 საჯარო სკოლაში. 1995 წელს ის პირველად მივიდა სოფელ ხუნჯულაურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სტიქაროსნად მამა იოანესთან. 1996 წელს ის წავიდა ნიქოზის მამათა მონასტერში მეუფე ისაიასთან სადაც მოხდა მისი სულიერი დაბადება.
მეუფე ისაია (ჭანტურია დ.1961) ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი დაბ. წალენჯიხა
მამაო ძალიან დიდი სიყვარულით იხსენებდა მეუფესთან ერთად გატარებულ წლებს და სურდა კიდეც დარჩენილიყო მონასტერში, მაგრამ ამ პერიოდში დაიწყო სოფელ იანეთში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ მეუფე საბას ლოცვაკურთხევით წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა.
სადაც აქტიურად მონაწილეობდა და თან სწავლობდა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიაში 2001-- 2005 წლებში. 2003 წლის 19 ივლისს მეუფე საბას კურთხევით და ამავე სოფლის მკვიდრი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ბატონი აკაკი ლეკვეიშვილის თანადგომით გაიხსნა ტაძარი და დაინიშნა ამ ტაძრის წინამძღვრად.სადაც მსახურობდა გარდაცვალებამდე 2002 წელს შექმნა ოჯახი და ყავს 4 შვილი მარკოზი, აბო , მარიამი და მართა. მამა იაკობს ასევე ჩაბარებული ქონდა რამოდენიმე ტაძარი ის მსახურობდა ჯიხაიშის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში, ნიგორზღვის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში, ოფეთის მთავარანგელოზების სახელობის ტაძარში. მამაო ერთგულად და დიდი სიყვარულით ემსახურებოდა ეკლესიას და მრევლს გარდაცვალებამდე.
მეუფე საბა (ზაზა როინის ძე გიგიბერია დ.1966) ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი დაბ. სენაკი სამეგრელო
იაკობი (ზვიად) ლეკვეიშვილი 1974-2010წწ დეკანოზი დაბ. სოფ იანეთი, სამტრედია
დიმიტრი (მამუკა) ლეკვეიშვილი დ.1966წ. დეკანოზი დაბ. თბილისი წარმ. სოფ. ჯიხაიში, სამტრედია
ლეკვეიშვილი სპირიდონ გიორგის ძე 1868-1922წწ დეკანოზი დაბ. სოფ იანეთი სამტრედია
ლეკვეიშვილი გიორგი 1800-(1829) იანეთის ღმრთისმშობლის შობის ეკლესია
ლეკვეიშვილი გიორგი სტეფანეს ძე 1872-(1882) სანავარდოს (სამტრედია) მაცხოვრის ეკლესია
აკაკი აკაკის ძე ლეკვეიშვილი, ტაძრის აღმშენებელი
აკაკი აკაკის ძე ლეკვეიშვილი დაბადებული 26 ოქტომბერი 1947წელი, სოფელი იანეთი, სამტრედია
მადლობა ლელა ვარლამის ასული ლეკვეიშვილი დ. 1963 წ. ოჯახის ისტორია წარმ. სოფ. იანეთი სამტრედია