წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია
1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.
ლეკვეიშვილი სპირიდონ გიორგის ძე 1895-1898 წწ ქვედა მესხეთის წმ. სამების ეკლესია წყალტუბო, 1906-1917წწ ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძარი გარდ.25.12.1922
იაკობი (ზვიად) ლეკვეიშვილი 1974-2010წწ დეკანოზი დაბ. სოფ იანეთი, სამტრედია
დიმიტრი (მამუკა) ლეკვეიშვილი დ.1966წ. დეკანოზი დაბ. თბილისი წარმ. სოფ. ჯიხაიში, სამტრედია
ლეკვეიშვილი სპირიდონ გიორგის ძე 1868-1922წწ დეკანოზი დაბ. სოფ იანეთი სამტრედია
ლეკვეიშვილი გიორგი 1800-(1829) იანეთის ღმრთისმშობლის შობის ეკლესია
ლეკვეიშვილი გიორგი სტეფანეს ძე 1872-(1882) სანავარდოს (სამტრედია) მაცხოვრის ეკლესია
საპატრიარქოს უწყებანი N30 15-21ოქტომბერი 2009წ გვ.19
დეკანოზი სპირიდონ ლეკვეიშვილი 1868-1922
დეკანოზი სპირიდონ გიორგის ძე ლეკვეიშვილი 1868 წელს ქუთაისის გუბერნიაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. პატარა სპირიდონმა პირველდაწყებითი განათლება ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. 1883-87 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავ- ლობდა. 1887-1893 წლებში განათლებას იღებდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. სემინარიის დამთავრების შემდეგ იმერეთში დაბრუნდა და მასწავლებლობას მიჰყო ხელი. აქვე დაოჯახდა ნატალია მათეს ასულზე, მათ შვიდი შვილი გაზარდეს: კუკური, ირაკლი, ვასილი, ოლღა, თამარი, ბარბალე და ნონა. 1895 წლის 24 მარტს გარდაიცვალა სანავარდოს (სამტრედია) მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ლეკვეიშვილი, სპირიდონის მამა და იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) სპირიდონს მოუწოდა, სასულიერო პირი გამხდარიყო. 1895 წლის მაისში მეუფე გაბრიელმა ჯერ დიაკვნად აკურთხა იგი, ხოლო ერთ კვირაში მღვდლად დაასხა ხელი და ქვედა მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1897 წელს საგვერდულით დააჯილდოვა. 1898 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) მამა სპირიდონი, როგორც განათლებული მოძღვარი და სემინარიის კურსდამთავრებული, ქალაქ ქუთაისში გადაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად და აქაური კარის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 12 წლის 6 მაისს სკუფიით დააჯილდოვეს. 1906 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1910 წლის 15 მაისს კამილავკა, ხოლო 1915 წლის აღდგომას სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1917 წლის 12 მარტს, როდესაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა, იმერეთის ეპარქია დროებით მმართველი მღვდელმთავრის გარეშე დარჩა. ეპარქიაში შეიქმნა დროებითი სასულიერო მმართველობა, რომლის ერთ-ერთი წევრი მამა სპირიდონიც გახლდათ. იგი, როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი, მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბერს გამართულ პირველ და 1920 წლის 27 ივნისს გამართულ მეორე საეკლესიო კრებებში. 1918 წლის აღდგომას ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო დეკანოზის წოდება მიე- ნიჭა. დეკანოზი სპირიდონი 1922 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქალაქ ქუთაისის ერთ-ერთ სასაფლაოზე. შემორჩენილია მამა სპირიდონის რამდენიმე ქადაგება, რომელიც ქვეყნდებოდა იმჟამად გამომავალ ქართულ პრესაში. ერთ-ერთი ასეთი ქადაგება მან წარმოთქვა 1915 წლის 21 ივნისს, ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში, ისტორიკოს დი მიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის პანაშვიდზე: „ყველამ უწყით, რომ დღეს დედამიწის ზურგზე არსებობს აუარებელი სხვადასხვა ერი. ზოგმა მათგანმა თავის ისტორიულ მსვლელობაში მიაღწია უმაღლეს ეროვნულ განვითარებას და შექმნა პოლიტიკურად, ეკონომიურად და გონებრივად მძლავრი ორგანიზაცია, რომლის ჩრდილშიც თავს იფარავს არა ერთი და ორი პატარა ეროვნება, რომლისათვისაც ისტორიულ ბედის ტრიალს ურგუნებია მწარე ხვედრი სხვისი მაჩანჩალობისა. ევროპის XIX-XX საუკუნის ისტორია არის მძლავრი ეროვნული განვითარების ისტორია. საფრანგეთის დიდი რევოლუცია საფუძვლად დაედვა ეროვნული იდეის აღორძინებას და სრულ ჩამოყალიბებას. დღევანდელი საერთაშორისო ომი, გარდა სხვა ღრმა მიზეზებისა, წარმოშობილია აგრეთვე ეროვნული ანტაგონიზმის ნიადაგზე. აქ მკაფიოდ მოსჩანს, თუ როგორ ეჯიბრება ერთი ერი მეორეს ტექნიკურ და ორგანიზაციულ განვითარებაში და ლამობს დაიმკვიდროს კაცობრიობის ისტორიაში რჩეული, მოწინავე და პირველი ერის სახელი. თანამედროვე მეცნიერება თავის ქურაში აწრთობს და ადნობს ყველას და წინ უყენებს საბედისწერო დილემას: მიცნობ და მიმიღებ, — აგამაღლებ და გაცოცხლებ, არა და მოგსპობ, გაგანადგურებო. ეს გარემოება თავის-თავად მოითხოვს ყოველი არსებული პატარა ერისაგან შეგნებას და შესაფერი ანგარიშების გაწევას, თორემ ბიოლოგიური კანონი, რომ სუსტი მსხვერპლი ხდება ძლიერისა და მისგან ისპობა და ინთქება, ჯერ კიდევ ძალაშია. ზნეობრივ განვითარებას ჯერ კიდევ არ მიუღწევია ჩვენს შორის იმ სიმაღლემდე, რომ დათრგუნოს და ადგილი აღარ ექნეს აღნიშნულ ბიოლოგიურ დებულებას. ეს დრო შორეული მომავლის საქმეა და მოითხოვს საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ურთიერთობის სრულ გარ- დაქმნას. ამ თვალსაზრისით ქართველობა უნდა აფასებდეს თავის ახლო წარსულის ნამოქმედარს. აქ მეტი არ იქნება აღვნიშნოთ, რომ იშვიათად რომელიმე პატარა ერს ქონდეს ისეთი მდიდარი და სხივოსანი წარსული, როგორც ქართველებსა გვაქვს; რომ ცარიელ სიტყვე- ბათ არ მოგვეჩვენოს ნათქვამი, ერთ წამს მოვიგონოთ ჩვენი მდიდარი ძველი მწერლობა, შეუდარებელი და განსაციფრებელი ხუროთმოძღვრება, ქანდაკება, მხატვრობა, გალობა და ის ელასტიური ენა, რომლის სიმდიდრე და საარაკო ფერადოვნებას — სიმშვენიერესაც არა ერთი უცხოელი დაუტყვევებია და აღუტაცებია. მაგრამ უბედურება ის იყო და არის, რომ ჩვენს დიდწარსულს მცნობელი და შემგნებელი არ აღმოუჩნდა: მეთვრამეტე საუკუნის ქართველთა მემკვიდრეობა
30-1 საპატრიარქოს უწყებანი N30 15-21ოქტომბერი 2009წ გვ.20
დეკანოზი სპირიდონ ლეკვეიშვილი 1868-1922(დასასრული)
დროებით გაპარტახებული და მოუვლელი დარჩა. ახალმა პოლიტიკურმა ცვლილებამ მეცხრამეტე საუკუნის რუბიკონზე, ასე ვსთქვათ, ჩაყლაპა ეროვნული თავმოყვარეობა და არსებობა ქართველთა. ახალი ცხოვრებით და ფორმა-აზრებით თვალ-აჭრელებულნი ჩვენი ახლობელნი წინაპარნი — მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის შვილნი — არა თუ არაფერ ფასს სდებდენ თავისი ერის დიდებულ წარსულს, პირიქით — სპობდენ, ყიდდენ, ანგრევდენ და ანიავებდნენ ფასდაუდებელ საგანძურებს, თითქო ეშინოდათ მათი უტყვი არსებობისა, რომელიც სინდისის მხილებას უფრო წარმოადგენდა უბირსა და უღირს შვილთათვის. და აი, ეს დრო გაგრძელდა XIX საუკუნის 60-იან წლებამდის, როდესაც ჩვენ საისტორიო ასპარეზზე ამოანათა თანამედროვე სამეცნიერო მეთოდებით შეიარაღებულმა, სახელოვანმა ისტორიკოს-არქეოლოგმა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ, რომელმაც აალაპარაკა წარსულიდან გადმო- ცემული — ქვები, კლდეები, ნანგრევები, ტაძრები და სიგელ-გუჯრები. ამ დღიდან იწყება ახალი ხანა ჩვენი არსებობისა, ამ დღიდან მზე თანდათან ათბობს ჩვენს გაყინულ მშობლიურ ძვლებს, ამ დღიდან ქართველნი თვითცნობის და თვითგამორკვევის გზაზე შედგენ, ამ დღიდან, მტერნიც და მოყვარენიც გაფაციცებით ადევნებენ თვალ-ყურს მიჯაჭვული ამირანის გამოფხიზლებას. გზა გაკაფულია და ქართველნიც, თუმცა მძიმედ, შეუდგენ ამ მეცნიერული მემკვიდრეობის განაღდებას. დღეს ჩვენ სამშობლოში ორი საისტორიო-ეთნოგრაფიული საზოგადოება არსებობს: ერთი თბილისში, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია ჩვენი წარ- სულის გასხივოსნებას და შემონახვას, და მეორე — ქუთაისში, რომელიც თუმცა ახლად დაარსებულია, მაგრამ ენერგიულად და თავისი მცირე ძალ-ღონის შესაფერისად მუშაობს. არა ერთი და ორი მცოდნე ისტორიისა იღვწის დღეს ჩვენი საერო ისტორიის ასპარეზზე და ამ მადლიანი მუშაობის ნამდვილი სათავე დიმიტრი ბაქრაძის ნამოღვაწევია. და აი, წელს შესრულდა 25 წელიწადი მისი გარდაცვალების დღიდან და ადგილობრივმა საისტორიო-ეთნოგრაფიულმა საზოგადოებამგადასწყვიტა აღნიშნოს ამ სახელოვანი შვილის გარ- დაცვალების 25 წლისთავი და პანაშვიდის შემდეგ თეატრში წაკითხული იქნება ბატონ ილია ივანეს ძე ფერაძის მიერ შესაფერი რეფერატი, რაზედაც ყველას ეძლევა ნება უფასოდ დაესწროს, რათა დაწვრილებით გაეცნოს განსვენებული მოამაგის ღვაწლსა და პიროვნებას. წინასწარ-კი შევავედროთ უფალს გარდაცვალებულის სული და ვითხოვოთ მისგან ნუ მოგვაკლებს თავის უხვს წყალობას და გაგვიმრავლოს ისეთი მოჭირნახულენი და მამულის მოყვარული მოამაგენი, როგორიც იყო ნეტარხსენებული ისტორიკოსი დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე. საუკუნო იყოს ხსენება მისი მისგან დავალებულ ქართველთა შორის“.
მადლობა ლელა ვარლამის ასული ლეკვეიშვილი დ. 1963 წ. ოჯახის ისტორია წარმ. სოფ. იანეთი სამტრედია