2010წ. გარდაიცვალა დეკანოზი ხონისა და სამტრედიის ეპარქია
საპატრიარქოს უწყებანი N24 6-19 აგვისტო 2009წ გვ.9
1 აგვისტოს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერიამ) სოფელ ღანარის წმინდა გიორგის სახელობისტაძარში დააჯილდოვა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის შემდეგი მღვდელმსახურნი: მიტრით — დეკანოზი იოანე კოხრეიძე; გამშვენებული ჯვრებით: დეკანოზი რომანოზ ნინუა, დეკაოზი იაკონ ლეკვეიშვილი, დეკანოზი დიმიტრი კუხალაშვილი. ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა: მღვდელ აკაკი ჟვანიას, მღვდელ დავით სანებლიძეს, მღვდელ ზაქარია მესხს, მღვდელ დამიანე ადამიას.
საპატრიარქოს უწყებანი N26 5-18აგვისტო 2010 გვ. 9
სამძიმარი
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სოფელ იანეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იაკობ ლეკვეიშვილი და სტიქაროსნები: რაინდ ჩიტაიძე და სემინარიის IV კურსის სტუდენტი ვახტანგ კოხრეიძე და სამძიმარს უცხადებს განსვენებულების ოჯახებს. მკითხველს ვთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიონ ახლადშესვენებულები: დეკანოზი იაკობი, რაინდი და ვახტანგი.