ნესტორ აბესაძე დაიბადა 1878 წელს.
1901 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და წლების მანძილზე ელიზავეტოპოლის გუბერნიის მღვდლად მსახურობდა, ელიზავეტოპოლის წმინდა ნინოს სახელობის სასაფლაოს ეკლესიაში. "
1914 წლიდან მამა ნესტორი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" განჯის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.
1915 წელს სკუფიით დაჯილდოვდა.
1924 წელს ანაფორა გაიხადა და დუშეთის ახალშენის გამგის მოადგილედ დაიწყო მუშაობა, იყო მასწავლებლად და რემედასის თავჯდომარე.
1928 წელს საბჭოთა ხელისუფლებას სამოქალაქო უფლებებში აღდგენა სთხოვა (საბჭოთა კანონმდებლობით სამღვდელოება კანონგარეშედ იყო გამოცხადებული), რათა არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. მისი საკითხი პრეზიდიუმის საბჭოს სხდომაზე გაიტანეს.
მამა ნესტორის შემდგომი ცხოვრებისა და გარდაცვალების თარიღი უცნობია.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი (1914-1917)
ბიბლიოგრაფია გიორგი მაჩურიშვილი