სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ქართველიშვილი იოანე და გაბრიელი სასულიერო ოჯახი. დაბ. სოფ. ფხვენისი, გორი ქართველიშვილი იოანე და გაბრიელი სასულიერო ოჯახი. დაბ. სოფ. ფხვენისი, გორი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ქართველიშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

92       ბეჭდვა

ქართველიშვილი იოანე და გაბრიელი სასულიერო ოჯახი. დაბ. სოფ. ფხვენისი, გორი

იოანე და გაბრიელ ქართველიშვილები



დეკანოზი იოანე ქართველიშვილი 1772 წლის 20 სექტემბერს ქართლში სოფ. ფხვენისში სამეფო ყმის ოჯახში დაიბადა. მამამისი, ოთარ ქართველიშვილი, ბატონიშვილთა ნაყმევი, ყმობიდან გათავისუფლებული, სოფ. გომისჯვარში ცხოვრობდა. მოგვიანებით იქიდან აყრილა და სამშვილდეში, აბდულა-ბეგთან მისულა.
აბდულა-ბეგს (იესე მეფის შვილს) ოთარისა და მისი ძმისათვის მამული მიუცია და თავის კარზე დაუყენებია. სამშვილდეს აკლების შემდეგ ოთარი და მისი ძმა შიდა ქართლში გადავიდნენ. ოთარი სოფელ ფხევნისში დასახლდა და სხვადასხვა სამუშაოთი ირჩენდა თავს. გარდაიცვლა მაშინ, როდესაც იოანე ჯერ კიდევ პატარა იყო. ჰყავდა ერთი და -- მარიამი (გარდ.
28.11.1790წ.)., დაობლებულ შვილს დედა -- თამარი (გარდ. 4.05.1800წ.) თავიდანვე მღვდლად ამზადებდა: ჯერ ფხვენისის მღვდელს მიაბარა სასწავლებლად, შემდეგ სოფ. შინდისის მღვდელს და ბოლოს -– ცხინვალისას. 1784 წელს იოანე დედამ თბილისში ჩაიყვანა და კალოუბნის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მღვდელ იოანეს ჩააბარა. 1787 წლის ივნისში იოანე არქიმანდრიტ ტრიფილეს (ჯორაშვილი) ძმისწულზე დაინიშნა. ამავე პერიოდში იგი იპოდიაკვნად მსახურობს თბილისის
სიონის საკათედრო ტაძარში და თან მეცადინეობას აგრძელებს -– სწავლობს მხედრულს, რადგან მანამდე მხოლოდ ხუცური წერა-კითხვა იცოდა. 1788 წლის 16 იანვარს იოანემ ჯვარი დაიწერა, მაგრამ არა ტრიფილეს ძმისწულზე, არამედ ლეკყოფილ დიმიტრის ასულ მარიამზე. 1788 წლის 12 მარტს სიონის ლვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში თბილელმა მიტროპოლიტმა გერმანემ დიაკვნად აკურთხა. 1788-
1789 წლებში, თავისი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, გადაწერა
ლოცვები მხედრულად და წიგნი „მარგალიტად“ წოდებული, ასევე -–- სადღესასწაულო ცხრა თვე. 1791 წლის აპრილში კათოლიკოსმა
ანტონ II-მ დიაკვანი იოანე სასწავლებლად არქიმანდრიტ ვარლაამს
(ერისთავი) მიაბარა. მასთან რიტორიკა, გრამატიკა, კატეგორია, ლოგიკა და მეტაფიზიკა ისწავლა. 1792 წლის 6 იანი ვარს თბილისის მაცხოვრის შობის სახ. ტაძარში ანტონ II-მ მლვდლად დაასხა ხელი. იმავე წლის 12 თებერვალს მას შეეძინა პირველი ვაჟი -- შიო, რომელიც ალექსანდრე
ბატონიშვილს მოანათვლინა. 1793 წლის 23 სექტემბერს ასული -- თეკლა შეეძინა (გარდ. 6.09.1795წ.), რომელიც ქვათახევის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ანტონმა (თარხნიშვილი) მონათლა. 1794 წელს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით, სწავლის გასაგრძელებლად

15-1  საპატრიარქოს უწყებანი N15 28ივლისი-21 სექტემბერი 2022წ გვ.20
გაბრიელ ქართველიშვილები (გაგრძელება)

სიონის საპატრიარქო ტაძრის დეკანოზ იოანე ოსეს ძე ბარათაშვილს მიებარა. მასთან მამა იოანემ ფიზიკა და დოგმატიკა შეისწავლა.
იმავე წლის ოქტომბერში იულონ ბატონიშვილმა ახალგაზრდა მოძღვარი თავისი შვილების მასწავლებლად აიყვანა. ამის შემდეგ მამა იოანეს ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა იულონ ბატონიშვილს. 1796 წლის 20 თებერვალს ეყოლა ასული თებრონია, რომელიც იულონ ბატონიშვილის მეუღლემ, სალომემ მონათლა. 1798 წლის აგვისტოში კვლავ შეეძინა
ასული -- სოფიო, რომელიც 17 სექტემბერს დავით ოსეს ძე ბარათაშვილმა მონათლა. 1800 წლის 27 იანვარს ეყოლა ვაჟი -– გაბრიელი. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ იულონ ბატონიშვილი მეფობის ერთ-ერთი აქტიური პრეტენდენტი გახდა. იმ პერიოდში მღვდელი იოანე მისი მწერალი იყო. დაძაბული სამუშაო რეჟიმის გამო, მან ავადმყოფი დედის სანახავად წასვლაც ვერ მოახერხა. იგი ყველგან თან ახლდა იულონსა და მის ჯარს მუხრანიდან მარტყოფში, აქედან ქიზიყში, ქიზიყიდან იორ-სართიჭალაზე, მუხრანი, ჭალა, ჯარიაშენის გავლით იმერეთში გადავიდა და 1801 წლის 29 აპრილს ბატონიშვილთან ერთად ქუთაისში ჩავიდა. მამა იოანე აქ რუსეთში გასაგზავნ წერილებს უწერდა სოლომონ მეფესა და იულონს. 1802 წლის იანვარში, იულონის ნებართვით, თბილისში მიდის დიდი ხნის უნახავი ცოლ-შვილის სანახავად, მაგრამ ცოლ-შვილი პატარძეულში დახვდა წასული. გენერალმა ლაზარევმა არ მისცა პატარძეულში გამგზავრების უფლება და ამიტომ მოძღვარმა ცოლ-შვილი თბილისში იხმო. პატარძეულიდან ჩამოსული მამა იოანეს ოჯახი დარეჯან დედოფალმა ავლაბარს დაასახლა, ულუფა დაუნიშნა და
თავისთან დაიტოვა. იმავე წლის 8 მაისს მღვდელი იოანე დაესწრო თბილისში გუბერნიის გახსნას დაკოვალენსკის საქართველოს განმგებლად დანიშვნის ცერემონიას. საბოლოოდ, მან ვეღარ მოახერხა იმერეთში დაბრუნება და დარეჯან დედოფალის კარზე დარჩა. 1804 წლის იანვარში საქართველოს მთავარმართებელმა, გენერალმა პავლე ციციანოვმა მამა იოანე თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დანიშნა. სასწავლებლის დირექტორს, დეკანოზ
ალექსი პეტრიაშვილს (შემდგომში არქიმანდრიტი ათანასე) ევალებოდა
სახელმძლვანელოების თარგმნა. ამ საქმეში მას მლვდელი იოანეც ეხმარებოდა. 1806 წელს სასწავლებელში წარმატებული მუშაობისათვის მამა იოანეს სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს და ხელფასიც მოუმატეს. მალევე მას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1810 წელს მას ტორმასოვი ახვერდოვის პირით სთხოვს, როგორმე დაეყოლიებინა თავისი აღზრდილი ლევან იულონის ძე ნებაყოფლობით ჩაბარებოდა
რუსეთის მთავრობას. მამა იოანემ ეს მისია ვერ შეასრულა. კ-· კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული „კრებული“, რომელიც 1909-1910 წელში ქ. სანქტ-პეტერბურგში გადაწერილ იქნა ვინმე თ. შარაშიძის მიერ და 1911 წელს ეს „კრებული“ ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) შესწირა საეკლესიო მუზეუმს. „კრებულს“ ბოლოში აქვს შენიშვნა: „თავფურცელი „ყოვლისა სოფლისა მოგზაური ანუ ცნობა ძუელისა და ახლისა სოფლისა, ესე იგი აღწერა... გამოცემული უფლისა აბბატომ დელაპორტისა მიერ, როსსიულსა ენასა ზედა თარგმნილი ფრანციცულითგან, ხოლო ქართულსა ენასა ზედა თარგმნული როსსიულთაგან, მხოლოდ ოდენ ქართლი და იმერეთი, ტფილისის საკეთილშობილოს სასწავლებლის მოძღურის პროტაიერის იოანე ქართველოვისა მიერ 1811 წელსა, ტფილისს". დეკანოზი იოანე ქართველიშვილი 1816 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა.
დეკანოზმა იოანემ 1801-1802 წლებში დაწერა მემუარები „ვითარებათა აღწერა“. ეს მემუარები დაცული იყო იოანეს უმცროსი შვილის, შემდეგში სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზისა და საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრის გაბრიელის (1800-1866) ოჯახში. მოგვიანებით იგი გაბრიელის ვაჟის დავითის საკუთრებად იქცა. დავით ქართველიშვილის ოჯახიდან მემუარები მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილის ხელში მოხვდა. მან კი გადასცა გაზეთ „ივერიის“ რედაქციას,


15-2  საპატრიარქოს უწყებანი N15 28ივლისი-21 სექტემბერი 2022წ გვ.21
გაბრიელ ქართველიშვილები (გაგრძელება)

რომელმაც იგი დაბეჭდა 1889 წლის შემდეგ ნომრებში: 203, 204, 205, 253, 255, 262, 266, 273. ქართველიშვილის მოგონებების ის ნაწილი, რომელიც.
აღა-მაჰმად-ხანის შემოსევასა და თბილისის აოხრებას ეხება, როგორც მემუარების ნიმუში, დაბეჭდეს თავის „სიტყვიერების თეორიაში“ არქიმანდრიტმა კირიონმა (საძაგლიშვილი) და გრიგოლ ყიფშიძემ
1898 წელს (გვ. 170-77). 1952 წელს ავთანდილ იოსელიანმა გამოსცა „ვითარებათა აღწერა“, რომელსაც იგი მემუარებს უწოდებს და თან დაურთო დეკანოზ იოანეს „შემოსავლების ნუსხა“.
ქართველიშვილის ამ შრომის ავტოგრაფი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ("ფონდში -– 1 196). მიუხედავად ვიწრო ოჯახური დანიშნულებისა (ქართველიშვილი ამ შრომას თავის
შვილებისათვის წერდა, უნდოდა გაეცნო მათთვის, რა სიძნელეები ნახა მან ცხოვრებაში), ეს შრომა მნიშვნელოვანი ძეგლია სწავლა-აღზრდის მეთოდების შესასწავლად XVIII ს-ის ბოლო წლების საქართველოში, ასევე იძლევა მდიდარ მასალას XVIII-XIX სს. მიჯნაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური დასების შესახებ. მამის საქმიანობა გააგრძელა მისმა უფროსმა ვაჟმა, დეკანოზმა გაბრიელმა. მამის ჩანაწერების
მიხედვით იგი 1800 წლის 27 იანვარს დაიბადა. მისი ნამსახურებათა სიის მიხედვით დაბადებულია 1782 წელს, ხოლო გარდაცვალების ცნობის მიხედვით 1779 წელს. მეორმოცე დღეს, ყრმა გაბრიელი, მამის თხოვნით, ლევან იულონის ძე ბატონიშვილმა მონათლა. 1813 წლის 12 აპრილს თბილელმა მიტროპოლიტმა არსენმა (ბაგრატიონი) სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძრის კერძო დიაკვნად
დაადგინა. 1816 წლის 25 ივნისს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ვარლაამმა (ერისთავი) დიაკვნად აკურთხა. 1817 წლის 17 იანვარს მლვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძრის
კრებულში დანიშნა. 1817 წლიდანვე სიონის ტაძრის
ეკონომოსია. მღვდლობის პირველ წლებში მღვდელი გაბრიელი ხელნაწერების გადაწერითაც იყო დაკავებული.
1817 წელს მან გადაწერა „სამართლის წიგნები“, რომელსაც აქვს მისივე ანდერძი: „დასასრული წიგნთა სამართლისათა. ძალითა ღვთისათა გაბრიელ ქართველოვისა მიერ, გარდაწერილ იქმნა წელსა 1817-სა".
1818 წლის 8 დეკემბრიდან მღვდელი გაბრიელი სიონის ტაძრის კანდელაკია. 1820 წლის 16 თებერვალს ანანურის მაზრის ტაძრების რეგისტრაციაში ოფიციალურად გასატარებლად და იქ ღვთისმსახურების მოსაწესრიგებლად მიავლინეს, ხოლო იმავე წლის 20 მაისიდან ინგუშებთან, დიგორის ხეობაში მსგავსი მისია დაეკისრა. 1821 წელს დიგორის ხეობაში მცხოვრებ ინგუშებში ქრისტიანულ სარწმუნოებას ქადაგებდა. 1826 წლის 18 აპრილს ხავერდისფერი სკუფია უბოძეს. 1828 წლის 25 მარტს დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1832 წლის 9
იანვარს იასამნისფერი ხავერდის კამილავკა ეწყალობა. 1832 წლის 23 ივლისს სამლვდელო კადრების გამომცდელი კომისიის წევრად დაინიშნა. 1833 წლის 16 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა
მოსემ (ბოგდანოვი-პლატონოვი) ქალაგარეთა სამღვდელმთავრო რეზიდენციის ამშენებელი კომიტეტის წევრად დანიშნა. 1833 წლის 20 ივნისიდან 1836 წლის 15 თებერვლამდე იყო ღარიბ სამღვდელო პირთა შვილების სამზრუნველოს წევრი. 1834  წლის 6 თებერვლიდან 1864 წლის 21 იანვრამდე იყო საქართველოს საეკლესიო შემოსავლების ხაზინადარი. 1835 წლის 28 დეკემბრიდან 1848 წლამდე იყო ქ. თბილისის საეკლესიო დუქნების გამგე. 1836-1840 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებულთა და მოწმეთა დაფიცება ევალებოდა. 1840 წლის 22 აპრილს (მეორე ვერსიით -- 1841 წლის 26 დეკემბერს) სამკერდე ოქროს
ჯვარი მიიღო. 1842 წლის 15 სექტემბრიდან (მეორე
ვერსიით -- 1843 წლის 14 აგვისტოდან) სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზის შტატშია. 1844 წელს გათავისუფლდა საკათედრო ტაძრის კანდელაკის პოსტიდან. 1844 წლის 25 დეკემბერს (მეორე ვერსიით 1845 წლის 3 თებერვალს) წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1846 წლის 15 აგ

15-3   საპატრიარქოს უწყებანი N15 28ივლისი-21 სექტემბერი 2022წ გვ.22
გაბრიელ ქართველიშვილები ( დასასრული )

ვისტოს ენექრი უბოძეს. 1855 წლის 16 აპრილს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ჰქონდა ჯილდო -– ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1859
წლის 2 მაისს საიმპერატორო გვირგვინით შემკობილი წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1863 წლის 13 აპრილს წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენი უბოძეს. დეკანოზი გაბრიელი 1866 წლის 1!
ნოემბერს გარდაიცვალა. დასაფლავებულია სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში. ადრე დაქვრივდა. დარჩა შვილი -– მიხეილი (დაბ. 1817წ.).



ქართველიშვილი იოანე 1772-1816წწ მღვდელი დაბ. სოფ. ფხვენისი, გორი

დაბადების ადგილი: სოფელი ფხვენისი.

1784 წელს სასწავლებლად მიაბარეს კალოუბნის ეკლესიაში; 1788 წელს სიონის ტაძარში მთავარ-დიაკვნად აკურთხეს, 1792 წელს მღვდლად ეკურთხა; 1790-იან წლებში ფიზიკისა და ფილოსოფიის შესწავლა დაიწყო. გრამატიკას ასწავლიდა ვარლამ ერისთავი. მალე იგი, როგორც ფრიად განსწავლული პიროვნება, იულონ ბატონიშვილმა თავის ძეთა აღმზრდელად მოიწვია. 1804 წლიდან მან თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. სასწავლებელში მუშობის დროს (1809) მან შეადგინა ქართული ენის გრამატიკა - "ქართული ღრამმატიკა შეთხზული ტფილისის საკეთილშობილო სასწავლებლის მოძღვრის პროტოპოპის იოანე ქართველიშვილისაგან სახმარად მისივე სასწავლებელსა. 1809 წ. ტფილისი". სახელმძღვანელოს შექმნის საბაბად ავტორი ასახელებს ანტონ I-ის გრამატიკის სირთულეს. 1815 წელს თბილისში დაიბეჭდა ქართველიშვილის ხელნაწერი გრამატიკისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული "ქართული ღრამმატიკა", რომლის მეორე გამოცემა (მოსკოვი, 1825) არსებითად არ განსხვავდება პირველისაგან. იმის მიუხედავად, რომ თავის გრამატიკაში იგი ძირითადად ემყარება ანტონ I-ისა და გაიოზ რექტორის გრამატიკებს, მან მაინც მოახერხა საკუთარი სიტყვის თქმა. ამასთანავე, XVIII-XIXსს. ქართულ გრამატიკებს შორის ქართველიშვილის გრამატიკა გამოირჩევა თავისი სიმარტივითა და დახვეწილობით, მასალის სისტემატიზაციით, სხარტი და გასაგები განმარტებებით. საზოგადო მოღვაწე და ქართული კულტურის მოამაგე. ეწეოდა პედაგოგიურ-ლიტერატურულ მოღვაწეობას, მთარგმნელობით მუშაობას. განსაკუთრევით ფასეულია მისი მემუარები, რომელიც მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია და საყურადღებო ცნობებს შეიცავს XVIII საუკუნის საქართველოს საზოგდოებრივი ცხოვრების შესახებ. 

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.496

ბიბლიოგრაფია

იოანე ქართველიშვილის მემუარები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1952. - 128გვ.

ქართული ღრამმატიკა (ავტორი). - თბილისი, 1815. - 128გვ.


 საპატრიარქოს უწყებანი N17 15-21მაისი 2008წ გვ.19

დეკანოზი იოანე ქართველიშვილი (1772-1816)

დეკანოზი იოანე — ერისკაცობაში იოანე ოთარის ძე ქართველიშვილი 1772 წლის 20 სექტემბერს ქართლში, სოფელ ფხვენისში დაიბადა. მამამისი, ოთარ ქართველიშვილი, ბატონიშვილთა ნაყმევი, ყმობიდან გათავისუფლებული სოფელ გომისჯვარში დაბინავებულა, შემდეგ აქედან აყრილა და მისულა სამშვილდეს აბდულა-ბეგთან. აბდულა-ბეგს (იესე მეფის შვილს) მიუცია ოთარისა და მისი ძმისთვის მამული და თავის კარზე გაუჩერებია. სამშვილდეს აკლების შემდეგ, ოთარი და მისი ძმა შიდა ქართლში გადმოსულან. ოთარი სოფელ ფხვენისში დასახლებულა და სხვადასხვა სამუშაოთი ირჩენდა თავს. როცა მამა გარდაეცვლა იოანე ჯერ კიდევ პატარა იყო. დედამ თამარმა, თავს იდვა მისი აღზრდა. იგი შვილს თავიდანვე სამღვდელოდ ამზადებდა. დედამ იოანე სასწავლებლად მიაბარა თავდაპირველად ფხვენისის მღვდელს, შემდეგ სოფელ შინდისის მღვდელს და ბოლოს — ცხინვალისას. 1784 წელს იოანე დედამ თბილისში ჩაიყვანა და კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელს იოანეს მიაბარა. 1787 წლის ივნისში იგი იღუმენ ტრიფილეს (ჯორაშვილი — შემდგომში არქიმანდრიტი) ძმისწულზე დაინიშნა. ამავე დროს იგი იპოდიაკონად მსახურობს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში და თან სწავლას განაგრძობს — სწავლობს მხედრულს, რადგან მანამდე მხოლოდ ხუცურად იყო განსწავლული. 1788 წლის 16 იანვარს იოანემ ჯვარი დაიწერა არა ტრიფილეს ძმისწულზე, არამედ ლეკყოფილ დიმიტრის ასულ მარიამზე. 1788 წლის 12 მარტს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში თბილელმა მიტროპოლიტმა გერმანემ დიაკვნად აკურთხა. 1788-89 წლებში თავისი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით გადაწერა ლოცვები მხედრულად, ასევე წიგნი „მარგალიტად“ წოდებული და სადღესასწაულო (ცხრა თვე). 1791 წლის აპრილში ანტონ II კათოლიკოსმა დიაკონი იოანე სასწავლებლად მიაბარა არქიმანდრიტ ვარლაამს (ერისთავი). აქ მან შეისწავლა რიტოკირა, გრამატიკა, კატეგორია, ლოგიკა და მეტაფიზიკა. 1792 წლის 6 იანვარს თბილისის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიაში ანტონ II-მ მღვდლად დაასხა ხელი. ამავე წლის 12 თებერვალს შეეძინა პირველი ვაჟი, რომელიც ალექსანდრე ბატონიშვილს მოანათლინა. 1793 წლის 23 სექტემბერს ასული შეეძინა, რომელიც ქვათახევის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ანტონმა (თარხნიშვილმა) მონათლა. 1794 წელს კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ II-ს ლოცვა-კურთხევით, სწავლის გასაგრძელებლად სიონის საპატრიარქო ტაძრის დეკანოზ იოანე ოსეს ძეს მიებარა. მასთან მამა იოანემ ფიზიკა და დოგმატიკა შეისწავლა.  ახალგაზრდა მოძღვარი თავისი შვილების მასწავლებლად აიყვანა. ამის შემდეგ მამა იოანეს ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა იულონ ბატონიშვილისას. 1795 წლის 6 სექტემბერს გარდაეცვალა შვილი თეკლა. 1796 წლის 20 თებერვალს ეყოლა ასული თებრონია, რომელიც იულონ ბატონიშვილის მეუღლემ, სალომემ მონათლა. 1798 წლის აგვისტოში კვლავ შეეძინა ასული, რომელიც 17 სექტემბერს დავით ოსეს ძემ მონათლა. 1800 წლის 27 იანვარს ვაჟი გაბრიელი ეყოლა. იგი ლევან ბატონიშვილმა, იულონის ძემ მონათლა. გიორგი XII გარდაცვალების შემდეგ იულონ ბატონიშვილი შეიქმნა მეფობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მაძიებელთაგანი. მღვდელი იოანე ახლა მას უკვე მწერლად ჰყავს და იმდენ წერილებს აწერინებს, რომ ავადმყოფი დედის სანახავად წასასვლელი დრო არ რჩება. იგი დაჰყვება იულონსა და მის ჯარს მუხრანიდან მარტყოფში, აქედან ქიზიყში, ქიზიყიდან იორ-ამავე წლის ოქტომბერში იულონ ბატონიშვილმა

17-1 საპატრიარქოს უწყებანი N17 15-21მაისი 2008წ გვ.20

დეკანოზი იოანე ქართველიშვილი (1772-1816) (გაგრძელება)

სართიჭალაზე, მუხრანი, ჭალა, ჯარიაშენის გავლით იმერეთში გადადის 1801 წლის 29 აპრილს იულონი ქუთაისში ჩააღწევს. მამა იოანე აქ რუსეთში გასაგზავნ წერილებს უწერს სოლომონ მეფესა და იულონს. 1802 წლის იანვარში იულონის ნებართვით მიდის თბილისში დიდი ხნის უნახავი ცოლ-შვილის სანახავად, მაგრამ ცოლ-შვილი პატარძეულში დახვდა წასული. გენერალმა ლაზარევმა არ მისცა უფლება პატარძეულში გამგზავრებისა და მანაც ცოლ-შვილი თბილისში გამოიძახა. პატარძულიდან ჩამოსული მამა იოანეს ოჯახი დარეჯან დედოფალმა ავლაბარს დაასახლა, ულუფა დაუნიშნა და თავისთან დაიტოვა. ამავე წლის 8 მაისს მღვდელი იოანე დაესწრო თბილისში გუბერნიის გახსნას და კოვალენსკის საქართველოს განმგებლად დაყენებას. იოანე ვეღარ ახერხებს იმერეთში დაბრუნებას და დარეჯან დედოფალთან რჩება. 1804 წლის იანვარში საქართველოს მთავარმართებელმა გენერალმა პავლე ციციანოვმა მამა იოანე თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დანიშნა. სასწავლებლის დირექტორს დეკანოზ ალექსი პეტრიაშვილს (შემდგომში არქიმანდრიტი ათანასე) ევალება სახელმძღვანელოების თარგმნა. ამ საქმეში მას მღვდელი იოანეც ეხმარება. 1806 წელს სასწავლებელში წარმატებული მუშაობისათვის მამა იოანეს სამკერდე ოქროს ჯვრით აჯილდოებენ და ჯამაგირს უმატებენ. 1810 წელს ტორმასოვი ახვერდოვის პირით სთხოვს მღვდელ იოანეს, რომ როგორმე აიძულოს მისი აღზრდილი ლევან იულონის ძე ნებაყოფლობით ჩაბარდეს რუსეთის მთავრობას. მამა იოანემ ეს მისია ვერ შეასრულა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მღვდელ იოანეს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი იოანე ქართველიშვილი 1816 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა (ფონდი 16/152. საქმე 1874. გვ. 2). დეკანოზმა იოანემ 1801-02 წლებში დაწერა მემუარები „ვითარებათა აღწერა“, ეს მემუარები დაცული იყო იოანეს უმცროსი შვილის, შემდგომში სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზის და საქართველი-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრის გაბრიელის (1800-1866) ოჯახში.

შემდეგ იგი გაბრიელის ვაჟის დავითის საკუთრებად იქცა. დავით ქართველიშვილის ოჯახიდან მემუარები მღვდელ პოლიევქტო კარბელაშვილის ხელში მოხვდა. მან კი გადასცა გაზეთ „ივერიის“ რედაქციას, რომელმაც იგი დაბეჭდა 1889 წლის შემდეგ ნომრებში 203, 204, 205, 253, 255,

262, 266, 273. ქართველიშვილის მოგონებების ის ნაწილი, რომელიც აღა-მაჰმად-ხანის შემოსევას და თბილისის აოხრებას ეხება, როგორც მემუარების ნიმუში, დაბეჭდეს თავის „სიტყვიერების თეორიაში“ არქიმანდრიტმა კირიონმა (საძაგლიშვილი -– შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი)' და გრიგოლ ყიფშიძემ 1898 წელს (გვ. 170-77). 1952 წელს ავთანდილ იოსელიანმა გამოსცა „ვითარებათა აღწერა, რომელსაც იგი მემუარებს უწოდებს და თან დაურთო დეკანოზ იოანეს „შემოსავლების ნუსხა“.

ავტოგრაფი ქართველიშვილის ამ შრომისა დაცულია ხელნაწერთა ინსტიტუტში (ა 1196). ეს შრომა, მიუხედავად ვიწრო ოჯახური დანიშნულებისა ქართველიშვილი ამ შრომას წერდა თავის შვილებისათვის უნდოდა გაეცნო მათთვის რა სიძნელეები ნახა მან ცხოვრებაში) მნიშვნელოვანი ძეგლია სწავლა-აღზრდის საკითხების შესასწავლად XVIII საუკუნის ბოლო წლების საქართველოში, იძლევა მდიდარ მასალას XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური დასების შესახებ და ქვეყნის იმდროინდელ მდგომარეობაზე. 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.11.2023
ბოლო რედაქტირება 24.02.2026
სულ რედაქტირებულია 8





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0