გიორგი ქართველიშვილი ოთარის ძე დაიბადა 25 ივნისი 1969 წელი ქალაქი სამტრედია, ცხოვრობდა რუსთავი.
გარდაიცვალა 28 დეკემბერი 1992 წელი ოჩამჩირის რაიონში
რუსთავის სამხედრო პოლიცია უფროსი ლეინტენანტი
მედალი მხედრული მამაცობისათვის 00317 10/04 1993წელი
ბედისწერამ ძალზე ხანმოკლე ცხოვრება არგუნა წილად გიორგი ოთარის ძე ქართველიშვილს. ის 1963 წლის 25 ივნისს სამტრედიაში დაიბადა.
საშუალო სკოლა დაამთავრა 1980 წელს ქ. რუსთავში. სკოლის დამთავრებისთანავე ჩაება. საყოველთაო სავალდებულო შრომით საქმიანობაში მუშაობა დაიწყო უსინათლოთა სასწავლო-საწარმოო გაერთიანება „ფონიჭალაში“. 1982 წელს ნიჭიერი ახალგაზრდა ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1987 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1988 წელს მუშაობას იწყებს რუსთავის სარემონტო სამმართველოში მთავარ ენერგეტიკოსად.
1992 წლის 1 სექტემბრიდან პატრიოტი ვაჟკაცი ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის რიგებში ოფიცრად. სანიმუშო წესრიგით გამორჩეული გიორგი ქართველიშვლი აირჩიეს ქ. რუსთავის სამხედრო პოლიციის საპატრულო ბრიგადის უფროსის მოადგილედ უფროსი ლეიტენანტის წოდებით. აგრეთვე წარდგენილ იქნა კაპიტნის წოდებაზე. ხოლო 19 ოქტომბრდან მონაწილეობას იღებს სამხედრო პოლიციის. შემადგენლობასთან ერთად აფხაზეთის რეგიონის საომარ მოქმედებებში. სიყვარულსა და სიცოცხლეს მოწყურებულ ახალგაზრდას ერთ-ერთ საბრძოლო ოპერაციის დროს მუხანათი მტრის ტყვიამ დაუბნელა მზე ოჩამჩირის მისადგომებთან, სოფელ კოჩარასთან 1992 წლის 28 დეკემბერს.
სამშობლო და ერი არ დაივიწყებს პირნათელ მამულიშვილის სახელს.