ალბერტ (რომან)ქართველიშვილი დაიბადა 1950 წელს კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში.
მუშაობდა რკინიგზის შეიარაღებული დაცვის სამსახურში.
1993 წლის 30 ივნისს დაინიშნა მე-8 სპეცდანიშნულების ქვეგანაყოფის მეთაურის მოადგილედ ზურგის დარგში.
სამშობლოს სიყვარულით გულანთებული გმირულად დაეცა სოხუმჰესის დაცვისას. კაპიტანი ალბერტ ქართველიშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის | ხარისხის ორდენით.
თბილისში, ნაძალადევის რაიონში რასკოვას ქუჩას ეწოდა ალბერტ ქართველიშვილის სახელი.
ალბერტი მსახურობდა საქართველოს რკინიგზის შეიარაღებული დაცვის სამსახურში, ჯერ მე-14 მსროლელთა ჯგუფში, შემდეგ მე-17 მსროლელთა ჯგუფის „იოტა“ ასმეთაურად.
23-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურის, გენერალ გენო ადამიას დავალებით 1993 წლის 3 ივნისიდან იმყოფებოდა სოხუმჰესის დასაცავად, სადაც ირიცხებოდა რკინიგზის მე-8 სპეცდანიშნულების ქვეგანაყოფში ასმეთაურად.
1993 წლის 6 ივლისს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე და სხვა დაღუპულ ბიჭებთან ერთად საძმო საფლავში დაკრძალეს. მოგვიანებით გადმოასვენეს სოფ. ლამისყანაში.
უნუგეშოდ დარჩა გამწარებული დედა, მეუღლე და ორი შვილი.
ასე იგონებს რომანს ქალიშვილი – ნატო: ,,1993 წლის 6 ივლისს შეწყდა შენი სიცოცხლე, ჩვენო საყვარელო მამა! შენს მონოლითურ პიროვნებაში ხომ მუდამ გამოსჭვიოდა სამშობლოსა და მეგობრობისადმი სიყვარული და თავგანწირვა, ამიტომაც შესწირე შენი ლამაზი სიცოცხლე. მამიკო, ვერ ვეგუებით მოსიყვარულე შვილის, ერთგული მეუღლისა და ძვირფასი მამის დაკარგვას.
ინფორმაცია აღებულია ამირან ტალახაძე 12 თებერვალი 1953 წელი ცხოვრობს კასპი