თენგიზ ქართველიშვილი 1945
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლა 1969 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1974 წელს.
1973-1975წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, მხატვარ-დეკორატორი; 1975-1978წწ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სახალხო თეატრის და ანსამბლ "გორდელას" მთავარი მხატვარი; გაფორმებული აქვს თეატრალური სპექტაკლები; 1978-1980წწ. შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ექსპოზიციის განყოფილების გამგე; 1980 წლიდან ამავე მუზეუმის სექტორის გამგე, მთავარი მხატვარი. წლების მანძილზე მონაწილეობს როგორც რესპუბლიკურ ასევე საკავშირო გამოფენებში. გამოცემული აქვს 300-ზე მეტი პლაკატი, მოაწყო 8 პერსონალური გამოფენა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნული მუზეუმი; ეროვნული გალერეა; სამხატვრო ფონდი; მირზაანი, ფიროსმანის სახლ-მუზეუმი; ცაგერის მუზეუმი; არმანდ ხამერის მუზეუმი, აშშ; კოსმოსის ცენტრი, ვაშინგტონი, აშშ; ავსტრია; მოცარტის სახლ-მუზეუმი, ზალცბურგი; ლეონ კატცის მუზეუმი, კანადა; მოსკოვის სამხატვრო ფონდი; კერძო კოლექციები (პოლონეთი, საბერძნეთი, ბელგია, თურქეთი, იზრაელი, გერმანია, ფინეთი, ჩილე, ირანი, კვიპროსი, ლატვია). წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის მიღებული აქვს წლის საუკეთესო მხატვრის წოდება (1983), არის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის პირველი ხარისხის პრემიისა და დიპლომის მფლობელი (2002).
წყარო: თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2001 - ღირსების მედალი