გურამ ქართველიშვილი (1965) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1987 წელს.
მუშაობდა გერმანულ გიმნაზიაში და განათლების სამინისტროში. არის საზოგადოებრივი ტელევიზიის დოკუმენტური ფილმების სტუდიის თანამშრომელი; ავტორი და წამყვანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ციკლისა "გააგრძელე საქართველოს ისტორია". 2005 წელს ვაკის სარდაფში დაიდგა მისი პიესა "ქრონიკა", 2007 წელს მარჯანიშვილის თეატრში "ქაქუცა ჩოლოყაშვილი", 2008 წელს სანდრო ახმეტელის თეატრში – "ცერკოვნი ბუნტი". გამოცემული აქვს მოთხრობების კრებული "ჩემი ქარის წისქვილები" და ისტორიული პიესა "გიორგი მეშვიდე". დაწერილი აქვს მხატვრული კინოსცენარი "კავკასია", პიესა "სისხლიანი ალავერდობა" და სცენარები დოკუმენტური ფილმებისათვის.
წყარო: ახალი ქართული პროზა: ტ.9.-თბ., 2011
ბიბლიოგრაფია
- ბაგრატიონის ქალი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, გუმბათი-2007, 2011. - 134გვ.. - ISBN: 9789941031984
- ჩემი ქარის წისქვილები : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, 2008. - 79გვ.. - ISBN: 9789941008764
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014479/