დეკანოზი იოსებ მალანია
დაიბადა 1971 წლის 20 აპრილს ქ. ზუგდიდში.
1988 წელს დაამთავრა ზუდიდის N9 საშუალო სკოლა.
1988-1989 წწ. სწავლობდა ზუგდიდის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა წარჩინებით.
1989-1991 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1993 წელს ჩაირიცხა ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში, ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე. მიენიჭა ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაცია.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა საწარმოში მენეჯერად.
2000 წლიდან 2012 წლამდე მსახურობდა ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძარში
სტიქაროსნად. 2001-2004 წწ. მუშაობდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის გაზეთ „საფარველის“ რედაქციაში.
2005-2006 წლებში იყო მოსკოვის ქართული სამრევლო ტაძრის სტიქაროსანი.
2007 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 2012 წელს. მინიჭებული აქვს
თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2012 წლის 24 ივნისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო 2015 წელს აკურთხა მღვდლად.
2021 წლის 17 მაისს აიყვანეს დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. ამჟამად
მსახურობს ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
ქ. ზუგდიდი, შარტავას ქ. N11.