სოფელი ჯვარცხმა (ჩაისუბანი) მაცხოვრის ეკლესია.
ეკლესია აშენებულია 1550 წელს. მასალა ქვა. სამრეკლო ხის
ტაძარი მოხატული იყო წმინდანების ფრესკებით, წარწერა შესრულებული იყო ასომთავრულით.
შტატის მღვდელი ილარიონ ანთიმოზის ძე მგალობლიშვილი. (ყავდა მეუღლე ტერეზა სტეფანეს ასული და ოთხი შვილი)
დაიბადა 1876 წელს.
1890 წელს დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელის სრული კურსი.
1891 წელს სწვლობდა იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერში.
1895 წელს ქალაქ თბილისის წმინდა მიხაილის სახელობის საფერშლოში. მას ხელი დასხეს ჯვარცხმის ეკლესიის მღვდლად.
1910 წელს დააჯილდოვეს საგვერდულით.
1913 წელს დააჯილდოვეს სკუფიით.
მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.
წყარო: ჩოხატაურის ტაძრები და ღვთიმსახურები 1800-ანი წლებიდან. ავტორი ნათია კალანდაძე