სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ალექსაქნდრე ჩხეიძე დავითის ძე (1873-1941) რუსეთის გენერალი სოფ. ქუტირი ხონი ? ქუთაისის გუბერნია

1873-1941 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ჩხეიძე სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

ალექსაქნდრე ჩხეიძე დავითის ძე (1873-1941) რუსეთის გენერალი სოფ. ქუტირი ხონი ? ქუთაისის გუბერნია

ჩხეიძე ალექსაქნდრე დავითის ძე (5 ივნისი 1873-1941) ალექსანდრე დავითის ძე ჩხეიძე დაიბადა ქუთაისის გუბერნიაში 1873 წ. 5 ივლისს.


Алекса́ндр Дави́дович Чхеи́дзе (груз. ალექსანდრე დავითის ძე ჩხეიძე5 июля 18731941) — начальник Тифлисского военного училищабригадный генерал, офицер польской армии.

Родился 5 июля 1873 года в с. Кутники Кутаисской губернии, в старинном дворянском роду. Православный.

მიიღო საფუძვლიანი სამხედრო განათლება: 1892 წ. დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი. 1892-1893 წწ–ში სწავლობდა მოსკოვში, ალექსანდრეს სახელობის მესამე სამხედრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, პორუჩიკის ჩინით დაინიშნა რუსეთის იმპერიის სამეგრელოს მე-16 ქვეით პოლკში. რუსეთის არმიაში ალექსანდრე ჩხეიძეს იცნობდნენ, როგორც განთქმულ მსროლელს, იყო შეჯიბრებების მრავალგზის გამარჯვებული.


მისი სამხედრო კარიერა სწრაფად განვითარდა – 1894 წ. 13 აპრილს დაინიშნა პოლკის დაზვერვის უფროსად, 1897 წ. 5 მარტიდან გახდა პოლკის შეიარაღების უფროსი. 1904–1905 წლებში, როგორც რუსეთის საიმპერიო არმიის ოფიცერი, იბრძოდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1908-1909 წწ–ში შტაბის კაპიტნის ჩინი ჰქონდა და მასწავლებლად იყო მივლინებული თბილისის სამხედრო სასწავლებლის პროპორშიკთა სკოლაში.  



პირველ მსოფლიო ომში ალექსანდრე ჩხეიძე პოლკოვნიკის ჩინით მონაწილეობდა. 1915-1917 წწ–შიიბრძოდა თბილისის 15-ე ქვეით პოლკში ჩრდილო-დასავლეთ ფრონტზე. 1917 წ. რუსეთის რევოლუციის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო აღმშენებლობით საქმეში ჩაება. 1917 წ. ნოემბრიდან მსახურობდა ამიერკავკასიის ფედერაციის არმიის ქართულ კორპუსში. იყო ნაცვალთა (სერჟანტი) კურსების დამაარსებელი და მეთაური. 1918 წ. აგვისტოში დაინიშნა ქართული სამხედრო სკოლის უფროსის თანაშემწედ. 1919 წ. მაისში ისლამისტების აჯანყების გამო სკოლის ოფიცრები გაიწვიეს ახალციხის ფრონტზე. ალექსანდრე ჩხეიძე გახდა ბორჯომისა და შემდეგ ახალციხე-აწყურის ხაზის მეთაური.


1919 წ. აგვისტოში თბილისში იუნკერთა ორწლიანი სამხედრო სკოლა გაიხსნა. სკოლის უფროსმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, თანაშემწედ პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე მიიწვია. მას ებარა სკოლისთვის კადრების შერჩევა. სწორი ფილტრაციის შედეგად კურსანტები აშკარად გამოირჩეოდნენ სხვა დანაყოფებისგან. ალექსანდრე ჩხეიძე იგონებს: „ქალაქში ყველამ შეამჩნია რაღაც სამხედრო ნაწილი, რომელიც მეტად ირჩევა სხვა სამხედრო ნაწილებისაგან. ოფიცრებმა შეამჩნიეს ვიღაც მხედრები, რომლებიც სალამს ასე ბეჯითად, სწრაფად და სანიმუშოდ იძლევიან. ყოველი მათგანი, ამ მოვლენით გაკვირვებული, იძულებული იყო შეჩერებულიყო, თვალი გაედევნებინდა და გულში გაეფიქრა კი მაგრამ, ვინ არიან ესენი? … ჩვენ იუნკრებს მიაქციეს ყურადღება, აგრეთვე საფრანგეთისა და ინგლისის სამხედრო წარმომადგენლებმა. ყველა დაინტერესებული იყო, ყველა კითხულობდა: ვინ არიან? ვინ არიან? და იღებდნენ პასუხს: ესენი ქართული სამხედრო სკოლის იუნკრები გახლავან! ქართული ჯარის სილამაზე და სიამაყე! ლაშქრის მომავალი ფუძე და ქვაკუთხედი”.


1920 წ. გენერალ კვინიტაძის საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დანიშვნის შემდეგ, იუნკერთა სკოლას სათავეში პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე ჩაუდგა. 1920 წლის 2 მაისს, ღამით რუს ბოლშევიკთა შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა უიარაღო იუნკრებს და მათ იძულებით გადაბირებას შეეცადა. პოლკოვნიკი ჩხეიძე ოჯახით ამავე შენობაში ცხოვრობდა. ხმაურზე გარეთ გამოვარდა, სროლით გაიკვალა გზა იუნკერთა ოთახისკენ (გზაში მოკლა ორი თავდასხმელი), შეაღწია დატყვევებულ იუნკრებთან და მათი დახმარებით შეძლო მომხვდურთა გარეკვა. 

1920 წ. 16–19 მაისს ალექსანდრე ჩხეიძე დაინიშნა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრილ დანაყოფებთან საბრძოლველად შექმნილ „სადახლოს საარმიო ჯგუფის“ უფროსად. 1920 წ. აგვისტოში, მისი მეთაურობით, სამხედრო სკოლის დანაყოფებმა და გვარდიის ბატალიონმა ალყაში მოაქცია კომუნისტების აგიტაციის გამო აჯანყებული, ლაგოდეხში მდგარი მე-6 ათასეულის ცალკეული დანაყოფები და აიძულა იარაღის დაყრა, აგიტატორები დააპატიმრეს.

1921 წ. 11 თებერვალს კვინიტაძის ბრძანებით, სხვა სამხედრო ნაწილებთან ერთად, იუნკერთა სკოლამ 7 კილომეტრი საბრძოლო პოზიცია დაიკავა კოჯორ-ტაბახმელასთან. ქართველი იუნკრები 10 დღის განმავლობაში იგერიებდნენ ბოლშევიკთა შემოტევებს, რამდენიმეჯერ იერიშზეც გადავიდნენ და რუსები აიძულეს უკან დაეხიათ. კოჯრის დაკავების შემდეგ ბოლშევიკები წავკისისა და ტაბახმელის მიმართულებით დაეშვნენ. ტაბახმელის პოზიციებზე მყოფ ქართულ ნაწილებს ალყაში მოქცევის საფრთხე მოელოდა, ამიტომ გენერალმა ანდრონიკაშვილმა პოლკოვნიკ ჩხეიძეს ტაბახმელის დატოვება და ბრძოლით მამადავითისკენ დახევა უბრძანა. ჩხეიძემ იცოდა, რომ თავისი ძალებით კოჯრის გათავისუფლებას ვერ შეძლებდა, მაგრამ საჭირო იყო მტრის შეჩერება, სანამ მთავარსარდალი დამატებით ძალებს გამოგზავნიდა. ამიტომ გენერალ ანდრონიკაშვილთან შტაბში ჩავიდა და დაარწმუნა არსებული ძალებით კონტრშეტევის განხორციელების აუცილებლობაში. იუნკრები შეტევაზე გადავიდნენ და მტერი შეაჩერეს.

დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ბათუმში გამართულ საქართველოს დამფუძნებელი კრების უკანასკნელ სხდომაზე, დროებით შეაჩერა თავისი უფლებამოსილება და 1921 წ. 17 მარტს ბათუმი დატოვა. მასთან ერთად გაემგზავრა ბევრი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეც. მათ შორის იყვნენ, იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩხეიძე და 69 იუნკერი. პირველ ხანებში  სტამბოლში ცხოვრობდნენ, 1922 წლიდან კი მათი ძირითადი ნაწილი  პოლონეთმა შეიფარა.

1922- 1923 წწ-ში ალექსანდრე ჩხეიძე ასწავლიდა პოლკის მეთაურთა კურსებზე პოლონეთის სამხედრო სასწავლებელში, 1924-1926 წწ-ში იყო სამხედრო სკოლისა და პოლონეთის არმიის 16-ე ქვეითი დივიზიის ინსტრუქტორი. იუნკრებს ყურადღებას არც უცხოეთში აკლებდა, ბინას მათთან ახლოს იკავებდა და დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს ქართველი ოფიცრების აღზრდა-წვრთნას. 1927-1931 წწ-ში ალექსანდრე ჩხეიძე პოზნანის მე-14 ქვეითი დივიზიის მეთაურია. კონტრაქტის დასრულებამდე (31.08.1931) იმყოფებოდა მე–7 კორპუსის შტაბის განკარგულებაში. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ცხოვრობდა ქალაქ ლუბლინში.

1939 წ. რუსეთ-გერმანიის ხელშეკრულებით პოლონეთზე განხორციელებული ერთობლივი თავდასხმის დროს, პოლონეთის ეროვნული არმიის ბრიგადის გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე ქალაქ ლვოვის დაცვის ერთ–ერთ ხელმძღვანელთაგანია. საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის შუაზე გაყოფის შემდეგ, იგი გესტაპომ დააპატიმრა და საბჭოთა კავშირს გადასცა. 1940 წ. ივნისში ლვოვის ციხიდან გადაიყვანეს კიევის ციხეში და წაუყენეს შემდეგი ბრალდება: „საქართველოს არმიაში სამსახური, წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლა, ვარშავის ქართული კომიტეტის წევრობა და პოლონეთის არმიაში სამსახური“. ამავე წლის 16 დეკემბერს გადაიყვანეს მოსკოვში, ლუბიანკის ციხეში. სავარაუდოდ  დახვრიტეს 1941 წლის ზამთარში საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (ნკვდ-ს) სამეულის ბრძანებით.

ალექსანდრე ჩხეიძის ტყუპი ვაჟები გიორგი და დავითი პოლონეთის არმიის ოფიცრები იყვნენ. გიორგი მეორე მსოფლიო ომამდე უბედური შემთხვევით გარდაიცვალა, დავითი კი 1939 წ. საბჭოთა საოკუპაციო ჯარებისგან ქ. ლვოვის დაცვისას დაიღუპა. მისი მეუღლე, სოფიო კვინიტაძე  (გენერალ კვინიტაძის და), შუა აზიაში გადაასახლეს. საქართველოში დაავადებული დაბრუნდა და მოკლე ხანში გარდაიცვალა.

სამშობლო არ ივიწყებს ღვაწლმოსილი გენერლის დამსახურებას. 2013 წლის სექტემბერში, თბილისში, იუნკერთა სკოლის ყოფილ შენობის ფასადზე გახსნა ალექსანდრე ჩხეიძის მემორიალური დაფა. 

წყარო: 

1. ჩხეიძე, ალექსანდრეგენერალი ალექსანდრე ჩხეიძეჩემი მოგონებების დასასრული : [გენერალ ალ. ჩხეიძის მოგონებები დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო სკოლის შემადგენლობაზე (სია) და საქართველოს ანექსია 1921 წელს] / პუბლიკაცია მოამზადა გ. შარაძემ // მხედარი. - , 1991. - N1. - გვ.41-56. - N2. - გვ. 39-50. - N3. - გვ. 66-71

2. ქართველები უცხოეთში .1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ. 202-203. 

 3. http://www.legionerebi.org/samxedro/?p=68 

2. ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_ჩხეიძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 23.04.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.02.2023
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0