დავით ჩხეიძე (1890-1937) ჩხეიძე დაიბადა ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში.
დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, რევოლუციური მუშაობისათვის ბაქოში გადაასახლეს. 1915-1917 მასწავლებლობდა იქაურ გიმნაზიაში, 1917-1933 წლებში მუშაობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, 1933-1937 კი, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1933-1934 იყო ქუთაისის თეატრის დირექტორი. პირველი წიგნი - ნოველებისა და ლეგენდების კრებული "შემოდგომის ცრემლები"- 1918 წელს გამოქვეყნდა. დ. ჩხეიძის ძირითადი ნაწარმოები რომანი "გიონ დარანა"- 1929 წელს გამოვიდა. 1933 წელს გამოსცა პროზაული კრებული "ორბი". თავკაცობდა ქუთაისის ლიტერატურულ ცხოვრებას. დ. ჩხეიძეს ეკუთვნის პიესები: "ურაგანი", "ბეთქილი", "ბაილი", "ნაირმალი". რეპრესირებული, დახვრიტეს 1937 წელს.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ.174; ge.openlist.wiki
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაცია, ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე (1928-1932)
- საქართველოს მწერალთა კავშირი, ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე (1926-1928)
- საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე (1932-1937)
ბიბლიოგრაფია
- გიონ დარანა : რომანი, ნოველები, მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1970. - 311გვ.
- თადუმა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1969. - 15გვ.
- შემოდგომის ცრემლები : ნოველები და ლეგენდები (ავტორი). - ქუთაისი, გამომცემელი ტუტკუ გვარამია, 1918. - 80გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000867/