მონაზონი ბარბარე (ჩხეიძე)
დაიბადა 1976 წლის 7 მარტს ქ. ზუგდიდში. 1993 წელს დაამთავრა ზუგდიდის N7 საშუალო სკოლა.
მუშაობდა სხვადასხვა სამკერვალო საამქროში.
იყო ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის
მრევლი. მისი მოძღვარი იყო დეკანოზი მალხაზ ჭანტურია.
2015 წლის იანვრიდან სამონასტრო ცხოვრებას შეუდგა ოჭანეს წმ. ნინოს დედათა მონასტერში.
2017 წლის 11 ივლისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ მორჩილად აკურთხა,
ხოლო 2020 წლის 12 დეკემბერს აღკვეცა მონაზვნად და დაარქვა დიდმოწამე ბარბარეს სახელი.
ამჟამად ცხოვრობს და მსახურობს ამავე მონასტერში.