სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ოთარ ჩხეიძე 1920-2007წწ მწერალი, ფილოლოგი,  დაბ.სოფ. ყელქცეული, გორი, ქართლი

1920-2007 წწ. გარდ. 87 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ჩხეიძე სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

404       ბეჭდვა

ოთარ ჩხეიძე 1920-2007წწ მწერალი, ფილოლოგი, დაბ.სოფ. ყელქცეული, გორი, ქართლი

ოთარ ჩხეიძე (1920-2007) დაიბადა გორის რაიონუს სოფელ ყელქცეულში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით 1942 წელს.



ერთხანს მასწავლებლობდა სოფლად. 1948 წლიდან ლექციებს კითხულობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის, 1949 წლიდან- ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტებში. 1949-1971წწ. იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის, 1971-1980წწ. - უცხოური ენებისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1940 წელს ჟურნალ "ჩვენ თაობაში". მას შემდეგ თანმიმდევრულად იბეჭდება მისი მოთხრობების ციკლი "ჩემი სოფლის ეტიუდები", რომანის ციკლი "მატიანე ქართლისა", დრამატული ნაწარმოებები, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები. მოთხრობათა პირველი კრებული "ხელეური"-1947წ. წლების მანძილზე აქვეყნებდა ქართული სოფლის ამსახველ, ლირიზმით შეფერილ მცირეფორმიან თხზულებებს საერთო სათაურით -"ჩემი სოფლის ეტიუდებიდან". მისი თხზულებები თარგმნილია რუსულ ენაზე, ყოფილ სსრკ-ის სხვა ხალხთა, აგრეთვე ბულგარულ ენაზე.




ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, პასუხისმგებელი მდივანი (1950-1951)
  • გაზეთი "ლიტერატურული საქართველო" , სარედაქციო კოლეგიის წევრი
  • ჟურნალი "მნათობი", სარედაქციო კოლეგიის წევრი
  • ჟურნალი "ცისკარი", სარედაქციო კოლეგიის წევრი


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2006 - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • 2005 - ლიტერატურული პრემია "საბა", ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის



ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.03.2023
სულ რედაქტირებულია 3



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0