მღვდელი ბესარიონ დოლიძე 1804 წელს საბატონო ყმის ოჯახში დაიბადა. ეკუთნოდა სასულიერო წოდებას, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გურიის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. მონასტერში ისწავლა. 1826 წელს ჯუმათელმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (შერვაშიძე) დიაკვნად აკურთხა და ქვემო ამაღლების წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. XIX ს-ის 40-იან წლებში მღვდლად დაასხეს ხელი. ჰყავდა შვილები: იოანე (1831) და მღვდ. სიმონი. მღვდელი სიმონი 1831 წელს დაიბადა. მან სასულიერო განათლება მამასთან მიიღო. კინორეჟისორი სიკო დოლიძე მოგონებებში თავისი სოფლის შესახებ ასეთ ამბავს იხსენებს: „ზემო გურიაში, სოფ.
33-1 საპატრიარქოს უწყებანი N33 9-15 ნოემბერი 2017წ გვ.17
მღვდელი ბესარიონ დოლიძე 1872-1956 (გაგრძელება)
ამაღლებაში ცხოვრობდნენ მამაჩემის მშობლები სიმონ და ივლიტა დოლიძეები. სიმონი მღვდელი იყო. მას მრავალშვილიანი ოჯახი ჰყავდა. სოფ. ამაღლება ნიგოითის ქედის მარცხენა კალთებზეა შეფენილი და მეტად თვალწარმტაცია. სოფელს შუაზე პატარა მდინარე ყოფდა. ამ მდინარის სუფთა და ანკარა წყალმა სხვადასხვა ჯიშის თევზი იცის. ქვირითობის პერიოდში სოფლელები თევზაობას ერიდებოდნენ. ხალხის რწმენით ქვირითობისას თევზი სხეულიდან ადამიანისთვის მავნებელ შხამს გამოყოფდა. ბაბუა სიმონის დედ-მამა, ნიგოითსა და საჯავახოს შორის მდებარე სოფ. ჯაპანაში ცხოვრობდა. რიონის დაბლობი ნოყიერი მიწებით იყო განთქმული. ჰავაც შედარებით ჯანსაღი ყოფილა და ხალხიც მრავლად სახლობდა. გასული საუკუნის ორმოციან წლებში ჯაპანა-ქვიანასთან რიონმა ნაპირი მოარღვია, გზა გაიპირდაპირა, ახალი კალაპოტი გაიჩინა და შემდეგ მას არ დაბრუნებია. ამის გამო „ნარიონალი“ დაჭაობებულა და მცხოვრებლებს ციებ-ცხელება დარევია. ორმოცდაათიან წლებში ბაბუაჩემის ოჯახი სხვებთან ერთად ჯაპანიდან ამაღლებაში გადმოსახლებულა“.
1843 წლის 19 მარტს სიმონი ზემო ამაღლების წმ. გიორგის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1858 წლის 30 აპრილს გურიის ეპისკოპოსმა იოანემ (იოსელიანი) დიაკვნად აკურთხა და ჯიხეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1858 წლის 24 მაისს მღვდლად დაასხა ხელი და იმავე ტაძარში დაადგინა. 1871 წელს ზემო ამაღლების წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1874 წელს ოლქის სამღვდელოებამ საეპარქიო კრებაზე დამსწრე სასულიერო დეპუტატად აირჩია. 1880 წლის 20 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1901 წლის 15 მაისს შტატიდან გადადგა და წელიწადში 130 მან. პენსია დაენიშნა. ჰყავდა მეულლე ივლიტა იოანეს ასული ჯანელიძე (დაბ. 1846წ.) და შვილები: გიორგი (დაბ. 1866წ.), მღვდ. ბესარიონი (1872-1956წწ.), მარიამი (დაბ. 1879), მელქისედეკი (დაბ. 1880წ.), ანა (დაბ. 1888წ.). „მღვდელი სიმონი სოფლის მოძღვარი იყო, მაგრამ დილიდან საღამომდე ყანასა და ვენახში ტრიალებდა. ღარიბ გურულ გლეხს რა უნდა გაეღო წირვა-ლოცვისთვის იმდენი, რომ მღვდელს ოჯახი ერჩინა. მამა სიმონი მეზობლებისა და ხალხის მოყვარული და პატივისმცემელი იყო. მისი სახელი დღესაც ცოცხლობს სოფელში, თუმცა, ბევრს აღარც კი ახსოვს, ვინ იყო სიმონ ხუცესი. იმ ადგილას, სადაც მას წისქვილი ჰქონდა, სიმონ ხუცესის ნაწისქვილარს ეძახიან. წისქვილს ბებია ივლიტა უვლიდა. ღვთის მორწმუნე, ბუნებით კეთილ ბებიას ახლო და შორეული მეზობელი ყველა კმაყოფილი ჰყავდა. თუ საფქვავი ღარიბი მეზობლისა იყო, ბებია მინდს არასოდეს იღებდა“ -– ასე იხსენებს თავის ბებია-ბაბუას ცნობილი კინორეჟისორი მოგონებებში.
ბაბუისა და მამის საქმე გააგრძელა მღვდელი ბესარიონმა, რომელიც 1872 წლის 15 ივლისს დაიბადა. იგი თავდაპირველად ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1894 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1896 წლის 10 ოქტომბერს გოგოლეისუბნის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1899 წლის 1 სექტემბრიდან 1900 წლის 1 სექტემბრამდე კიწიის ორკლასიან სკოლაშია. 1900 წლის 1 სექტემბრიდან გონების-კარის სკოლაშია, სადაც იმავე წლის 2 ნოემბრამდე იმუშავა. 1901 წლის 21 მაისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ზემო ამაღლების წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1906 წლის 1 სექტემბრიდან ჩოხატაურის
სასოფლო სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის პედაგოგია. სიკო დოლიძის მოგონებებში ვკითხულობთ: „ჩოხატაურის საქალებო პირველ დაწყებით სკოლას სამი განყოფილება ჰქონდა. ჩვენ სკოლის შენობაში ვცხოვრობდით, ორი ოთახი გვეჭირა. სასწავლო კლასები ჩვენს ბინას ემიჯნებოდა. სკოლასთან არსებობდა ხელსაქმის, ჭრა-კერვისა და სახარაზო განყოფილება. მამა კეთილი, სათნო ადამიანი იყო და სოფელში ყველას უყვარდა. დედაჩემს ქუთაისის სამასწავლებლო, საქალებო კურსები
ჰქონდა დამთავრებული (იგულისხმება ქუთაისის ქალთა ეპარქიალური სასწავლებელი -– გ.მ.). ჩემი მშობლების მთავარი საზრუნავი სკოლისთვის ახალი შენობის აგება იყო, რათა სკოლას ორკლასიანი სასწავლებლის უფლება მიეღო. იმ დროს გურია-სამეგრელოს ეპარქიას ეპისკოპოსი ლეონიდე ხელმძღვანელობდა. მისი კანცელა-
33-2 საპატრიარქოს უწყებანი N33 9-15 ნოემბერი 2017წ გვ.18
მღვდელი ბესარიონ დოლიძე 1872-1956 (გაგრძელება)
რია ქ. ფოთში იყო. მამას სკოლის საქმეზე ხშირად უწევდა იქ ჩასვლა და ლეონიდემ აღუთქვა, რომ დაბალი საფეხურის სკოლას, მაღალ, ორკლასიანად გადავაკეთებ, თუ სკოლისთვის ახალ შენობას თემი ააგებსო. სკოლის ძველი შენობა თავად პეტრე ერისთავს ეკუთვნოდა. პეტრეს ქვრივმა ქმრის მოსახსენებლად სკოლის შენობა უსასყიდლოდ გადასცა თემს და ახლის მშენებლობისათვის ორი ათასი მანეთის ვექსილიც დაწერა. ნოვოროსიისკში მომუშავე გურულმა გლეხებმა ორი ათასი ფუთი ცემენტი საჩუქრად გამოგზავნეს. ჩოხატაურისა და ახლო-მახლო სოფლების მცხოვრებლები,
ვისაც ხარ-ურემი გააჩნდა, უფასოდ დაეხმარნენ სკოლის მესვეურთ. ამრიგად, ხალხის დახმარებით ცხრაასიანი წლების დასასრულს აიგო მეორე ორკლასიანი სკოლა. პირველი ორკლასიანი სკოლა –– ვაჟებისთვის დარჩა, ხოლო ახალი -–– ქალთა აღზრდის საქმეს მოხმარდა“, 1908 წლის 14 თებერვლიდან მღვდელი ბესარიონი გურია-სამეგრელოს ეპარქიის ოზურგეთის განყოფილების სასწავლო საბჭოს მუდმივი წევრია.
1908-1912 წლებში ერკეთის ოლქის სამლვდელოების მხრიდან ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის საქმეებზე იყო გაგზავნილი. 1910 წლის 28 თებერვლიდან შუა ამაღლების სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1915 წელს მღვდელი ბესარიონი ოჯახთან ერთად
აჭარაში, სოფ. ხულოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1919 წლამდე დაჰყო, სხვა ცნობით კი იგი იქ 1921 წლამდე მოღვაწეობდა. მამა ბესარიონისა და მარიამ დოლიძეების კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. 1916 წლისათვის ხულოს მხარეში 7 სკოლა იყო (ხულო, ღორჯომი, რიყეთი, თხილვანა,
სხალთა, ოდილაური და ზემო აგარა). მარიამ თოხაძე, აჭარის განათლების ისტორიის მკვლევარ გრ. ბაბილოძის ცნობით, მასწავლებლად მუშაობდა ხულოს ორკლასიან სასწავლებელში. იგი ხშირად დადიოდა სოფლებში, დაუახლოვდა ქალებს, ასწავლიდა ჭრა-კერვას, წერა-კითხვას და სხვ. 1916 წელს ქართულ პრესაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აჭარის განყოფილების წევრი აპოლონ წულაძე, რომელსაც აჭარაში მეფუტკრეობის მოწყობა ჰქონდა მინდობილი და ცნობილი იყო, როგორც ავტორი მეფუტკრეობის სახელმძღვანელო წიგნისა, სტატიაში „აქეთური-იქითური“ მღვდელ ბესარიონის მოღვაწეობაზე წერდა: „დიდი მადლობის ღირსია პატივცემული
მღვდელი მამა ბესარიონ დოლიძე, რომელიც ასე მხურვალედ ეკიდება აჭარელი ყმაწვილების აღზრდას... აკი შესჩვევიან კიდეც მაგალითად ქრისტიანების მღვდელს, მამა ბესარიონ დოლიძეს (თებერვლიდან არის აქ) ისე დამეგობრებიან, რომ მას ხოჯა-მოლაზე ნაკლებ პატივს არ სცემენ. რჩევადარიგებისათვის ყოველთვის მიმართავენ ხოლმე. წარმოიდგინეთ, ერთ ოჯახში აჭარელი ქალიც კი უპირჩადროდ ეჩვენა... მღვდელ დოლიძეზე წინად აქ ბერძენი იყო მღვდლად, მას ახლოსაც არავინ ეკარებოდა (გარდა ბერძნებისა), ის სულ იმ
ცდაში იყო, აჭარლებს ქართული წერა-კითხვა არ ესწავლათ და ქართველ ქრისტიანებს არ დაახლოვებოდნენ. როგორც ნამდვილ ფაქტს, ისე მოგახსენებთ, რომ ხულოს სკოლის ერთ მოწაფეს ქართული „დედა ენა“ თავზე გადაახია. მღვდელს ხელი მოუკიდია მეფუტკრეობის შესწავლისათვის.
მას, როგორც მეფუტკრეს, სოფელშიაც ეპატიჟებიან და მიჰყავთ ფუტკრის დასახედავად... როცა აჭარლებმა ნახეს, რომ მღვდელი მათ ღვიძლ
ქართულ ენაზე მოსაუბრე და მეურნე მუდამ საქმეშია გართული, ნდობის თვალით შეხედეს, ამის მეოხებით არის ის, რომ მღვდელი დოლიძე ახლად გამოცოცხლებულ ბანკის საქმის მწარმოებლად აურჩევიათ. ბარაქალა, რომ მან ასე მცირე ხანში შესძლო ხალხის გულის მოგება“. 1916 წლის დეკემბერში მღვდელმა ბესარიონმა საქართველოს ცალკეულ ქალაქებში ხუთი აჭარელი ყმაწვილი გააგზავნა ცოდნის მისაღებად. ამ საქმეში მღვდელ ბესარიონს დიდი დახმარება გაუწია გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), რომელიც წერდა: უნდა პირიდან ლუკმა გამოვიღოთ, პერანგები გავიხადოთ და აჭარა-ქობულეთი მოვფინოთ ქართული მწიგნობრობითო“. სავარაუდოდ, 1923/ 1924 წლებში მღვდ. ბესარიონმა ანაფორა გაიხადა და საერო სამსახურში გადავიდა. 1927 წლის 21 იანვარს შედგა სრულიად საქ. მუშათა, გლეხთა და წითელარმიელ დეპუტატთა საბჭოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მცირე პრეზიდიუმის სხდომა, სადაც რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო ოზურგეთის მაზრაში მცხოვრები 23 სასულიერო პირის თხოვნა საარჩევნო უფლებებში აღდგენასთან დაკავშირებით.
ამ სიაში იყო მღვდ. ბესარიონ დოლიძეც. მათი თხოვნა დაკმაყოფილდა. შთამომავლების გადმოცემით, ანაფორაგახდილი მოძღვარი ოჯახით მახინჯაურში დასახლებულა. ცოლ-ქმარი ერთხანს ქ. ბათუმში ქართულ გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ. კი ჩოხატაურში. მათ ცოტა ხნით თბილისში შვილთან –– სიკო დოლიძესთანაც მოუხდათ ცხოვრება. აქ მამა ბესარიონი დაავადებულა და 1936 წლიდან ისევ მახინჯაურში გადასულან საცხოვრებლად, სადაც 1952 წლამდე საოჯახო მეურნეობას ეწეოდა, კერძოდ –– მეფუტკრეობას და მეციტრუსეობას. მიუხედავად ეკლესიასთან განშორებისა, ისინი მთელი ცსოვრების მანძილზე იცავდნენ ქრისტიანულ წე
33-3 საპატრიარქოს უწყებანი N33 9-15 ნოემბერი 2017წ გვ.19
მღვდელი ბესარიონ დოლიძე 1872-1956 (დასასრული)
სებს, ხოლო ოთხშაბათ-პარასკევის მარხვებს ოჯახის ყველა წევრი ინახავდა. ყოფილი მოძღვარი 1956 წელს გარდაიცვალა. მღვდელი ბესარიონი დაჯილდოებული იყო: 1907 წლის 29 სექტემბერს --– საგვერდულით; 1911 წლის 19 თებერვალს სკუფიით; 1914 წლის 6 მაისს კამილავკით. მისი მეუღლე იყო მარიამ გრიგოლის ასული თოხაძე (დაბ. 28.1 1,1882- 1954წწ.). შვილები: სიმონი/სიკო (24.01.1903-17.07.1983წწ., ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი), ბორისი (დაბ. 18.06.1905წ.), შალვა (დაბ. 17.07.1907წ., ვლადისლავი (დაბ. 15.03. 1909წ.), ვენერა.