სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12231

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ლევან დოლიძე დაბ. 1939წწ.  სამხედრო მკვლევარი დაბ. ოზურგეთი გურია
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი დოლიძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

ლევან დოლიძე დაბ. 1939წწ. სამხედრო მკვლევარი დაბ. ოზურგეთი გურია

დაიბადა 30 ნოემბერი 1939. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1968 წელს.


საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიოს უფროსად; საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მრჩევლად; 1993 წლიდან არის ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი მეცნიერული რედაქციის სამხედრო სექციის თავმჯდომარე; აფხაზეთში კომფლიკტის დაწყებისთანავე დაინიშნა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პირად წარმომადგენლად ინფორმაციის დარგში; 1959 წლიდან მისი მასალები იბეჭდებოდა სსრკ ცენტრალურ, რესპუბლიკურ და უცხოეთის ქვეყნების ჟურნალ-გაზეთებში; რეპორტაჟები გადაიცემოდა ტელევიზიითა და რადიოთი; ერთ-ერთმა პირველმა გააშუქა მოვლენები აფხაზეთის ცხელი წერტილებიდან; ავტორია 5000-მეტი სტატიის, ბუკლეტების, წიგნების - "მხედართუფროსები საქართველოდან" (1986), "70 წელი სცენაზე" (1999), "გენერალისიმუსი, მარშლები, გენერლები, ადმირალები - ჩვენი თანამემამულენი" (2000); 2003 წელს გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი - "გენერლები საქართველოდან", რომელიც მოიცავს საქართველოს გენერალიტეტის 300 წლოვან პერიოდს და ასახავს 1000-ზე მეტ გენერლის ბიოგრაფიას; სამხედრო ჟურნალისტი და მკვლევარი.



წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.475

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

2000 - ღირსების ორდენი

1989 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი


1975 - საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემია

ბიბლიოგრაფია

გენერლები საქართველოდან : საქართველოს გენერალიტეტის სამსაუკუნოვანი მატიანე (ავტორი). - თბილისი, (ს/ს "ბ.ს. კომბ-ტი", 2003. - 752გვ.. - ISBN: 99928-0-545-5

გენერალისიმუსი, მარშლები, გენერლები, ადმირალები - ჩვენი თანამემამულენი (1700-2000) (ავტორი). - თბილისი, შპს "სეზანი", 2000. - 208გვ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.11.2020
ბოლო რედაქტირება 11.03.2023
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0