ქსენია დოლიძე ( 27 ნოემბერი 1909-1975) მსახიობი.
დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი.
1927 წელს დაამთავრა ოზურგეთის 9-წლიანი შრომის სკოლა. 1927-1951 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1933-1937 წლებში სასწავლებლად შევიდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ(1937) მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მსახიობად.
1951 წელს ქსენია დოლიძე სოხუმის (ქართული დასი) თეატრშია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ჟაკლინა (მოლიერის "ძალად ექიმი"), დესპინე, მაგდანა (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია", "ნაპერწკლიდან"), აიშე (ი. ვაკელის "შური"), მარინა (ა. პუშკინის "ბორის გოდუნოვი") ლირსა, ირინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", "კოლმეურნის ქორწინება"), ელპიტე, მარინე (მ. ბარათაშვილის "ჭრიჭინა"), აგაფია ტიხონოვნა (ნ. გოგოლის "ქორწინება"), მანანა ორბელიანი(მ. მრევლიშვილის "ბარათაშვილი"), გამზრდელი (ნ. ჰიქმეთის "ლეგენდა სიყვარულზე"), სალომე, ოთარაანთ ქვრივი (ი. ჭავჭავაძის "გალხის ნააობობი", "ოთარაანთ ქვრივი"), დარეჯან დედოფალი (ი. მოსაშვილის "დიადი მომავალი"), დედოფალი(ო. უაილდის "პადუის დედოფალი"), ემილია (უ. შექსპირის "ოტელო"), ლედი მილფორდი(შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ბებია (ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ბებია (ე. შვარცის "თოვლის დედოფალი"), ტუფია (დ. კლდიაშვილის "უბედურება"), ნილა (ს. როკის "ინჟინერი სერგეევი"), თეკლა ბატონიშვილი (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი") და სხვ.