ვალერიან დოლიძე ( 14 მაისი 1914-1993) მსახიობი,პედაგოგი.
დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული სტუდია 1935 წელს.
1931-1935წწ. იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1934-1939წწ. სოხუმის თეატრის მსახიობი; 1940-1959წწ. კვლავ რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; შესრულებული როლები: რომეო (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), ურიელი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ფერდინანდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ერეკლე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ჯემალი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), ლევანი (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), კრეონი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"); გადაღებული ფილმებში: არჩილი ("მეგობრობა", 1940), პოეტი ("დავით გურამიშვილი", 1946), ბეგლარი ("წუთისოფელი", 1971), ფანცხავა ("გაქცევა გათენებისას", 1975).