სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11125

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
სერგო წურწუმია 1962წ მწერალი, ჟურნალისტი, დაბ. წალენჯიხა
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი წურწუმია სია

წალენჯიხა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

332       ბეჭდვა

სერგო წურწუმია 1962წ მწერალი, ჟურნალისტი, დაბ. წალენჯიხა

სერგო წურწუმია (1962) დაიბადა ქალაქ წალენჯიხაში. დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1985 წელს.



სტუდენტობის წლებში დაიწყო ლექსებისა და საგაზეთო სტატიების ბეჭდვა საუნივერსიტეტო, რაიონულ და ავტონომიური რესპუბლიკის პრესაში. 1985 წლიდან მუშაობდა მაღალმთიანი სოფლის სკოლაში პედაგოგად; 1989 წელს დაიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა. მუშაობდა სოხუმის რაიონულ გაზეთში კორესპონდენტად, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ გაზეთ "ოქროს საწმისში", საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის განყოფილების გაზეთ "კოლხურ დიადემაში" და ჟურნალ "რიწაში" პასუხისმგებელ მდივნად; 1992 წლიდან იყო გაზეთ "ცხუმის" მთავარი რედაქტორი. საომარი მოქმედებების დროს სოხუმში, საფრონტო პირობებში უზრუნველყოფდა გაზეთის სტაბილურ გამოშვებას. აფხაზეთის კონფლიქტის გამო იძულებით გადაადგილების შემდეგ, 1993 წლიდან ცხოვრობს ქ. ქუთაისში. მუშაობდა ჟურნალ "ბაგრატის ტაძრის" პასუხისმგებელ მდივნად, გაზეთ "ჩემი ქუთაისის" მთავარი რედაქტორის მოადგილედ, შემდეგ რედაქტორად. 


ამჟამად მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია "აფხაზინტერკონტის" პრესსამსახურის ხელმძღვანელად. ამავდროულად არის ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ჟურნალ "ენიგმას" მთავარი რედაქტორის მოადგილე, მწერალთა ჟურნალ "განთიადის" სარედაქციო საბჭოს წევრი. 1996 წელს ქუთაისში გამოსცა პირველი წიგნი - ლექსების კრებული  "გარეგანი ფრინველი". ლექსებს, მოთხრობებს, ესეებსა და მხატვრულ თარგმანებს ბეჭდავს როგორც დედაქალაქის, ასევე სხვადასხვა რეგიონის ლიტერატურულ გამოცემებში. რუსულ ენაზე თარგმნილი მისი მოთხრობა შესულია სახალხო დიპლომატიის ეგიდით გამოსულ სამხრეთ კავკასიის მწერალთა ერთობლივ კრებულში "Ключи от сердец" (2003), ასევე ქართველ და აფხაზ მწერალთა ორენოვან კრებულში "ხიდი" (2007). მისი ლექსები შეტანილია აფხაზეთის ლიტერატურის და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის ეგიდით გამოცემულ კრებულში "აფხაზეთი ქართულ პოეზიაში" (2008), ასევე ქუთაისში გამოსულ სამეგრელოსადმი მიძღვნილ პოეტურ კრებულში "გურს გენია მონთებული" (2007). აფხაზეთის ახალგაზრდა მწერალთა კრებულში შესული ლექსებისათვის 1993 წელს მიღებული აქვს ჟურნალ "ცისკრისა" და მწერალთა გაერთიანება "გულანის" ერთობლივი ლიტერატურული პრემია.

წყარო: ბურუსი: burusi.wordpress.com

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0