სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
კობა წურწუმია ამირანის ძე 1984-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ლეწურწუმე ჩხოროწყუ სამეგრელო კობა წურწუმია ამირანის ძე 1984-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ლეწურწუმე ჩხოროწყუ სამეგრელო კობა წურწუმია ამირანის ძე 1984-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ლეწურწუმე ჩხოროწყუ სამეგრელო

1984-2008 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი წურწუმია სია

ჩხოროწყუ გამოჩენილი ადამიანები სრული სია

367       ბეჭდვა

კობა წურწუმია ამირანის ძე 1984-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ლეწურწუმე ჩხოროწყუ სამეგრელო

კობა წურწუმია ამირანის ძე  კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ. 1984 - 2008წწ


კობა წურწუმია 9 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან, დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანისას დაიჭრა სასიკვდილოდ. სამშობლოსთვის თავგანწირვით იბრძოდა პირველ ხაზზე. კობა რუსეთის მორიგი საავიაციო დაბომბვის დროს დაიღუპა.

 


ბესო წურწუმია, კობას ძმა: „იმ დღესაც ჩვეულებრივ გავიდა სახლიდან. ტელეფონზე თითქმის ყოველდღე ველაპარაკებოდით. ბოლოს 9 აგვისტოს გვითხრა, ნუ ინერვიულებთ ყველაფერი კარგად იქნებაო. ცხინვალში ყოფილა... 15 წუთში დამირეკეო და გამითიშა ტელეფონი. დავიწყე რეკვა, მაგრამ ზარი გადიოდა და ტელეფონს აღარავინ პასუხობდა... ომის დაწყების პირველივე წამიდან, ბრძოლის ქარცეცხლში წინა ხაზზე ტრიალებდა. უამრავი დაჭრილი გამოუყვანია ბრძოლის ველიდან. თვითონ კი ცხინვალის მისადგომებთან 9 აგვისტოს მძიმედ დაიჭრა. საჰაერო დაბომბვის დროს ანასხლეტი მოხვედრია.


14 აგვისტოს დაგვირეკეს და გვითხრეს, კობა წურწუმია გარდაცვლილია და წაიყვანეთო... 14 აგვისტოს გადავასვენეთ სოფელში, 21 აგვისტოს კი დავკრძალეთ. 24 წლის გარდაიცვალა...“

კობა წურწუმია 1984 წლის 23 აპრილს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლეწურწუმეში დაიბადა. მეოთხე შვილი ოყო ოჯახისთვის. მშვიდი და წყნარი იყო. 12 წლისას მამა გარდაეცვალა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩხოროწყუს რაიონის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში ჩააბარა. ტექნიკუმის დამთავრებისთანავე ჯარში გამოიძახეს. ორი წელი მსახურობდა ფოთში.


ბესო წურწუმია, ძმა: „ჯარიდან, რომ დაბრუნდა საბუთების შეგროვება დაიწყო და გვითხრა, კონტრაქტზე უნდა შევიდეო. ისეთი მონდომებული იყო, რომ წინააღმდეგობა აღარავის გაგვიწევია. კონტრაქტს 2007 წელს მოაწერა ხელი. წოდებით კაპრალი იყო. ვაზიანში მსახურობდა. IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში, ათეულის მეთაური იყო. ყუმბარმტყორცნელი... იმდენად მოსწონდა იქ ყოფნა, რომ ამბობდა ხოლმე, 4 წელს რომ მოვრჩები, კიდევ უნდა გავაგრძელო კონტრაქტიო. სექტემბერში ერაყში უნდა წასულიყო.

პირველი ხელფასით დისშვილებს საჩუქრები უყიდა. ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე ბიძა იყო.

ვიღაც გოგო ჰყვარებია, მაგრამ ამ თემაზე ოჯახში ნაკლებს საუბრობდა. სენაკელი გოგო იყო და რამდენჯერმე ჩაუკითხებია“.

ომამდე 20 დღით ადრე შვებულება ჰქონდა აღებული. სოფელში ჩააკითხა ოჯახს. ყველა ნათესავი მოინახულა და ისე წავიდა საბრძოლველად. უკან უკვდავი სახელით დაბრუნდა, კობა სამშობლოსთვის დაცემული ქართველი გმირია.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 14.08.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0