ალექსანდრე წურწუმია დაბადების ადგილი: სოფელი გოდასკური, სენაკის რაიონი.დაამთავრა სამხედრო-საზღვაო ფლოტის საავიაციო სკოლა 1931 წელს.მსახურობდა შავი ზღვის ფლოტის ავიაციაში მფრინავად, რგოლის, ესკადრილიის მეთაურად. დიდი სამამულო ომის წლებში (1941-45) თავი გამოიჩინა საჰაერო ბძოლებში; 1941 წლის ივლისში მან თავისი ესკადრილიით პირველმა დაბომბა მოწინააღმდეგის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები.
ალექსანდრე წურწუმია-(დაბ.1908წ.)-1941 წლის 10 ივლისიდან მფრინავ მაიორ წურწუმიას ბომბდამშენთა ესკადრილია შიშის ზარს სცემდა მოწინააღმდეგე ძალებს, წურწუმიამ წარმატებული საბრძოლო დავალებები შეასრულა, 6 თვის მანძილზე მისმა ესკადრილიამ დაბობმა რიგი სამხედრო ობიექტები, ბუქარესტში, პლოეშტიში და კონსტანცაში, გაანადგურა 6 პოლკი, ჩაძირა 7 გერმანული და რუმინული ხომალდი, 200 ტანკი, 1200 სამხედრო ავტოტექნიკა, ჩამოაგდო 14 თვითმფრინავი, დაბობმა 10 აეროდრომი, რა დროსაც მწყობრიდან გამოიყვანა უამრავი სამხედრო თვითმფრინავი.წურწუმია დაიღუპა 1941 წლის 29 დეკემბერს, ცენტრალური არქივის ინფორმაციით საკუთარ აეროპორტზე ავიაკატასტროფის შედეგად.
- 1944 - საბჭოთა კავშირის გმირი (სიკვდილის შემდეგ)
- 1941 - მაიორი
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
- წითელი ვარსკვლავის ორდენი
- წითელი დროშის ორდენი