ჯამბულ სერგოს ძე წურწუმია დაიბადა 1961 წლის 10 დეკემბერს გულრიფშის რაიონის სოფ. ვარჩეში.
მუშაობდა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.
აფხაზეთში ომის დაწყების დღიდან იგი სამშობლოს დამცველთა რიგებში დგება, მსახურობდა 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის ფიზიკური მომზადების უფროსად, მაიორის წოდებით. ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს ჯამბული დაიჭრა. 1993 წლის 18 სექტემბერს კი, აფხაზი სეპარატისტების მორიგი შემოტევისას, მდინარე კოდორთან გამართულ სასტიკ ბრძოლებში იგი გმირულად დაიღუპა.
სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ჯამბულ წურწუმიას სახელი მიენიჭა.