ალექსანდრე ქუთათელაძე (1898-1982) დაიბადა ქალაქ ქუთაისში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე 1916-1918წწ.; თბილისი უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე 1918 წლიდან.
1922-1924წწ. იყო ქართული დივიზიის პირველი პოლკის კლუბის გამგის მოადგილე; 1924-1926წწ. თბილისის მე–8 სკოლის, ხოლო 1928-1930წწ. მე–7 შრომის სკოლის პედაგოგი; 1930-1934წწ. ცენტრალური პარტიული სკოლის ლექტორი; 1936-1940წწ. ჟურნალ "მნათობის" რედაქციის, 1952 წლიდან კი საქართველოს მწერალთა კავშირის სექციის პროზის განყოფილების გამგე; ცალკე წიგნად არის გამოცემული მისი რომანები, ნოველები და ლექსები; მისი რომანი "პირისპირ", აგრეთვე ზოგიერთი მოთხრობა და ლექსი თარგმნილია რუსულ, ბელორუსულ, ჩეხურ, პოლონურ და ფრანგულ ენებზე. ავტორია ნაწარმოებებისა: "ხირსეს გველი"(პიესა), "შუაღამე გადავიდა"(პიესა), "მუზაეა", "გლოვა", "პარტიზანები", "გაიანე".
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.349; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/205168
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- ხალხთა მეგობრობის ორდენი
- შრომის წითელი დროშის ორდენი
- მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
ბიბლიოგრაფია
- პირისპირ (ავტორი) // წ. 3-4. - თბილისი, 1989. - 515გვ.
- ლექსები (ავტორი). - თბილისი, ცეკავშირის სტ., 1937. - 160გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001778/