გურამ ქუთათელაძე (1924-1979)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა მოსკოვის სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის ფერწერის ფაკულტეტი 1949 წელს.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში და აქ განაგრძო თავისი მოღვაწეობა. 1965 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი; 1974 წლიდან პროფესორი. მისი შემოქმედების მთავარი თემაა პეიზაჟი, მის სურათებს ახასიათებს ფერთა სიმდიდრე და მხატვრული ენის დახვეწილობა. ნამუშევრები: "გაზაფხული" და "ზაფხული" (1963), "ქართლის პეიზაჟი" (1968), "სოფელი დიღომი" (1975), სერია "ფიროსმანი" (1977-1978) და სხვ. მონაწილეობდა, როგორც საკავშირო, ისე საერთაშორისო გამოფენებში. ფერმწერი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 568, თბ., 1986
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მხატვართა კავშირი , მდივანი (1974-)
- სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1983 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1965 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი