ავთანდილ ქუთათელაძე (1947-2016)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ხის, ლითონისა და სხვა მასალის მხატვრული დამუშავების განყოფილება 1975 წელს.
სკოლის ასაკიდანვე ეზიარა ჭედურ ხელოვნებას; ძმებთან ერთად მუშაობდა XII საუკუნის ოქრომჭედლობის სტილში. ითვლება, რომ მათ ერთად აღადგინეს ძველი ოსტატების მივიწყებული ხელოვნება და დაუღალავი შრომისა და მხატვრული ნიჭის წყალობით მას ახალი სიცოცხლე შესძინეს; 1966 წლიდან ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის სახვითი ხელოვნების განყოფილების მიერ აყვანილი იქნა აღრიცხვაზე როგორც ხალხური ოსტატი; მისი ნამუშევრები (ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, მხატვრული იარაღები, ჭურჭელი) დაცულია თბილისის, მოსკოვის, ყაბარდო-ბალკარეთის, იტალიის, აშშ-ის კერძო კოლექციებში და მუზეუმებში; გარდა ოქრომჭედლობისა, მისი ნამუშევრებია: დეკორატიული პანოები (სასტუმრო "მოსკოვი"), მხატვრული ჭაღები (სასტუმრო "ვოსტოკი") ინტერიერის გაფორმება ჟელეზნოვოდსკის და ჩერკესსკის კულტურის სასახლეებში; შადრევნები ჩერკესკში.
წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში/ ნინო ზაალიშვილი რედაქტორი.-თბ., "ქართული ბიოგრაფიული ცენტრი", 2000.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1981-)
- სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1981-)