ლადო ქუთათელაძე (1902-1981)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ხონი.
დაამთავრა ქ. ფოთის გიმნაზია, თბილისის სამხატვრო აკადემია 1930 წელს(გრაფიკა).
1930–1981წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, 1967 წლიდან პროფესორი, 1946–1950წწ. გრაფიკის ფაკულტეტის დეკანი; მუშაობდა დაზგურ გრაფიკაში(ქსილოგრაფია, ლითოგრაფია, ოფორტი, ლინოგრავიურა, ექსლიბრისი); "სარმას" დამაარსებელთაგანი და წევრი; ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გაფორმების დარგში(100–ზე მეტი, მათ შორის "ვეფხისტყაოსანი" 1937); შექმნა ქართული მხატვრული შრიფტის 60–ზე მეტი სახეობა, მრავალი ექსლიბრისი; მოწაფეები: ე. ბურჯანაძე, დ. ნოდია, ლ. ზამბახიძე, გ. წერეთელი; მუსიკალური თემატიკა: "ქართული მუსიკის კლასიკოსები. რჩეული"(თბილისი 1960), ხელოვნების ოლიმპიადების, დეკადების ემბლემები, სახელოვნებო ღონისძიებათა მხატვრული პლაკატები, აფიშები, მოსაწვევი ბარათები; ქართველ მუსიკოსთა ექსლიბრისები; გრაფიკოსი.
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 494
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე