სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12293

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ყურაშვილი მამუკა ნოდარის ძე დ.1970 საქართველოს გენერალი წარმ. ცაგერი
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ყურაშვილი სია

ცაგერი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

106       ბეჭდვა

ყურაშვილი მამუკა ნოდარის ძე დ.1970 საქართველოს გენერალი წარმ. ცაგერი

ყურაშვილი მამუკა ნოდარის ძე (17 იანვარი. 1970), ბრიგადის გენერალი (2007). 




ყურაშვილთა გვარი

ყურაშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია. ქართველურ საკუთარ სახელებში გვხვდება კაცის მეტსახელი "ყურა". ამ ფუძიდან რამდენიმე ქართული გვარსახელია ნაწარმოები: ყურუა, ყურავა, ყურაული, ყურაშიძე, ყურაძე და ყურაშვილი. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ "ყურა" საკმაოდ გავრცელებული მეტსახელი ყოფილა საქართველოში.


სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ლეჩხუმელი ყურაშვილები და ყრუაშვილები საერთო წარმომავლობის ხალხია და ისინი ლეჩხუმში XVI საუკუნიდან მოსახლეობდნენ. საკმაოდ დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო ლეჩხუმელი ყურაშვილების გადასახლება სამგრელოში, სადაც მათი ნაწილი ყურუას გვარით აგრძელებდა ცხოვრებას. ბოლო ხანებში ყურუათა ნაწილი ისევ ყურაშვილად დაეწერა - საკუთარი გვარის ძველი ფორმა აღიდგინა.

ძველი დროიდან ჩანან ყურაშვილები ქვემო და შიდა ქართლში, აგრეთვე შიგნით კახეთში. ქვემო ქართლის ყურაშვილების ნაწილი გრიგორიანთა სარწმუნოებაზე გადასულა და ნასყიდიანცებად დაწერილა, ხოლო შიგნით კახეთიდან საინგილოში გადასახლებული ყურაშვილები გამაჰმადიანებულან და ამჟამად ყურბანოვებად იწერებიან. ისინი ზაქათალის რაიონის სოფელ ალიაბადში ცხოვრობენ.

სოციალური მდგომაროების მიხედვით ყურაშვილები ყოფილან: საბატონო, საეკლესიო, სახასო და ბოგანო გლეხები. ყურაშვილების გვარში იყვნენ სასულიერონიც და აზნაურებიც. ჩვენს ხელთ არსებული ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, ყურაშვილების გვარი XVIII საუკუნის I ნახევრიდან იხსენიება. ეს არის 1721 წლის "აღწერა მეწინავე დროშისა", სადაც ქვემო ქართლის სოფელ ქვემო ფოცხვერიანში წერია ერთი კომლი ბოგანო გლეხი ყურაშვილი, ხოლო სოფელ მუსიკალაში წერია ერთი კომლი საბატონო გლეხი გოგია ყურაშვილისა, "კომლი ა, თავი ბ", ანუ ამ ოჯხიდან ორი მეომარი გადიოდა ლაშქარში.

1736-37 წლების წყალობის სიგელში, რომლითაც ოდიშის მთავარმა ოტია დადიანმა ლეჩხუმელ თავად ხახუტა ასათიანს ყმა და მამული უბოძა, სოფელ ცხრუკურეთში მოწმეებად იხსენიებიან: "ჩიქოვანი გიორგი და მისი ძმა კაცია, ასათიანი მამუკა და მისი შვილი ბერი, ყურაშვილი მიქელ, ნემსაძე ბესი". ასეთ საზოგადოებაში ყურაშვილის გვარის მოხსენიება გვაფიქრებინებს, რომ XVIII საუკუნის I ნახევარში ლეჩხუმელი ყურაშვილი სოციალური კიბის გარკვეულ საფეხურზე იდგა. შესაძლებელია საბუთში მოხსენიებული მიქელ ყურაშვილი სასულიერო პირი იყო ან აზნაური ან ორივე ერთად.

1774 წლის "ჭალიდან მორიგეთა ნუსხაში" ღვინობის თვეში მორიგე ჯარში გამსვლელთა შორის იხსენიება გლეხი მახარე ყურაშვილი. ეს ის დრო იყო, როდესაც ქართლ-კახეთის სამეფო ცდილობდა შეექმნა მორიგე ჯარი, რომელსაც ხალხში "მუდმივ ლაშქარს" ეძახდნენ, როდესაც ყველა ქართველი წელიწადში ერთი თვით მორიგე ჯარში გადიოდა თავისი იარაღითა და საკვებით. იგივე გლეხი მახარე ყურაშვილი ქრისტეშობის თვეში მორიგედ გამსვლელად იხსენიება 1774 წლის შემდგომი რომელიღაც წლის "მორიგეთა ნუსხაში", სადაც მისი გვარის გასწვრივ მიწერილია სიტყვა "საბატონიშვილო". XVIII საუკუნის II ნახევარში საამილახვროს სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ყურაშვილი და მისი შთამომავალნი სახასო გლეხები ყოფილან.

სამეგრელოში ხობის ღვთისმშობლის მონასტრის ყმებად იხსენიებიან ხობის მხარეში მცხოვრები ყურაშვილების ნაწილი. XVIII-XIX საუკუნეებში ისინი საეკლესიო გლეხები ყოფილან.

1844 წლის მზითვის წიგნში, რომელიც თავადმა ისლამ დადეშქელიანმა თავის შვილობილს ტატიანა ჭიჭინაძის ასულს მოახლე გოგოს გატანების შესახებ მისცა, მოწმეებად იხსენიებიან დადეშქელიანის "ხელოსნები" (ანუ მოხელეები) დათიკა ყურაშვილი, გოგიელა ყურაშვილი და მამუკელა ყურაშვილი.

ამავე 1844 წლის ლეჩხუმის მაზრის პრივილეგირებული წოდების გვარეულობათა სიაში 112 სული ყურაშვილი წერია. უნდა ვივარუდოთ, რომ იმხანად ლეჩხუმში აზნაურ ყურაშვილთა ოცზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა.

1904 წლის ლეჩხუმის მოსახლეობის აღწერაში ყურაშვილები ჩანან შემდეგ სოფლებში: ნაკურალეშში, ღვირიშში, ოფიტარაში, ოყურეშში, უსახელოში და ლასხანაში. ამ აღწერის მიხედვით, მხოლოდ ლასხანაში მცხოვრები ყურაშვილების ერთადერთი ოჯახი ყოფილა აზნაური. აქედანაც ჩანს, როგორ ხელოვნურად მცირდებოდა ქართველ თავადაზნაურთა რიცხვი რუსული მმართველობის პერიოდში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ყურაშვილთა გვარის მეომრები გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი - ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ცალკე იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში და ცალკე ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარჯვენე სადროშოში. ამასთან, ლეჩხუმელ აზნაურებს იმერთა მეფეების დაცვაში სამსახური მოუდიოდათ.

საქართველოში ზოგ ადგილს სახელად შემორჩა ყურაშვილთა გვარის სახელი: "ყურაშვილები" - უბანი სოფელ გორდში (წყალტუბოს რაიონი), "ყურაშვილების ნადუქნარი" - საკარმიდამო ადგილი სოფელ ქვედა გორაში (ვანის რაიონი), "ეყურასქუე" - ყურაშვილებით გასახლებული უბანი სოფელ ჯოლევში (მარტვილის რაიონი), "საყურაშვილო" - უბანი სოფელ ფოცხოში (სენაკის რაიონი), "საყურასქუო" - უბანი სოფელ ძველ ხიბულაში (ხობის რაიონი) და სხვა.

ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ ყურაშვილთა გვარისანი: მღვდელი გრიგოლ ყურაშვილი, მღვდელი იაკობ ყურაშვილი, მღვდელი დავით ყურაშვილი, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, ქართველობისა და სარწმუნოებისთვის ახალმოწამე მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილი, მღვდელი იოანე ყურაშვილი, ბერდიაკონი ელიზბარ ყურაშვილი, მონაზონი ეკატერინე ყურაშვილი, მონაზონი შუშანიკ ყურაშვილი, პროფესორი ბორის ყურაშვილი, პროფესორი რამაზ ყურაშვილი, პროფესორი ფილიმონ ყურაშვილი, პროფესორი თენგიზ ყურაშვილი, პროფესორი მელენტი ყურაშვილი, მწერალი თამარ ყურაშვილი, პოეტი ავთანდილ ყურაშვილი, მუსიკათმცოდნე რუსუდან ყურაშვილი, მუსიკოსი თამაზ ყურაშვილი, რეჟისორი ბექა ყურაშვილი, მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი, მსახიობი გიორგი ყურაშვილი და სხვანი.

ამჟამად ყურაშვილები ცხოვრობენ ლეჩხუმში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, შიდა და ქვემო ქართლში და შიგნით კახეთში.

საქართველოში ყურაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო ოდენობა 5000 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ყურაშვილთა!



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.01.2020
ბოლო რედაქტირება 17.01.2023
სულ რედაქტირებულია 1




ყურაშვილი - გვარის 18 ღვთისმსახური

1 0

გუჯარ ყურაშვილი ამირანის ძე (დ. 1951) საქართველოს გენერალი სოფ.ხოვლე კასპი ქართლი

1 0


გიორგი ყურაშვილი გაბრიელის ძე (1900-1978) საბჭოთა გენერალი სოფ. ნაყურალეში ცაგერი

2 0


ნოდარ ყურაშვილი 1950-93წწ. გარდ. სოფ. ახალდაბა ოჩამჩირე დაბ. სოფ. ახალდაბა ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


მამა ანდრია (პაატა ყურაშვილი) 1966-1993წწ გარდ. 27 წლის, სოფ. კამანი სოხუმი დაბ. ბაღდადი იმერეთი

6 0


ბონდო ყურაშვილი 1951-1993წწ 15/01/93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. სენაკი სამეგრელო

2 0


გელა ყურაშვილი 1956-1993წწ 29/09/93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი.

2 0


იური ყურაშვილი 1959-1992წწ. გარდ. სოფ. მერკულა ოჩამჩირე დაბ. სოფ. არადუ ოჩამჩირე აფხაზეთი.

2 0


მერაბ ყურაშვილი 1963-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ამტყელი გულრიფში აფხაზეთი

2 0


აბესალომ ყურაშვილი 1973-1993წწ გარდ. 20 წლის მდინარე კოდორთნ დაბ. სოფ. ამტყელი გულრიფში აფხაზეთი.

2 0


რაჟდენ ყურაშვილი 1969-02/10/92წწ გარდ. გაგრა დაბ. დაბა ლესელიძე გაგრა აფხაზთი

2 0


ჯამბულ ყურაშვილი 1953-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე აფხაზეთი

3 0

ჯანსუღ ყურაშვილი 1953-93წწ. გარდ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე დაბ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


ჯიბილო ყურაშვილი 1930-1993წწ. გარდ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე დაბ. სოფ.ცაგერა ოჩამჩირე, აფხაზეთი.

2 0


დავითი ყურაშვილი მარლენის ძე 1961-1992წწ გარდ. სოხუმი, აფხაზეთი, შავნაბადა დაბ. თბილისი.

2 0

ყუურაშვილი სანდრო, თავისუფალი ჭიდაობა

2 0

2 1 1

ოთარ ყურაშვილი დ. 1955წ. საქართ. აბსოლიტური ფალავანი დაბ. სოფ. ხოვლე კასპი

2 0