სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
აბესალომ ყურაშვილი 1973-1993წწ გარდ. 20 წლის მდინარე კოდორთნ დაბ. სოფ. ამტყელი გულრიფში აფხაზეთი. აბესალომ ყურაშვილი 1973-1993წწ გარდ. 20 წლის მდინარე კოდორთნ დაბ. სოფ. ამტყელი გულრიფში აფხაზეთი.

1973-1993 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ყურაშვილი სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

აბესალომ ყურაშვილი 1973-1993წწ გარდ. 20 წლის მდინარე კოდორთნ დაბ. სოფ. ამტყელი გულრიფში აფხაზეთი.


აბესალომ ელვარდის ძე ყურაშვილი  დაიბადა 1973  წლის  15 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ ამტყელში.  დაამთავარა სოფელ წებელდის  საშუალო  სკოლა. 


             1992 წელს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების  დაწყებისას  სამხედრო-სავალდებულო  სამსახურს იხდიდა,მსახურობდა შინაგანი ჯარების  სოხუმის ცალკეულ ბატალიონში.



  აბესალომ ყურაშვილი დაიღუპა  1993 წლის სექტემბერში, მდინარე კოდორის მიმდებარედ.


            საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში  გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და  თავდადებისათვის  აბესალომ ყურაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „ მხედრული მამაცობისთვის“.


კოდორის ნაპირებზე, ნუგზარ ქებურია

                                                     

                   93-ის ადრიანი შემოდგომის თბილი და დაუჯერებლად წყნარი საღამო იყო. მოკრიალებულ ცაზე აუარებელი ვარსკვლავი ციმციმებდა. კოდორის ქვა-ღორღიან, იმ დროისათვის, ძალზე სახიფათო სანაპიროზე მხოლოდ შინაგანი ჯარის ოცეულის მზვერავი ბიჭების, რომელნიც სანაპირო ზოლს პატრულირებდნენ, სამხედრო ბათინკების მოგუდული ხმა მოისმოდა. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა  მებრძოლი, 18 წლის აბესალომ ყურაშვილი (ამტყელიდან), რატომღაც ხშირად ჩერდებოდა, მდინარის გაღმა ტერიტორიებს წარა-მარა ზვერავდა დურბინდით, დარწმუნდებოდა რომ ყველაფერი რიგზე იყო, ავტომატს მხარზე გაიდებდა და გზას სამანქანო ხიდიდან სარკინიგზო ხიდამდე განაგრძობდა.

        - ჩვენი ასეთი სიფრთხილე მოსაბეზრებელია ძმაო, - უთხრა ოცეულის მზვერავმა ბიჭმა მორიგ შემცვლელთან შეხვედრისას.                                                                                              - მერე რას დადიხარ აქეთ-იქეთ დევნილი ნადირივით გამწარებული?- ჩუმად და სიცილით უთხრა აგუძერის ჰოსპიტალიდან ახლად დაბრუნებულმა ახალგაზრდა ოფიცერმა, რევაზ უგულავამ.

 - აბა, რა ვქნა? ბუჩქებში ჩავიმალო? - უკმაყოფილო ხმით მიუგო  ბიჭმა.

    - წამოდით ზღაპრულ, სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილს განახებთ, იქ ჯირკოებზე დავსხდეთ.                                                                                  

     ბიჭები უსიტყვოდ გაჰყვნენ გამოცდილ ოფიცერს.

 - ვაა! მართლა მაგარი ადგილი გქონია ამორჩეული ძმაო. - გაოცებული, ბავშვური გულუბრყვილო ღიმილით

 უთხრა ბიჭმა ამტყელის ტბიდან, როცა სანაპიროდან განმარტოვებულ ვეებერთელა ბებერ მუხასთან ხის ჯირკოებზე ჩამოჯდნენ.

   - კი, მართლა მაგარი ადგილია ძმაო. ძალიან მიყვარს ამ ბებერ მუხასთან ჯირკოზე ჯდომა და მის ნახევრად გამხმარ ვეებერთელა ტოტების ჭრიალი.   რაც მთავარია აქედან ხელის გულივით არა, მაგრამ, მაინც კარგად მოსჩანს ის სახიფათო ადგილები, საიდანაც შესაძლოა აფხაზური მხარის ბოევიკებმა ნებისმიერ დროს მოგვიწყონ თავდასხმა...

          - თქვენ, ალბათ, კარგად იცნობთ ამ ადგილებს, არა? - შეეკითხა ყურაშვილი ლამაზი თვალების ბრიალით. 


რევაზ უგულავა. ოფიცერი. (ს/ნ 2061) საქართველოს შინაგანი ჯარი. სოხუმის ბატალიონი. დაბ. დრანდა, 1969 წლის 21 აპრილს.

ომის დაწყებამდე იყო დრანდის ჩაის ფაბრიკასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავე. ამავე დროს მუშაობდა დრანდის სახანძროში მაშველად.

ამჟამად ცხოვრობს თბილისში ოჯახთან ერთად.

        -კი, მე აქ დავიბადე და გავიზარდე... - თვალების ბრიალითვე უპასუხა უგულავამ. - თქვენ იცნობთ ამ ადგილებს? - კითხვა შეუბრუნა ოფიცერმა და, როგორღაც ალმაცერად გადახედა სამივეს, ასე ჩვიდმეტ-თვრამეტიოდე წლის პირტიტველა ბიჭებს.                                                          

         - როგორ არა? მეორე კვირაა რაც აქ ვართ. - სერიოზული გამომეტყველებით უპასუხა ბიჭმა, ამტყელის ტბიდან. - იქ აფხაზურ სოფლებში დაქირავებული ბოევიკების მცირე რაზმები დგას, ჩვენი ჯგუფი მზადაა მის გასანადგურებლად.

         უგულავას გაეღიმა.

         - რა გაცინებს? - ჩვენს მარჯვნივ, სამანქანო ხიდთან მეხუთე ბატალიონის კბილებამდე შეიარაღებული ჯგუფები დგას. მარცხნივ სარკინიგზო ხიდთან ვარჩელები და დემურ ბართიას ჯგუფები აკონტროლებენ მდინარის გაღმა და გამოღმა სოფლებს.

    - შენ რა გქვია? - შეეკითხა უგულავა და თვალებში ჩახედა მებრძოლ ბიჭს, ეგზომ ბავშვურ თვალებში.

  - აბესალომი ვარ, ყურაშვილი, ამტყელიდან. მიუგო ბიჭმა.

 -  შენ?- ახლა მეორეს მიუბრუნდა უგულავა.

  - ესენი ძმები არიან, გია და კახა მალაზონიები.- ისევ ყურაშვილმა დაასწრო ყველას. 

            - ჩვენ შინაგანი ჯარის სოხუმის ბატალიონის წვევამდელები ვართ...   


მაიორი ელგუჯა ქობალავა. ბატ. შტაბის უფროსი. (ს/ნ 2061) საქართველოს შინაგანი ჯარი. სოხუმის ბატალიონი.                                              

ამ დროს ბატალიონის შტაბის უფროსი ელგუჯა ქობალავა და რამდენიმე ოფიცერი მოვიდა და ბიჭი გაჩუმდა.

შტაბის უფროსმა ფეხის კვრით გადასწია თავისუფალი ჯირკო, ავტომატი ხეზე მირჭობილ ლურსმანზე ჩამოკიდა, ქუდი ქვაზე დააგდო, ის ჯირკოსთან წაიკუზა და ფრთხილად დაჯდა. ერთ წუთს თავისი უფერული დიდრონი თვალებით, უხმოდ შეათვალიერა ორი დღის წინ ფეხზე და მუცელზე მსუბუქად დაჭრილი დრანდელი ოფიცერი რევაზ უგულავა, მის მზერაში არაფერი იყო, გარდა დაღლილობისა, მის ნაცრისფერ სახეს შეწუხებული კაცის იერი  გადაჰკრავდა. თვალები უძილობისგან ჩალურჯებოდა და შეშუპებოდა. ეს იყო შინაგანი ჯარის სოხუმის ბატალიონის შტაბის უფროსი მაიორი ელგუჯა ქობალავა. უფრო ახალგაზრდა ოფიცერი ამავე ბატალიონის ასმეთაური ოლეგი გაბიძაშვილი იყო, (შრომაში 25 ივლისს გმირულად დაღუპული ასმეთაურის მურთაზ გაბიძაშვილის უფროსი ძმა.)

          - როგორ არის საქმე? - ხმადაბლა შეეკითხა უგულავა შტაბის უფროსს.

 - ჩვენი მზვერავების ცნობით ცუდად! ძალიან ცუდად ძმაო!



 - უხალისოდ უპასუხა მაიორმა და გაბიძაშვილს გადახედა, - სად არიან დანარჩენები?

 - არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ოლეგმა. - აქ იქნებიან სადმე. - და ამ დროს დრანდელი დათო ბზიკაძე და ყორასელი ვახო ყალიჩავა  გამოჩნდნენ. ცოტა ხანში მეტყვიამფრქვევე ლესტანბერ მიმინოშვილი და თბილისელ მებრძოლთა ჯგუფის მეთაური  მაიორი ვეფხია ჯანაშვილი გამოჩნდა. კახელები ოთხი ძმა ირემაშვილები  აკლდათ მხოლოდ, მაგრამ ისინიც იქვე ახლოს, სარკინიგზო ხიდის ქვეშ, თავთხელ წყალში თევზაობდნენ, ბატალიონის მებრძოლები მათ ძნელად დასამახსოვრებელი მეტსახელებით იცნობდნენ მხოლოდ...


ბესო ბუცხრიკიძე. ოფიცერი. (ს/ნ 2061) საქართველოს შინაგანი ჯარი. სოხუმის ბატალიონი

                - ბესო ბუცხრიკიძე როგორ დაიჭრა? - შეეკითხა თბილისელთა ჯგუფის მეთაური მაიორი ჯანაშვილი ჰოსპიტალიდან ახლად დაბრუნებულ ბიჭს.

     ...რევაზ უგულავა, ბესიკ ბუცხრიკიძე და მამია ცაავა ცხოვრობდნენ დრანდაში ჩაისფაბრიკის ბინებში. ზოგჯერ პოზიციიდან სახლში მიდიოდნენ მშობლების სანახავად  და საჭმლის მარაგის შესავსებად. პოზიციაზე რომ ბრუნდებოდნენ, კოდორის ხიდის მისვლამდე, ვარჩის გაჩერებასთან მოულოდნელად ზღვიდან თუ ათარას აფხაზური სოფლებიდან სამი ჰაუბიცის ჭურვი ჩამოვარდა. ერთი წინ მიმავალი მებრძოლი ბიჭის, ბესიკ ბუცხრიკიძის ახლოს, სულ რამდენიმე მეტრში დაეცა.

    დაბომბვა რომ არ განმეორდა, რევაზმა დაჭრილი მეგობარი ზურგზე გაჭირვებით გადაიწვინა და უკან, დრანდის მიმართულებით გაემართა წელზე მოღუნული. მამია ცაავა კოდორის სარკინიგზო ხიდთან ელოდებოდა მეგობრებს, საბედნიეროდ მათი მეგობარი ბიჭი გამოჩნდა დრანდელი, ციხის ზემოთ ცხოვრობდა, ოფიცერი იყო. ვარჩის გაჩერებასთან მიტოვებული კამაზი რომ ნახა უგულავას გასძახა:                                                                               

    - რევაზ, ძმაო! ბოჩია კვიტატიანის კამაზს ჰგავს, მიდი, კაბინაში ჩააწვინე, გულრიფშის საავადმყოფოში წავიყვანოთ!..                                                                                                      

               მაგრამ ზაზა დავითაიამ, სამწუხაროდ მიტოვებული კამაზი ვერ დაქოქა და მცირე წვალების შემდეგ მანქანა დატოვეს.

 ცოტა ხანში დაბომბვა განმეორდა, თან უფრო ძლიერი და ხანგრძლივი.  დაფეთებული ხალხი მიმოიფანტა... რევაზმა ზაზა დავითაიას დახმარებით ნუგზარ გოგინავას სახლთან, ვიღაცის თეთრი ფერის 06-მარკის ახალთ-ახალ ჟიგულამდე მიათრიეს დაჭრილი ბიჭი. ამ დროს მათკენ სირბილით მომავალი სამხედრო ფორმიანი კაცი შენიშნეს. როგორც კი მოახლოვდა მებრძოლი ბიჭი უგულავამ იმწამსვე იცნო მაიორი მერაბ გაბუნია. მეორე ცალკეული სარეზერვო სატანკო ბატალიონის შეიარაღების ყოფილი უფროსი. რევაზი მაშინ ამავე ბატალიონში მსახურობდა, დაზვერვის უფროსის მოადგილედ.

   მაიორმა ავტომატის კონდახით ჩაამსხვრია ჟიგულის მინები, სწრაფად აამუშავა მანქანა და აგუძერის ჰოსპიტალის მიმართულებით გააქანა. მამაკაცებს სიჩქარეში არც კი შეუნიშნავთ, დაბომბვის დროს დაჭრილი ექთანი გოგონა ელვის უსწრაფესად, როგორ ჩახტა მანქანაში. რევაზის თქმით, ექთანი გოგონა თავისი ლამაზი სამედიცინო ჩანთით, ოცი-ოცდაორი წლისა თუ იქნებოდაო, მეტის არა. გოგონაც დაჭრილი ჩანდა, მაგრამ  თავის ჭრილობაზე ყურადღებაც არ მიუქცევია და მძიმედ დაჭრილ ბესო ბუცხრიკიძეს უმუშავებდაო ჭრილობას. თვითონ უგულავა ფეხზე იყო დაჭრილი და მუცელში მსუბუქად... მაგრამ ამ უცნობი ექთანი გოგონას გმირობა დღემდე ახსოვს... ( ამ პოსტის გამოქვეყნებისთანავე  ბატონმა რომან ზარანდიამ დამირეკა, ნუგზა, ეს მამაცი გოგონა ჩვენი მე-5-ე ბატალიონის ექთანი, მანანა ჯალაღონიაა... მაშინ იქ იდგა, კოდორის ხიდთან, ჩვენს გვერდით... ამჟამად აქ, თბილისში ცხოვრობს.)



  - მდაა!.. - მძიმედ ამოიხვნეშა მაიორმა ვეფხია ჯანაშვილმა და ბატალიონის შტაბის უფროსს გადახედა. - ბიჭებო იცით რაზე მოვედი? - ხმადაბლა თქვა მან.

 - საიდან უნდა ვიცოდეთ? - ჯანაშვილის კითხვას კითხითვე უპასუხა შტაბის უფროსმა.

      - ახალდაბაში სად დგას ჩვენი ჯგუფი რომელმა იცით? - ისევ ჩუმად შეეკითხა ჯანაშვილი.

       - ახალდაბის მისვლამდე, ათარა-აფხაზურის მხარეს. - ჩუმადვე უპასუხა ასმეთაურმა ოლეგ გაბიძაშვილმა.

      - იქ მისასვლელი ადგილები აქ ვინმემ იცის?- ისევ შეეკითხა მაიორი ჯანაშვილი ახალგაზრდა ასმეთაურს.

            - ხიდიდან ხიდამდე ეს მდინარე გაუვალია, მაგრამ სარკინიგზო ხიდს ქვევით თავთხელი წყალი ვიცი, სადაც გადასვლა შეიძლება და რამდენიმე უხიფათო ბილიკიც ვიცი. - მიუგო ყველაზე პატარა წვევამდელმა ამტყელიდან აბესალომ ყურაშვილმა. 

      - ესე იგი, გზა კარგად იცი?- ისევ ჰკითხა მაიორმა ვეფხია ჯანაშვილმა.                                                                                                                    - რა ხდება?- გაკვირვებით შეეკითხა რევაზ უგულავა.

  - ახალდაბაში დაბანაკებულ ჩემი ჯგუფის ბიჭებს ტყვია-წამალი შემოლევიათ, დახმარებას ითხოვენ...

 - მერე რა მოხდა? - გაკვირვებით შეხედა შტაბის უფროსმა მაიორ ჯანაშვილს, ლომივით ვაჟკაცი საავდროდ გამზადებული ღრუბელივით მოღუშული წარბებიდან ცეცხლოვანი თვალებით გამოიყურებოდა.

 - მე თქვენი უფროსი არა ვარ, ჩვენი ბატალიონი უვარგისი გარმონივით მცირე ჯგუფებად დაშალეს, ზოგი სად იბრძვის და ზოგი სად... მე რა მაქვს და იმათ რა გავუგზავნო არ ვიცი. მე მხოლოდ ის ვიცი, რაც ჩემმა მოადგილემ მითხრა. ახალდაბაში განლაგებული ჩვენი ჯგუფი თითქმის უტყვიაწამლოდ არიან დარჩენილიო.

         შტაბის უფროსი ელგუჯა ქობალავა დინჯად წამოდგა, ერთხელ კიდევ შეხედა თბილისელ მაიორ ჯანაშვილს და მის გვერდით მჯდარ თბილისელ მებრძოლს ვალერა ესკინს.


ვიცე-პოლკოვნიკი შოთა კვარაცხელია. შინაგანი ჯარის სოხუმის ბატალიონის მეთაური. (ს/ნ 2061) საქართველოს შინაგანი ჯარი. სოხუმის ბატალიონი.

დევნილობაში მყოფი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა საზღვარგარეთ და იქვეა დასაფლავებული.

         - კარგი, აბა!.. ცოტა მაცალეთ!.. ბატონ შოთას დავუკავშირდები კვარაცხელიას, ჩვენი ბატალიონის მეთაურია... - მძიმედ ამოიოხრა და ბუჩქების გაყოლებით აუჩქარებლად გაემართა. სარკინიგზო ხიდის მისვლამდე კიდევ ერთხელ მოხედა, თითქმის განიარაღებულ, უტყვიაწამლოდ დარჩენილ მებრძოლებს და სწრაფად წავიდა, მისი ვაჟკაცური ნაბიჯების ხმა სარკინიგზო ხიდთან მიწყდა...

              ცოტა ხანში სოხუმელი შინაგანი ჯარის მებრძოლი გურამ ვაშაკიძე მოვიდა და უხმოდ უსიტყვოდ ერთი კოლოფი აკმ-ის ვაზნები და რამდენიმე ცალი აკს-ის ცეცხლგამჩენი ტყვიები მაიორ ვეფხია ჯანაშვილის წინ ხის გადანაჭერზე დადო. შემდეგ რამდენიმე დრანდელი მებრძოლი მოვიდა და მათაც მამუკა შეროზიამ და ვახტანგ ჯორჯიკიამ თითო კოლოფი, ხოლო მალხაზ ბრატიევმა და რაჯი ჭკადუამ ცალობით დაყარეს ავტომატის ვაზნები. ჩანბელმა კახა მალაზონიამ და მისმა უმცროსმა ძმამ რამდენიმე ხელყუმბარა და ცოტა ტყვიაწამალიც დაყარეს თბილისელი ძმების ესკინების წინ.



 ესტონკელმა ბიჭებმა რაულ ბეღელაძემ და გულადი ნავერიანმა, მერხეულელმა მებრძოლებმა ლესტანბერ მიმინოშვილამა და ძმებმა სერგო და ვალერა კარაიანებმა. ( წარმოშობით მოლდოველები იყვნენ.) ცოტ-ცოტა ყველამ  რაღაც - რაღაც მოაგროვეს. ოჩამჩირელმა ხვიჩა კვიტიამ და ზემო-ფშაფელმა კახა გოგოლმა კოდორის საავტომობილო ხიდთან დაბანაკებული მე-5-ე ბატალიონის მებრძოლებისგან რამდენიმე ხელყუმბარა და ტყვია წამალიც მოიტანა...

        დილით ახალდაბაში გასაგზავნი ტყიაწამალიც და მისი გამცილებელი რაზმიც მზად იყო. ისინი კოდორის სარკინიგზო ხიდთან ბაბუშარის ასმეთაურს კაპიტან როლანდ ბეჭვაიას შვიდკაციან ჯგუფს შეხვდნენ, რომელთაც სამი ყუთი ტყვია წამალი მიჰქონდათ ახალდაბაში განლაგებული თავიანთი ჯგუფის მებრძოლებისათვის. მაიორ ჯანაშვილმაც გვარიანად მოაგროვა ტყვიაწამალი თავისი მეომრებისთვის. მასთან ერთად იყვნენ თბილისელი ვალერა ესკინი და აბესალომ ყურაშვილი ამტყელიდან.

              - ფრთხილად იყავით ბიჭებო, ძალიან გთხოვთ, ნათქვამია, ტყეს ასი ყური და თვალები აქვსო, მტრები და მოღალატეებიც საკმაოზე მეტი გვყავს და ამიტომ გეუბნებით, ფრთხილად იყავით ბიჭებო, ძალიან ფრთხილად...- კიდევ ერთხელ დაარიგა (თავისი ბატალიონის რაზმები კი არა, ორი კაკალი თოფიანი ბიჭი) მაიორმა ვეფხია ჯანაშვილმა და ხელის მოძრაობით ანიშნა, ბაბუშარის ასმეთაურის როლანდ ბეჭვაიას მებრძოლებს არ მოშორდეთ გვერდიდანო.

             - ვეცდებით ბატონო მეთაურო, ვეცდებით...- ბავშვური გულუბრყვილობით გაიღიმა ყურაშვილმა და მებრძოლებს ღიმილითვე მიჰყვა უკან.

             შებინდებისას ახალდაბის პოზიციამდე მიაღწიეს და ტყვია-წამალი ადგილობრივ მებრძოლებს გადასცეს. როლანდ ბეჭვაიას ჯგუის მეომრები ახალდაბაში დარჩნენ, ხოლო მაიორ ჯანაშვილის სამკაციანი ჯგუფი უკან, მეორე დღეს დილით, კარგად გათენებულზე  წამოვიდნენ მხოლოდ.

    ახალდაბის საზღვრამდე ადგილობრივმა მებრძოლებმა მოაცილეს ტყვიაწამლის მიმწოდებელი რაზმი... სწრაფად გამოეთხოვნენ ერთმანეთს და სწრაფადვე გაბრუნდნენ უკან.

         - ყველაფერი კარგად იქნება ბიჭებო, მაგრად იყავით! - მიაძახა მაიორმა ვეფხია ჯანაშვიმა.

        - ნახვამდის!..

        - ნახვამდის! - ახალდაბელებმა ხელი დაუქნიეს უკვე კარგა მანძილზე ტყეში შესულ მეთაურს, ყველაზე პატარა მებრძოლს, ყურაშვილს განსაკუთრებით დაუქნიეს ხელი, ფართოდ გახელილ ლამაზი თვალებით რომ შესცქეროდა მათ...

                ბიჭები მიდიოდნენ ჩუმად და ფრთხილად, ისე, როგორც  ჯანაშვილმა დაარიგა, ერთიმეორის მიყოლებით დისტანციის სრული დაცვით, წინ თბილისელი მაიორის უშველებელი ფიგურა, ყინულმჭრელი გემივით მიარღვევდა ეკალბარდებიან ბუჩქნარებს. მას ფეხდაფეხ ამტყელის ზრაპრული ტბის პატარა ბინადარი აბესალომ ყურაშვილი მისდევდა და უკან კიდევ ერთი თბილისელი მებრძოლი უცნაური გვარით, მერაბ ესკინი მოჰყვებოდათ. როგორც კი ტყეში რამე გაიფაჩუნებდა, ან რომელიმე ხის გამოშვერილ ფესვებს წამოედებოდა და სიმწრისგან შეიგინებდა, ყურაშვილი გამოცდილი მებრძოლივით გადახედავდა ალმაცერად და ტუჩებთან პატარა თითის მიტანით აფრთხილებდა გამოცდილ ოფიცრებს: - ჩუმად და ფრთხილად ბიჭებო, ასი თვალი და ასი ყური გამოისხითო გვითხრა მეთაურმა, თორემ ხის ფესვებთან ყოველ წაბორძიკებაზე გინების კორიანტელი დააყენეთო არავის უთქვამს...

              ამის თქმა და მაიორ ჯანაშვილის შეყვერება ერთი იყო:

               - ბიჭებო!.. მტერი!.. დაწექით!.. - მთელი ხმით იღრიალა მან და მხრიდან ელვისუსწრაფესად ჩამოიღო ავტომატი. ბიჭებს გახედა, გამოცდილი ესკინი იწვა იარაღ მომარჯვებული...  პატარა მებრძოლი უხმოდ იდგა და  სამხედრო გიმნასტურის მარცხენა სახელოს ისე გამწარებით ექაჩებოდა ქვემოთ, თითქოს იქ რაღაცის შემალვას ცდილობსო...

             აფხაზური მხარის ორი ბოევიკი და ერთი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწკიპული შუახნის კაცი სირბილით გაემართნენ ქართველი ბიჭის ალყაში მოსაქცევად, ყურაშვილი გაჩერდა და მერაბ ესკინს ჩუმად გადასძახა, არ ისროლოთო... თვითონ ავტომატიანი ხელი მაღლა ასწია, უხმოდ იდგა და ელოდა, სანამ აფხაზური მხარის ბოევიკები ახლოს არ მივიდნენ და ოთხ-ხუთ ნაბიჯზე არ შეჩერდნენ.

         - იარაღი დააგდე, წიე! - მეგრულად უბრძანა აფხაზური მხარის ერთმა მებრძოლმა.

        - ნწუ!- მეგრულადვე მიუგო ამტყელის ტბის ტალღებში დაბადებულმა და გაზრდილმა აბესალომ ყურაშვილამა.

         ბოევიკებმა ერთმანეთს გადახედეს გაკვირვებით.

        - იარაღი დააგდე, წიე! თორემ მოვიდა ტყვია! - ისევ გაუმეორა აფხაზური მხარის მებრძოლმა.

         - სად? - უპასუხა ყურაშვილმა.

         - როგორ თუ, სად!?- ბოროტი მზერით გახედა ბოევიკმა. - მიწაზე დააგდე წიე, თორემ!.. - ხორხისმიერი ხმით იღრიალა მან და ავტომატი დაუმიზნა ქართველ მეომარს.

            ყურაშვილმა ნელ-ნელა დასწია ავტომატი და მიწაზე დააგდო.

          - ა, კიდევ ერთი მჭიდი!.. - და წინასწარ გახსნილი ხელყუმბარა მარცხენა ხელით წინ დაუგდო, აფხაზური მხარის ბოევიკებს, თვითონ კი ისე სწრაფად ისკუპა ბუჩქნარებში, ამტყელის ტბას სარტყელივით შემორტყმულ  ტროპიკულ ტყეში მობინადრე ფოცხვერივით, რომ მაიორმა ვეფხია ჯანაშვილმა, რომელსაც მიზანში ჰყავდა მტრის სამივე ბოევიკი აყვანილი, გაოცების გამოხატვაც ვერ მოასწრო.   

             აფეთქების ტალღამ შეარყია  კოდორის მთელი სანაპირო. მაგრამ, სამწუხაროდ ამით არ დამთავრებულა ყველაფერი... აფეთქებას სროლები მოჰყვა...

     არადა კოდორის მდინარემდე თითქმის მოაღწიეს, ასიოდე  ნაბიჯიღა იყო დარჩენილი, როცა სარკინიგზო და სამანქანო ხიდების მიმართულებით ტყვიების სეტყვა წამოვიდა... მე-5-ე ბატალიონის მეომრებმა სროლითვე უპასუხეს...

              მდინარეზე გადასვლა მერაბ ესკინმა შეძლო მხოლოდ... წვევამდელი აბესალომ ყურაშვილი და მაიორი ვეფხია ჯანაშვილი ჯერ კიდევ განაგრძობდნენ მდინარის ამღვრეულ ტალღებთან ბრძოლას...

       მდინარის მარჯვენა მხარეს ნაპირ-ნაპირ რომ განლაგდნენ შინაგანი ჯარის მებრძოლები და ვარჩელების რამდენიმე ჯგუფიც, რომ გამოჩნდა    მაიორი ჯანაშვილი დაბრუნდა ყურაშვილთან, რომელიც მდინარის თავთხელ წყალთან ვეებერთელა ქვას მიკვროდა. მაიორი პატარა მებრძოლს მიუახლოვდა, ხელის წაშველიებაც კი, სცადა, მაგრამ ვერ მისწვდა. დინება ჩქარი იყო და საკმაოდ ღრმაც ჩანდა. ამიტომ ჯანაშვილმა ურჩია:

     - ქვას მაგრად ჩაეჭიდე. მე ახლავე მოვალ... - და ტყისკენ სირბილით გაიქცა. - სანამ მე უკან არ მოვბრუნდები, მანამ გაუნძრევლად მიეხუტე ქვას. ვინ იცის, რა შეიძლება მოხდეს, ხომ იცი ტყვიას, მითუმეტეს უმისამართო ბრმა ტყვიას, ჭკუა არ მოეთხოვება.

           სარკინიგზო ხიდიდან, სადაც ვარჩელი მებრძოლები და ზემო-ფშაფელი დემურ ბართიას რაზმი იყო განლაგებული, შინაგანი ჯარის მსროლელის ლესტანბერ მიმინოშვილის ტყვიამფრქვევი შეუჩერებლივ მოქმედებდა, ტყვიებს მდინარის მარჯვენა მხარეს, ტყის დასაწყისში ყრიდა, ცდილობდა მდინარეში ჩავარდნილი დაჭრილ ბიჭთან ახლოს არავინ მიეშვა... მალე მაიორი ჯანაშვილიც მოვიდა, ტყიდან ვეებერთელა ფიჭვის ტოტი მოათრია, ალბათ ამ ხის ტოტით უნდოდა პატარა მებრძოლის  გამოყვანა, მაგრამ ბიჭი აღარსად ჩანდა...

     ცა დასავლეთით შესამჩნევად გაუფერულდა. სარკინიგზო ხიდის ქვემოდან შინაგანი ჯარის ჯგუფმა სროლა-სროლით გადმოლახა აბობოქრებული მდინარე და ქვაღორღიანი სანაპიროთი ზღვის მხარეს გაუჩინარდნენ...

             ( პატარა მებრძოლმა ზღისკენ გაცურა... ზღვამ კი, გულში ჩაიხუტა... მეორე თუ მესამე დღეს გამორიყაო მხოლოდ...)

                ( აქ გამოქვეყნებული სურათები  გადაღებულია 1993 წლის სექტემბრის ბოლოს, მდინარე კოდორის ნაპირებთან, სარკინიგზო და სამანქანო ხიდებს შორის. ამოღებულია წიგნიდან „მეწამული ბერეტები“. მისი ავტორი და ორგანიზატორი არის გენერალი გოგი თათუხაშვილი. )




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.05.2021
ბოლო რედაქტირება 14.04.2022
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0