სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12276

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
სანდრო ვაჩეიშვილი 1960-1992წწ. მხატვარი, პედაგოგი, ქ. თბილისი.

1960-1992 წწ. გარდ. 32 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ვაჩეიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

48       ბეჭდვა

სანდრო ვაჩეიშვილი 1960-1992წწ. მხატვარი, პედაგოგი, ქ. თბილისი.

სანდრო ვაჩეიშვილი (1960-1992)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1984 წელს.

1984-1987წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სოფ. ძველი ქანდის (ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი) საშუალო სკოლაში და 1987-1992წწ. თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში: საქართველოს მხატვართა რესპუბლიკური საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენები (1987, თბილისი, მხატვრის სახლი); საქართველოს ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა (1988, თბილისი, აბანოთუბანი); საქართველოს მხატვართა გამოფენა (1988, მოსკოვი, მანეჟი); ავანგარდისტ მხატვართა გამოფენა (1991, თბილისი, მხატვრის სახლი);


პერსონალური გამოფენა (1993, თბილისი, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი); "გამოფენა-კონტრასტი"(1999, თბილისი, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა); პერსონალური გამოფენა (2001, თბილისი, გალერეა "TMS-ი"). მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია აზრის გადმოცემის სიცხადე და ფაქიზი კოლორიტი, ფორმის ძიების თვალსაზრისით ის ნოვატორია. შექმნილი აქვს პორტრეტების, აბსტრაქციების, მონუმენტურ-დეკორატიული კომპოზიციების ვრცელი სერიები. მთავარი თემა ადამიანის ჰარმონიულობაა. გამოცემულია მისი ნამუშევრების ალბომი-კატალოგი (2001, თბილისი). მოხალისედ იბრძოდა სამაჩაბლოსა (1991 წლის დეკემბერი) და აფხაზეთში (1992); დაიღუპა დაბა განთიადში მოწინააღმდეგის პირველი საბრძოლო დესანტის გადასხმის დროს. ფერმწერი, გრაფიკოსი. 


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.206

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (სიკვდილის შემდეგ)



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 11.12.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ისიდორე ვაჩეიშვილი მართლმ. მღვდელი 1912 წელს თელავში

2 0

ვაჩეიშვილი - გვარის 5 ღვთისმსახური

1 0

ვაჩეიშვილი გიორგი დაბ. 1972წ. დეკანოზი ანაკლიის წმ. ნიკოლოზის ტაძრი დაბ. ზუგდიდი

2 0

ბეგული (დათო) ვაჩეიშვილი 1945-1993წწ გარდ. ბაბუშერა აფხაზეთი დაბ. სოფ. მარანი აბაშა.

3 0

ზვიად ვაჩეიშვილი პეტრეს ძე 1974-93წწ გარდ. 19 წლის, აბაშა სამეგრელო დაბ. სოფ. გომეწარი დუშეთი

2 0


მალხაზ ვაჩეიშვილი 1953-28/11/92წწ, გარდ. 39 წლის, სოფ. ქეთევანა აფხაზეთი წარმ. სოფ. კოხნარი ჩოხატაური

3 0


ალექსანდრე (სანდრო) ვაჩეიშვილი 1960-1992წწ. გარდ. სოფ. განთიადი, გაგრა, აფხაზეთი. შავნაბადა დაბ.თბილისი.

3 0