ნინო ფერაძე 1955წ
ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი 1981 წელს და ანიმაციური კინოს სარეჟისორო კურსები მოსკოვში (ვგიკი) 1984 წელს.
2002-2003 წწ. ასწავლიდა ხატვას და ფერწერას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2007-2010წწ. ხელმძღვანელობდა გრაფიკული დიზაინის დეპარტამენტს "IB ევრო–კავკასიურ უნივერსიტეტში". მუშაობდა დამდგმელ მხატვრად ანიმაციურ ფილმებზე: "პორტრეტი" (ვ. სულაქველიძე, 1981), "შლაპა" (ბ. შოშიტაიშვილი, 1982), "ბალთანოზავრი" (ლ. ჭყონია, 1983), "დიდი ტალღა და პატარ ტალღა" (ვ. სულაქველიძე, 1984), "სახლი ყველასათვის" (შ. ჭავჭავაძე, 1985), "მეფე და ჩიტი" (ვ. სულაქველიძე, 1985). 2013 წლიდან თანამშრობლობს სტუდია "Tore"– სთან (იტალია). ამ სტუდიის ეგიდით ხორციელდება პროექტები წიგნის გრაფიკისა და ანიმაციური ფილმების სფეროში. მიღებული აქვს საქართველოს მხატვართა კავშირის სპეციალური პრიზი - "წლის საუკეთესო მხატვარი გრაფიკულ ხელოვნებაში".
წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 174; vandaart.gallery
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი