ხსენება 23 (06.12) ნოემბერი
მღდელმოწამე გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის 31 (13.09) აგვისტოს სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში (ახლანდელი გურჯაანის რაიონი), მღვდელ რომანოზ ფერაძისა და მარიამ სამადალაშვილის ოჯახში.
1905 წელს მამა რომანოზი უეცრად გარდაიცვალა და მარიამს გასაზრდელად დარჩა სამი ობოლი: არჩილი, გრიგოლი და ვასილი. მარიამს ძალიან გაუჭირდა და გრიგოლი, ბიძამ, ყვარელის ეკლესიის მოძღვარმა, გიორგი ფერაძემ, წაიყვანა თავისთან.
სასკოლო ასაკს მიღწეული გრიგოლი დედამ ტფილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, გრიგოლმა სასულიერო სემინარიაში დაიწყო სწავლა, რომლის რექტორიც იმხანად იყო ცნობილი მეცნიერი კორნელი კეკელიძე.
1918 წელს, გრიგოლი ტფილისის ახალგახსნილი უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. იმავდროულად მასწავლებლად მუშაობდა გორის მაზრის სოფელ ზემო ხანდაკში.
1919 წელს, გრიგოლი დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ჯარში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1921 წელს, გრიგოლი კვლავ უნივერსიტეტს დაუბრუნდა, ამავე წელს, როცა ბოლშევიკები თავს დაესხნენ საქართველოს, გრიგოლი, მის ორ ძმასთან ერთად, სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა.
1920-21 წლებში დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარის მესამე ბრიგადაში (ახალციხე) მსახურობდა, საარტილერიო ნაწილში (პაატა გიგაური 1976 წელი სამხედრო ისტორიის მკვლევარი (1918-1921 წლები) წარმ. სოფ. ბლო ხევსურეთი)
1921 წლის შემოდგომაზე, გარეკახეთის სამღდელოებამ, გრიგოლ ფერაძე გელათში გამართულ საეკლესიო კრებაზე თავის წარმომადგენლად მიავლინა. მღდელმოწამე ნაზარისა (ლეჟავა) და კორნელი კეკელიძის შუამდგომლობით ამ კრებაზე გადაწყდა გრიგოლის ევროპაში სასწავლებლად გაგზავნა.
1922 წლის მაისში, გრიგოლ ფერაძე ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
1925 წელს, გრიგოლი სასწავლებლად გადავიდა ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სადაც იღრმავებდა რელიგიის საკითხებისა და აღმოსავლური ენების ცოდნას, მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ნაშრომისათვის - „სამონასტრო საწყისების საკითხები საქართველოში“. იმ დროიდან მოყოლებული, ვიდრე 1927 წლამდე, განაგრძობდა ღმრთისმეტყველების შესწავლას - ლექციებს ისმენდა ლუვენის უნივერსიტეტში.
1932 წელს, გრიგოლი მიიწვიეს ოქსფორდში საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხებზე ლექციების წასაკითხად. 1931 წელს, გრიგოლი მონაზვნად აღიკვეცა, მალევე მღვდლად დაასხეს ხელნი, არქიმანდრიტობაც უბოძეს და პარიზის ქართული სამრევლო ჩააბარეს. გრიგოლ ფერაძემ პარიზში დააარსა წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია და სამრევლო ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“.1927 წლიდან გრიგოლ ფერაძე სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა ინგლისში, სადაც გაეცნო ბრიტანეთის მუზეუმისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში დაცულ ეკლესიის მამათა თხზულებების უძველეს ხელნაწერებს. 1927 წლის ივლისში გრიგოლი დანიშნეს ბონის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის თანამდებობაზე.
1932 წელს, მამა გრიგოლი ვარშავის მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის პროფესორად აირჩიეს. გრიგოლ ფერაძის უდიდესი ცოდნა შერწყმული იყო ღრმა რწმენასთან. მისი ლექციები გამსჭვალული იყო ეკლესიის მამების შემოქმედებითი სულით. მამა გრიგოლი ხშირად კითხულობდა მოხსენებებს სამეცნიერო კონფერენციებსა და ევროპის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში. ის მთელ თავის სახსრებს ახმარდა სირია-პალესტინაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, ავსტრიაში, რუმინეთში, იტალიასა და ინგლისში ქართული საეკლესიო ხელნაწერებისა და ქართული ეკლესიის ისტორიისათვის ცნობების მოძიებას. მისი შრომითა და ღვაწლით ბევრი ქართული ხელნაწერი იქნა აღმოჩენილი. ორი თვისება - შრომისმოყვარეობა და თავმდაბლობა ახასიათებდა მამა გრიგოლ ფერაძეს მთელი ცხოვრების მანძილზე. ქართულმა საზოგადოებამ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის არაფერი იცოდა მისი მოღვაწეობის შესახებ.
იმ დროს, საფრანგეთში ინახებოდა საქართველოს ეკლესიის განძეულობა, რომელიც გრიგოლ ფერაძის თავგანწირული მოქმედების შედეგად გადაურჩა გერმანელი ფაშისტებისაგან კონფისკაციას. მან, როგორც ექსპერტმა, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, დასკვნაში აღნიშნა, რომ ქართული კულტურის საუკეთესო ნაწილი, არავითარ მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენდა და მხოლოდ ეროვნული ღირებულება ჰქონდა.
1942 წლის მაისში მამა გრიგოლი ვარშავაში გესტაპომ დააპატიმრა. დაპატიმრების უშუალო მიზეზი გახდა ის, რომ მამა გრიგოლი ეხმარებოდა და იფარებდა ფაშისტებისაგან დევნილ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს. გრიგოლის ბინაზე ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც გაქრა ის ძვირფასი ძველი ხელნაწერები, რომლებზეც იგი მუშაობდა, ასევე ძვირფასი საეკლესიო ნივთები, რომელთაც იგი თავისი მოგზაურობის დროს საქართველოში დასაბრუნებლად იძენდა.
ოფიციალური გერმანული ცნობების თანახმად გრიგოლ ფერაძე აღესრულა 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე. ესაა ოსვენციმის ბანაკის ადმინისტრაციის მიერ 1942 წლის 30 დეკემბერს გაცემული ცნობა, ხოლო ოსვენციმში პოლონეთის იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლის ჩანაწერებში, რომელიც 1942 წლის დეკემბრის ამბებს შეეხება, აღნიშნულია: „ბანაკი ოსვენციმი. აქ გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ მოყვანილი გრიგოლ ფერაძე, პროფესორი, თეოლოგი, მართლმადიდებელი, ქართველი, გამოჩენილი მეცნიერი“. როგორც ირკვევა, არქიმანდრიტმა გრიგოლმა, მოყვასის სიყვარულით თავს იდვა სხვებისთვის განკუთვნილი სასჯელი და მათ ნაცვლად აღესრულა, იგი გაზის კამერაში მოაკვდინეს ფაშისტებმა.
ქართველ წმიდათა ცხოვრებანი, თბილისი, 2007 წ.
საპატრიარქოს უწყებანი N41 29ნოემბერი-5დეკემბერი 2012წ გვ.17
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) 1899-1942
| ნაწილი
გამოჩენილი ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გრიგოლ რომანოზის ძე ფერაძე, 1899 წლის 31 აგვისტოს თელავის მაზრის სოფელ ბაკურციხეში, მღვდლის, რომანოზ ფერაძისა და მარიამ სამადალაშვილის ოჯახში დაიბადა. გრიგოლის დედა ასევე მოძღვრის ქალიშვილი იყო. მათ სამი ვაჟი ჰყავდათ: არჩილი, გრიგოლი და ვასილი. სანამ უშუალოდ წმინდა გრიგოლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ვისაუბრებდეთ, ურიგო არ იქნება გადავხედოთ მისი მშობლებისა და ბაბუის ცხოვრებას, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს მომავალი წმინდანის პიროვნების ჩამოყალიბებაში. : თავად არქიმანდრიტი გრიგო- ლი წინაპრების შესახებ თავის 9 ერთ-ერთ მოთხრობაში გვიამბობს, ”. რომ მისი ადრეული წინაპრები მწყემსები იყვნენ, მაგრამ ერთ დილით, უდაბნო ადგილას, სადაც ორი მწყემსი დარაჯობდა თავის ფარას, გაისმა ზარების სასწაული ხმა და ამ მელოდიის ბგერებში ერთ-ერთ მწყემსს ეუწყა, რომ მისი შთამომავლები უნდა ქცეულიყვნენ ადამიანური სულის მწყემსებად - „ამ დროიდან იწყება ახალი ჟამი ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. ცხვრის მწყემსები სულთა მწყემსებად გადაიქცნენ. ჩვენ, ბავშვებს, ზამთარში, საღამოობით, გვიყვებოდნენ იმ ბედნიერ მწყემსებზე -- ჩვენს წინაპარსა და მის მეგობარზე“. ბაბუა დედის მხრიდან - მღვდელი ბესარიონ გრიგოლის ძე სამადალაშვილი 1825 წელს ქართლში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1841-1847 წლებში იგი თბილისის სასულიერო სემინარიის უფროს განყოფილებაში სწავლობდა, რომელიც 1847 წლის 23 ივნისს წარჩინებით დაასრულა. 1847 წლის 25 აგვისტოს თბილისის სასულიერო სემინარიის რეკომენდაციითა და საქართველოს ეგზარქოსის ლოცვა-კურთხევით, ახალგაზრდა, ნიჭიერი კურსდამთავრებული ჩრდილო კავკასიაში, ვლადიკავკაზის სასულიერო სასწავლებელში მეორე კლასების მასწავლებლად დაინიშნა. 1848 წლის 23 ივნისიდან 1849 წლის 1 ივლისამდე დროებით ასწავლიდა პირველ კლასებსაც, უსასყიდლოდ. 1849 წლის ივლისის ბოლოს, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა მასწავლებლის მოვალეობიდან. 1849 წლის აგვისტოში ბესარიონი დაქორწინდა სოფიო პეტრეს ასულზე (დაბ. 1831წ. სოფიო გარდაიცვალა 1913 წლის 29 მარტს, დასაფლავებულია პეტრე-პავლეს ეკლესიის ეზოში, საკურთხევლის უკან). მამა ბესარიონსა და სოფიოს ხუთი შვილი ჰყავდათ: ნადეჟდა (დაბ. 1860წ.), ვლადიმერი (დაბ. 1862წ.), მარიამი (დაბ. 1864წ.), დეკანოზი ალექსი (დაბ. 1872წ.) და ზაქარია (დაბ. 1874წ.). 1849 წლის 4 სექტემბერს გორის ეპისკოპოსმა ნიკიფორემ (ჯორჯაძე) იგი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 8 სექტემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ჩრდილო კავკასიაში, სუოდაკის ოსურ სამრევლოში დაინიშნა. 1850 წლის 28 _ დიგორისა და ალაგირის ოლქების მთავარხუცესის მოვალეობის შესრულება დაევალა, რასაც მამა ბესარიონმა წარმატებით გაართვა თავი, რადგან დაიმსახურა ოლქის სამღვდელოებისა და მრევლის პატივისცემა და სიყვარული. ამასთან დაკავშირებით, 1852 წლის 20 სექტემბერს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა და ოფიციალურად დამტკიცდა ამ თანამდებობაზე. 1856 წლის 17 აპრილს სკუფია უბოძეს. 1856 წლის 26 სექტემბერს სოდოკის სამრევლოში გადაიყვანეს. 1859 წლის 22 იანვრიდან მღვდელი ბესარიონი სამშობლოში ბრუნდება და თბილისის მოცი ქულთა თავთა -–– პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად ინიშნება. 1862 წლის 11 მაისს ერთგული და პატიოსანი სამსახურისათვის წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. 1862 წლის თებერვლიდან 1864 წლის ჩათვლით უსასყიდლოდ ასწავლიდა კუკიის ქალთა სკოლაში საღვთო სჯულს. 1866 წლის 17 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1866 წელს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის დავალებით მამა ბესარიონს დაევალა აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიების საეკლესიო მეტრიკული წიგნების რევიზია, ხოლო 1867 წელს დასავლეთ საქართველოს ეპარქიებისა. 1869 წლის 1 1 სექტემბერს საეკლესიო დოკუმენტების რევიზია დაევალა. 1870 წლის 3 თებერვალს საქართველოს ეგზარქოს ევსევის (ილინსკი) ლოცვა-კურთხევით, თბილისის სამხედრო ჰოსპიტალის მღვდლის პროკლე იოსელიანის ავადმყოფობის გამო, დროებით მას დაევალა წირვა-ლოცვის ჩატარება და საეკლესიო წესების შესრულება ჰოსპიტალის ეკლესიაში. 1868-1871 წლებში უსასყიდლოდ მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებულებთან ურთიერთობის მესამე განყოფილებაში. 1871 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1871 წლის 28 სექტემბრიდან მამა ბესარიონი უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულსა და ქართულ ენას ავლაბრის ქალთა სკოლაში. 187! წლიდან მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მსჯავრდებულებთან ურთიერთობის მეოთხე განყოფილებაში.
41-1 საპატრიარქოს უწყებანი N41 29ნოემბერი-5დეკემბერი 2012წ გვ.18
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) 1899-1942 (გაგრძელება)
მამა ბესარიონი თითქმის 40 წლის განმავლობაში წინამძღვრობდა პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიას. სავარაუდოდ, იგი XIX საუკუნის 80-იან წლების მიწურულს გარდაიცვალა. დასაფლავებულია პეტრე-პავლეს ეკლე- სიაში, საკურთხევლის წინ, მარჯვენა მხარეს. წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლის ბაბუა, მამის მხრიდან, იყო იმერეთის ეპარქიის, სოფელ უბისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი სვიმონ იოაკიმეს ძე ფერაძე, რომელიც 1866-1882 წლებში მსახურობდა ამ ტაძარში. მისი შვილები იყვნენ: გრიგოლის მამა მღვდელი რომანოზი და ბიძა მღვდელი გიორგი. მღვდელი რომანოზი 1860 წელს დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი.
მღვდელი რომანოზი მეუღლესთან და შვილებთან ერთად.
1882 წლიდან მან მოღვაწეობა დაიწყო გორის მაზრის სოფელ ზემო ჭალის საზოგადოებრივ სასწავლებელში უფროს მასწავლებლად. შვიდი წლის განმავლობაში რომანოზმა სოფელში ღირსეული მასწავლებლისა და პატიოსანი ადამიანის სახელი დაიმკვიდრა. მისი ნიჭიერება და თავდადება შეუმჩნეველი არ დარჩენილა უმაღლესი საეკლესიო მმართველობისათვის. 1889 წლის 20 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) იგი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 3 სექტემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) მლვდლად დაასხა ხელი და გარე კახეთში, სოფელ უჯარმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. უჯარმაში მსახურების პერიოდში მამა რომანოზი ოლქის სამღვდელოებამ სამი წლის ვადით აირჩია დეპუტატად საეპარქიო კრებაზე დასასწრებად. მან აქაც განაგრძო მასწავლებლად მუშაობა და უჯარმის სამრევლო სკოლაში უსასყიდლოდ ასწავლიდა პატარებს. 1892 წლის 6 ივნისს მას პედაგოგიურ ასპარეზზე ათწლიანი ნაყოფიერი სამსახურისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1892 წლის 12 დეკემბერს იგი გორის მაზრაში, სოფელ საქაშეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1895 წელს აქაც აირჩიეს დეპუტატად სამი წლის ვადით. ამასთანავე, ქ. გორში იყო საეპარქიო კრების საქმის მწარმოებლად. საქაშეთში მსახურების პერიოდში მამა რომანოზმა თავისი ხარჯებით გახსნა სამრევლო სკოლა, რომელსაც თავად ინახავდა და ბავშვებსაც უსასყიდლოდ ასწავლიდა. 1896 წლის აღდგომას იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. 1898 წლის 1 ოქტომბერს მამა რომანოზი კახეთში, ბაკურციხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. მან აქაც დააარსა სამრევლო სკოლა, მაგრამ გაჭირვებულ სოფელში ჭირდა არსებობა, ღარიბი გლეხობა ვერ ყიდულობდა თავისი შვილისთვის სასკოლო წიგნებსა და ინვენტარებს და პატარებს ძლიერ აუტანელ მდგომარეობაში უწევდათ ცოდნის მიღება. მამა რომანოზი ყოველ ღონეს ხმარობდა პრობლემების დასაძლევად და ხშირად პრესის საშუალებით ითხოვდა დახმარებას. აი, რას წერდა იგი 1899 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“: „უგულითადეს მადლობას უძღვნი ურიათუბნის მღვდელს -- ი. ჩეკურიშვილს, რომელმაც შესწირა ჩემდამო დაარსებულს სამრევლო სკოლას საკლასო დაფა, ღირებული ხუთი მანეთისა. ამ მოძღვარს, როგორც ვიცით, ბევრგან აღმოუჩენია დახმარება ამნაირ საქმეში. იმედი მაქვს, ვინც კი საქმითაც აღიარებს პირველ დაწყებითი სწავლის საჭიროებას, ჩვენი ყოველი მხრივ დაქვეითებული ხალხის საკეთილდღეოდ, მოაწვდის შემწეობას, რითაც იქნება. ამასთანავე დავსძენ, რომ სოფელ ბაკურციხეში ითვლება სამასამდის სასკოლო ბავშვი (7 წლიდან 14-მდის) და ეს სოფელი დაუჩაგრავს, უკან დაუწევია ნივთიერად შვიდი წლის განმავლობაში ზედიზედ სეტყვას, რომელსაც ვენახები, ეს პირველი საცხოვრებელი წყარო აქაური მცხოვრებლებიი სა, მთლათ გაუნადგურებია, ამნაირი მოვლენა, ვისაც კი გული შესტკივა თავის თანამოძმისათვის, აგრძნობინებს მათ უკიდურეს ნივთიერ მდგომარეობას და არ დაიშურებს მცირე წვლილის გაღებას აღნიშნული ხალხის გონებრივი საზრდოს მოსაპოვებლად და მათი სულიერად წინ მსვლელობისათვის ამჟამად სკოლაში შეგროვილია ორმოცდახუთი შეგირდი, რომლებიც ეს მეოთხე თვეა ერთგულად დადიან სასწავლებელში, მაგრამ სასკოლო სახლის შეუსაბამობა და უქონლობა სასწავლო ნივთებისა ცოტაოდენ ხელს გვიცარავს და არასანატრელ მდგომარეობაში გვაგდებს, რომლისთვისაც ვითხოვ ყველასაგან, ვისაც კი ძალუძს, დახმარება აღმოგვიჩინოს ამ საქმეში“, ახალგაზრდა მოძღვარი ასევე აქტიურად იღვწოდა სასულიერო ასპარეზზეც. არ იშურებდა ძალასა და ენერგიას ხალხის რწმენაში განსამტკიცებლად, მათ ჭეშმარიტ გზაზე დასაყენებლად. წირვას ისე არ დაასრულებდა, ქადაგებით რომ არ მიემართა მრევლისათვის, არ განემარტა მათთვის სახარების არსი და დადებითი მნიშვნელობა ქრისტიანის ცხოვრებისათვის. ფერაძეების შთამომავლის, ბატონ რომანოზ ფერაძის გადმოცემით, მამა რომანოზი „ერთგული იყო თავისი მრევლისა. პურს ძალით არავის ართმევდა და თვითონ ღარიბებს აძლევდა ხოლმე. მან გახსნა სოფლისათვის სკოლა და კიდევ დიდი სიკეთე უყო სოფელსა“, შემორჩენილია მამა რომანოზის ერთი ქადაგება, რომელიც მან 1903 წლის შობის დღესასწაულზე წარმოთქვა. სიტყვას გთავაზობთ შემოკლებით: „დიდათ სასიამოვნოა, კეთილმორწმუნენო მსმენელნო, მართლმადიდებელის ეკლესიისათვის დღეს ესოდენი თქვენი შეკრება ღვთის ტაძარში. სასიამოვნოა იმიტომ, რომ თვინიერ მართლმადიდებელის ეკლესიისა ქრისტიანე ვერ ცხოვნდება, ვერ დაიმკვიდრებს ზეციურ სასუფეველს. გარეშე ეკლესიისა, ლოცვისა და ღვთის ვედრებისა, ადამიანი ვერ დაიმშვიდებს თავის სინდისს. ვინც ეკ-
41-2 საპატრიარქოს უწყებანი N41 29ნოემბერი-5დეკემბერი 2012წ გვ.19
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) 1899-1942 (გაგრძელება)
ლესიაში ხშირად დადის, იმას დაახლოვებული ჰყავს ღმერთი. იმის სულს არ ჰქეჯნის ამაოება. იგი ადვილად მოითმენს განსაცდელსაც კი. გარნა, ეკლესიას მოშორებული ქრისტიანე ემსგავსება ვაზის რქას, მოშორებულს ვაზიდან, რომელსაც არავითარი ნაყოფის გამოღება არ შეუძლია თავის თავად. შორდება მას ის, რომელიც გარდამოხდა ზეცით, განკაცნა და იშვა მარიამ ქალწულისაგან ჩვენის ცხოვნებისათვის; შორდება ის, რომლის შობასაც დღეს დღესასწაულობს წმიდა ეკლესია. ყრმა იშვა ჩვენდა, რომლისა მთავრობა იქმნა მხარსა ზედამისსა. ბედნიერი დღეა, დღეს, ძმანო ქრისტიანენო მთელის კაცობრიობისათვის! დღეს აღსრულდა ძველ აღთქმაში თქმუ- ლი ღვთისაგან ისაია წინასწარმეტყველის პირით: „აჰა, ქალწულმან მუცლად იღოს და შვას ძე და უწოდონ სახელი მისი ემანუილ, რომელიცა ნიშნავს, ჩვენთან არს ღმერთი“ (ისაია 7. 14). დღეს ის დღეა, ოდესაც აღსრულდა სიტყვები მთავარანგელოზ გაბრიელისაგან თქმული ღვთისმშობლისა მარიამისა მიმართ: „შვაძე და უწოდო სახელი მისი იესუ, ესე იყოს დიდ, და ძემაღლისა ეწოდოს“ (ლუკ. 1. 32-33). ვინც ღირსი გავხდით დღეს წირვის მოსმენისა, დაუტეოთ სოფლიური ფიქრი და ვარამი, გონებით წარმოვიდგინოთ ქალაქი ბეთლემი, რომელშიაც იშვა მხსნელი ჩვენი, უფალი იესუ ქრისტე.იშვა ყრმა, დაიბადა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, მაგრამ დაიბადა იგი უკიდურეს სიღარიბეში. იგი ჩვრებში გაახვიეს და ბაგაში ჩააწვინეს. არ ვიცით, რომ მომხდარიყოს სადმე ანუ ვისგანმე, რომ ახლადდაბადებული ყრმა ბაგაში ჩაეწვინოთ. ჰოი, უწმიდესო ყრმაო! შენ ჭეშმარიტი ღმერთი იქმენ ჩვრებში გახვეული, პირუტყვთა ბაგაში ჩაწვენილი, რათა გამოიხსნა ცოდვებისაგან, უჩვენო ჭეშმარიტი გზა ცხოვრებისა პირუტყვთა დამსგავსებულს მაშინდელს ერს. მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე დაბადებიდგანვე შეიქმნა ჩვენთვის ღვთაებრივი მოძღვარი და უდიდესი მასწავლებელი. მან გვაჩვენა ჩვენ თვალსაჩინოთ, რათა კმაყოფილნი ვიყვნეთ ჩვენ სიღარიბეში და მწუხარებაში ჩავარდნის დროსაც. ვიყვნეთ მშვიდნი, როცა ხალხი გვამცირებს და კიდეც გვსდევნის. გვასწავლის, რომ მთელის ჩვენის არსებით მივენდოთ ღმერთსა. მართალია, იესუ დაიბადა უკიდურეს სიღარიბეში, მაგრამ ის არის მეუფე და გამგე ცისა და ქვეყნისა: „ყრმა იშვა ჩვენდა, რომლისა მთავრობა იქმნა მხარსა ზედა მისსა“. ციურთა დასთა ანგელოზთა მბრძანებელია; და ესენიც ემორჩილებიან მას. მან გამოითხოვა ზეცით ანგელოზნი, რომლებმაც ახარეს მწყემსებს მისი შობა: „აჰა, გახარებ თქვენ სიხარულსა დიდსა, უთხრა ანგელოზმა მწყემსებს -- რამეთუ იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი, რომელი არს ქრისტე უფალი“ (ლუკ. 10. 11). ზეცითგან იესუ გამოითხოვს მთელ დასს ანგელოზთა თვისთა სადიდებელათ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ -–- გალობენ ანგელოზნი. ვინ არის იგი, რომელსაც ემსახურებიან ანგელოზნი? ეჭვს გარეშეა, რომ იგი არის უმაღლესი ანგელოზთა, იგი არის თვით ღმერთი. ჩვრებში გახვეული და ბაგაში ჩაწვენილი იესუ არის ყოვლადშემძლებელი ღმერთი. შეუვრდეთ ძმანო, მწყემსთა ბეთლემისათა და სამთა აღმოსავლეთის ბრძენთა თანა ბაგასა მას ღვათებრივისა ყრმისა! ვადიდოთ იგი დასთა თანა ზეციურ მხედრობათა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება . შევწიროთ მას მოგვთა თანა მსხვერპლი სულიერი, განსაკუთრებით წმიდა გული, აღსავსე ცხოველის მხურვალე სარწმუნოებით, სათნო ვეყოთ მას კეთილითა საქმითა ჩვენითა და მით დახმარება აღმოუჩინოთ ღვთის სასუფევლის სოფლად დამკვიდრებას და გავრცელებას. ამინ“. 1905 წელს მღვდელი რომანოზი უეცრად ავად გახდა და გარდაიცვალა, დატოვა დამწუხრებული მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. მამა რომანოზი დასაფლავებულია ბაკურციხის ეკლესიის ეზოში. ძმებს შორის შუათანა, გრიგოლი, რომელიც მაშინ შვიდი წლისა იყო, ბიძამ, ყვარლის ეკლესიის მღვდელმა გიორგი ფერაძემ აღსაზრდელად თავისთან წაიყვანა, სადაც გრიგოლი დაახლოებით ხუთი წელი ცხოვრობდა. ბიძამისი, მღვდელი გიორგი 1863 წელს დაიბადა. 1877-1881 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1881 წლის 2 ივნისს მან ქუთაისის პედაგოგიურ სასწავლებელში ჩააბარა, რომელიც 1885 წელს წარჩინებით დაამთავრა და მასწავლებლის მოწმობა მიიღო. 1885 წლის 1 სექტემბრიდან 1887 წლის 1 სექტემბრამდე სოფელ სიმონეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. 1888 წლის 11 იანვარს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანცელარიაში განამწესეს, სადაც 1889 წლის ბოლომდე მუშაობდა. 1890 წლის 21 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) გიორგი დიაკვნად აკურთხა, ერთი კვირის შემდეგ კი მლვდლად დაასხა ხელი და სამცხე-ჯავახეთის მხარეში, სოფელ ვალეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1890 წლის 15 აპრილიდან 1892 წლის 15 იანვარამდე იგი უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულს ვალეს სამრევლოსაეკლესიო სკოლაში. 1892 წლის 15 იანვრიდან 1894 წლის 21 თებერვლამდე კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის მასწავლებლად მუშაობს. 1894 წლის 21 თებერვალს მამა გიორგი ყვარლის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1896 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წლის 14 ივნისს რუსეთის იმპერიის პირველი საყოველთაო აღწერის დროს გამოჩენილი ერთგულებისათვის სამკერდე მუქი ვერცხლის ფერი მედლით დაჯილდოვდა. 1897 წლის 1 სექტემბერს ყვარლის ორკლასიანი სასოფლო სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1900 წლის 1 მაისს სკუფია უბოძეს. 1903 წელს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უწყალობა. მღვდელი გიორგიც 1911 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი დასაფლავებულია ქ. თელავის ძველ სასაფლაოზე.
42 საპატრიარქოს უწყებანი N42 6-12 დეკემბბერი 2012წ გვ.18
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) 1899-1942 (გაგრძელება)
სემინარიის სტუდენტობიდან გელათის კრებამდე, ევროპაში განათლების მილება და სასულიერო მოლვაწეობის დასაწყისი
II ნაწილი
„მართლმადიდებლობა არის თვით ღირებულება -- მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ღირს ცხოვრება და სიკვდილიც...“.
მამის გარდაცვალების შემდეგ ობლად დარჩენილი გრიგოლის აღზრდა ბიძამ, მლვდელმა გიორგი ფერაძემ ითავა. მან გრიგოლი თავდაპირველად თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. 1913 წელს იგი სწავლას თბილისის სასულიერო სემინარიაში აგრძელებს და სემინარიის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტია, რის გამოც თავიდანვე მიიქცია მასწავლებლების ყურადღება, განსაკუთრებით კი დაუახლოვდა დეკანოზ კორნელი კეკელიძეს, რომელმაც ყმაწვილში დიდი ნიჭიერება შეამჩნია. იგი მამობრივ მზრუნველობას იჩენდა გრიგოლის მიმართ და ყველანაირად ხელს უწყობდა ცოდნას მოწყურებულ ახალგაზრდას. იგი იყო მთელი სემინარიის თვალი და გული. ამიტომ, როდესაც გადაწყდა თბილისის მფარველის წმინდა აბო თბილელის სახელობის ეკლესიის მშენებლობის ფონდის შექმნა, მისი თავმჯდომარეობა სწორედ გრიგოლ ფერაძეს ანდეს, მაგრამ 1917 წლის რევოლუციამ ამ საქმის განხორციელებას ხელი შეუშალა. 1918 წელს დაიხურა თბილისის სასულიერო სემინარია. ამის გამო საქართველოს საკათოლიკოსო საბჭომ შუამდგომლობით მიმართა გენერალ ფონ კრესს გრიგოლ ფერაძისთვის რომელიმე გერმანულ თეოლოგიურ ფაკულტეტზე სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე (მისი რუსეთში გაგზავნა რევოლუციის გამო შეუძლებელი იყო). ფონ კრესი საკათოლიკოსო საბჭოს ოფიციალურ მიმართვას შეჰპირდა, მაგრამ იმჟამად გერმანიაშიც რევოლუციური ქაოსი სუფევდა და ეს გეგმა ჩაიშალა. სწავლის პერიოდში გრიგოლი ამზადებდა მოწაფეებს, რათა მატერიალურად დახმარებოდა დედას და პატარა ძმას. 1918 წლიდან კი იგი მუშაობას იწყებს პედაგოგად გორის მაზრის სოფელ ზემო ხანდაკის დაწყებით სკოლაში. 1919-1921 წლებში გრიგოლს სავალდებულო „,სამხედრო ბეგარის“ დრომაც მოუწია. იგი მსახურობდა გორში, ბორჯომსა და ახალციხეში. 1921 წლის თებერვალში საქართველოში შემოიჭრა წითელი მე-11 არმია, რის შემდეგაც სამივე ძმა უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ამის შესახებ თვითონ გრიგოლი იგონებს: „მთელი საქართველო სისხლში ცურავდა. სამივე ძმა ფრონტზე ვიყავით. დედაჩემი თბილისში იყო. არაფერი იცოდა ჩვენს შესახებ. სამი ძმიდან პირველი მე დავბრუნდი სახლში. ბინა გაქურდული დამხვდა; ქალაქი შიმშილობდა; დრო არ მქონდა დასვენებაზე მეფიქრა, უნდა მეჩქარა, რათა უმცროსი ძმა მომეძებნა. სხვადასხვა ცნობა მოდიოდა მის შესახებ. სამი ქალაქი მოვიარე იმ იმედით, იქნებ მეპოვა, უმეტესად, ფეხით დავდიოდი. ძლივს მივაგენი დაკარგულ ძმას, რომელსაც ჩემი ჩასვლის დღეს ფეხი მოჰკვეთეს“. საქართველოს ანექსიის შემდეგ, ჯარიდან დაბრუნებულ გრიგოლს დაპატიმრება ემუქრებოდა, ამიტომ 1921 წლის მარტში კორნელი კეკელიძემ იგი დროებით სოფელ მანავის სკოლაში მასწავლებლად გააგზავნა, სადაც ის 1921 წლის სექტემბრის დასაწყისამდე დარჩა.
1921 წლის 1-5 სექტემბერს გრიგოლი ესწრება გელათში გამართულმმესამე საეკლესიო კრებას, როგორც მცხეთა-თბილისის ეპარქიის წარმომადგენელი. კრებაზე ქუთათელი მიტროპოლიტ ნაზარისა (ლეჟავა) და პროფესორ კ. კეკელიძის მიერ კვლავ დაისვა საკითხი მისი ევროპაში სასწავლებლად გაგზავნის შესახებ. გრიგოლის უცხოეთში გამგზავრებით კათოლიკოსიც ყოფილა დაინტერესებული: „მახსენდება უკანასკნელი აღდგომის დღესასწაული სამშობლოდან გამომგზავრებამდე -- წერს გრიგოლი -–- ეს იყო 1921 წლის 1 მაისი, ლოცვას აღავლენდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე, წირვის დამთავრებისას, როცა პატრიარქი ტაძრიდან გამოვიდა, შეჩერდა, მან ჩემი ორივე ხელი აიღო და მამობრივი მზრუნველობით წარმოთევა მრავალგზის: განეშორე, იხსენი შენი სიჭაბუკე! შევიგრძენი მამა-შვილური მზრუნველობა, სიმწარ ტკივილი და სევდაც“. თავად გრიგოლი სრულიად საქართველოს მესამე საეკლესიო კრებას სწერდა: „ვინაიდან თბილისის სასულიერო სემინარიის გაუქმებამ მომისწრო მე-VI კლასში, რის გამოც მომესპო სახსარი საღვთისმეტყველო სწავლის მიღებისა, ამიტომ, მსურს რა, ამ მოკლე ხანში გავემგზავრო გერმანიაში საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე შესასვლელად, უმორ- ჩილესად ვსთხოვ სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებას, რათა აღმომიჩინოს მე საჭირო ნივთიერი დახმარება.
42-1 საპატრიარქოს უწყებანი N42 6-12 დეკემბბერი 2012წ გვ.19
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) 1899-1942 (გაგრძელება)
ამგვარივე შუამდგომლობა გერმანიის მისიის უფროს გენერალ ფონკრესის წინაშე აღძრული იყო საკათალიკოსო საბჭოს მიერ 1918 წელს. ხსენებულმა მისიამ გამოიტანა დადებითი გადაწყვეტილება, მაგრამ ამ კეთილ საქმეს ხელი შეუშალა გერმანიაში მომხდარმა რევოლუციამ. დაწვრილებითი ცნობები ამ საკითხის შესახებინახება საკათალიკოსო საბჭოს კანცელარიაში. ამასთანავე ერთად ვადგენ ბ. არტურ ლეისტის მოწერილობას საკათალიკოზო საბჭოსადმი“ -- ამავე კრების წევრი გრიგოლ რომანოზის ძე ფერაძე, ენკენისთვე, 1921 წელი, გელათი. 1921 წლის ნოემბრის დამდეგს საკათოლიკოსო საბჭომ, უწმინდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ (ხელაია), კორნელი კეკელიძემ და ივანე ჯავახიშვილმა სრულფასოვანი თეოლოგიური განათლების მისაღებად გრიგოლი არტურ ლაისტის დახმარებით ბერლინში გაგზავნეს. მას დაენიშნა „დოქტორ იოჰან ლეპ სიუს დოიჩე ორიენტ-მისიონის“ სტიპენდია. დოქტორი იოჰან ლეპსიუსი ასევე დაეხმარა გრიგოლს ვიზის მიღებასა და ბერლინის უნივერსიტეტის სტუდენტად გახდომაში. გრიგოლი დიდად ემადლიერებოდა თავის მფარველს. იგი ერთ მოგონებაში წერდა: „პატარა წერილი ვერ დაიტევს ყოველივეს, რაც სწავლის 4 წლის განმავლობაში შთამაგონა დოქტორმა ლეფსიუსმა. ეს მთელი ცხოვრების პროგრამაა, ცხოვრების, რომელიც აღვსილი იქნება ამ მრავალმხრივი და ღვთისგან უშურველად მომადლებული კაცისაგან მიღებული შთაბეჭდილებებით“. გერმანიაში ჩასვლის პირველი ხუთი თვე გრიგოლმა გერმანული ენის ცოდნის გაღრმავებას მოანდომა. ამის შემდეგ იგი (ცკლხოვრობდა პოსტდამში, ჩაეწერა ბერლინის უნივერსიტეტში და ჩააბარა გამოცდები გერმანულ, ძველებრაულ და ბერძნულ ენებში. 1922 წლის მაისიდან იგი ძირითადად სწავლობდა აღმოსავლურ ენებს: ძველებრაულს, სირიულს, არაბულს, კოპტურს, სომხურს და ბერძნულს. მათთან ერთადშეისწავლა გერმანული, ფრანგული, ინგლისური და ლათინური. მან იცოდა აგრეთვე რუსული და ძველსლავური. მოგვიანებით მან, პოლონეთში ყოფნის დროს, შეისწავლა პოლონური ენაც.მრავალი ენის ცოდნა საშუალებას აძლევდა გრიგოლს ორიგინალში გაცნობოდა მსოფლიო ლიტერატურას. ბევრ დროს უთმობდა პატროლოგიის შესწავლას, რომელიც შემდგომში მისი მოწოდების ჭეშმარიტი საგანი გახდა. 1925 წელს გრიგოლმა დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი, თეოლოგის დიპლომით. ამავე წლის 29 აპრილიდან მან სწავლა დაიწყო ბონის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობს რელიგიის ისტორიასა და აღმოსავლურ ენებს, ცნობილი გერმანელი აღმოსავლეთმცოდნის, პროფესორ ჰენრიხ გუსენის ხელმძღვანელობით. გრიგოლი ისე მოიხიბლა ბონით, რომ დიდხანს აღარ დაუტოვებია იქაურობა. იგი თავის მოგონებებში წერდა: „იქ ყველაფერი ჩემთვის ახლობელი და კარგად ნაცნობი იყო, ქალაქის გარეუბნებში მშვენიერი გორაკები, რბილი კლიმატი და ბარაქიანი მიწები უფრო მეტად მომაგონებდა ჩემი სამშობლოს ბუნებას, ვიდრე ბერლინი და მისი შემოგარენი“. ამასობაში საქართველოში საშინელი ამბები ტრიალებს. უღვთო ხელისუფლებამ ეკლესია საშინელ დღეში ჩააგდო. დააპატიმრეს კათოლიკოსი, მთელი საკათალიკოს საბჭო. დახვრიტეს უამრავი სასულიერო პირი და პროგრესიულად მოაზროვნე ქვეყნის საუკეთესო შვილები. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ უცხოეთში მცხოვრები ქართველები. მათ საქართველოში დაბრენებაზე ოცნებაც კი აღარ შეეძლოთ. გრიგოლს სამშობლოზე ფიქრი კი არასოდეს ტოვებდა. ამ ხანებში იგი დოქტორ ლეპსიუს წერდა: ცუდი ცნობე-
42-2 საპატრიარქოს უწყებანი N42 6-12 დეკემბბერი 2012წ გვ.20
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) 1899-1942 (გაგრძელება)
ბი მოდის ჩემი ქვეყნის შესახებ. არეულობა, ჩაგვრა, ქუთაისის მიტროპოლიტ ნაზარის მკვლელობა... ის ჩემი მასწავლებელი და მეგობარი იყო და ძალიან ბევრი გააკეთა ჩემი გერმანიაში გამოგზავნისათვის. 68 წლის მიტროპოლიტი ერთ წელიწადზე მეტ ხანს იჯდა ციხეში. ახლახან გამოუშვეს და ქუთაისში ცხოვრობდა... მასთან ერთად დავკარგე ყოველივე საუკეთესო, რაც სამშობლოსთან მაკავშირებდა და მახარებდა“. ამ პერიოდში გრიგოლმა გადათარგმნა გერმანულ ენაზე ბერძენი ბერის გიორგი ჰაგიორიტის ბიოგრაფია, დაწერა მისთვის კრიტიკული შესავალი და შენიშვნები. დროის მოკლე მონაკვეთში მოამზადა საფუძვლიანი სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქართველ მონაზონთა ისტორია ჩანასახიდან 1064 წლამდე“. ან ნაშრომმა ცნობილი ევროპელი მეცნიერე- ბის ყურადღება მიიპყრო. გრიგოლმა დაიცვა დისერტაცია 1926 წლის 26 მაისს და ბედნიერი იყო, რომ ეს თარიღი სიმბოლურად დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 1927 წლის 17 დეკემბერს მას ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ გრიგოლს სურდა სამშობლოში დაბრუნებულიყო, რათა ეკლესიაში ან უნივერსიტეტში ემსახურა. თხოვნაც გაუგზავნია საბჭოთა საელჩოში, მაგრამ პასუხი არ მიუღია. პასუხის მოლოდინში 1926 წლის მაისიდან 1927 წლის აპრილამდე გრიგოლი სწავლობდა ბოლანდისტებთან, ბრიუსელში, ცნობილი ორიენტალისტისა და ქართველოლოგის პაულ პეეტერსის ხელმძღვანელობით, რომელთანაც მას ნამდვილი მეგობრობა
აკავშირებდა. ამავდროულად, იგი ესწრება მოხსენებებს ლოვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში. 1927 წლის აპრილში გრიგოლმა მიიღო ერთწლიანი სტიპენდია ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების შესასწავლად. აქ იგი გაეცნო უძველეს ხელნაწერებსა და მასალებს. ამ პერიოდში ბონში გარდაიცვალა მისი პედაგოგი ჰენრიკ გუსენი და იგი მიიწვიეს მის ადგილზე. გრიგოლი დაინიშნა ქართული და სომხური ენების მასწავლებლად. შემდეგ ი გახდა ქართულ-სომხური ფილოლოგიის პრივატ-დოცენტი. 1930 წლის შობის დღეებში გრიგოლი მძიმედ დაავადდა. სიკვდილის პირას მისულს ხილვა ჰქონდა, რომ უფლისთვის ბოლომდე უნდა მიეძღვნა თავი და 1931 წლის 18 აპრილს, ჯერ სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ უკვე პატივდებული მეცნიერი, ლონდონის წმინდა სოფიას ბერძნულ ტაძარში ბერად აღიკვეცა. 19 აპრილს იქვე ეკურთხა დიაკვნად, ხოლო ამავე წლის 25 მაისს პარიზის წმიდა სტეფანეს სახელობის ბერძნულ ტაძარში მსოფლიო საპატრიარქო საყდრის ეგზარქოსმა გერმანოზმა მღვდლად დაასხა ხელი და მის მიერვე დაარსებულ წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1931 წლის 31 მაისს პირველ წირვაზე მან ქადაგებით მიმართა მრევლს: „მართლმადიდებლობა არის და იქნება უდიდესი განძი, რომელიც ჩვენ ერს ოდესმე ჰქონია. ამ განძისათვის
მსხვერპლად იწირებოდნენ ჩვენი წინაპრები, არჩევდნენ ყოველგვარ შეურაცხყოფას და თვით სიკვდილს, ფუფუნებას, თუ გნებავთ, პოლიტიკურ სარგებლობასაც. მართლმადიდებლობა არის თვით ღირებულება -- მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ღირს ცხოვრება და სიკვდილიც...“. ამ დროიდან მოყოლებული მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, იგი დაუღალავად იღვწოდა პარიზის ქართული ეკლესიისთვის და ეს საქმე თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნდა. ამ სამრევლოს ჩამოყალიბება ძალიან დიდი საქმე იყო, რადგან იგი ერთადერთ ნუგეშს წარმოადგენდა საქართველოდან გადმოხვეწილი და სამშობლოს უიმედოდ მონატრებული ქართველობისათვის. მამა გრიგოლის ხელმძღვანელობით შეიქმნა და გამოიცა ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“. აფასებდა რა მამა გრიგოლის დამსახურებას სასულიერო მეცნიერების დარგში და მის დაუღალავ მოღვაწეობას ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცების საქმეში, 1934 წლის 5 იანვარს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბასილი II-მ მას არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა.
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
43საპატრიარქოს უწყებანი N43 13-19 დეკემბბერი 2012წ გვ.17
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) 1899-1942 (გაგრძელება)
პოლონეთში გადასვლა და მოწამეობრივი აღსასრული
III ნაწილი
1933 წელს მამა გრიგოლი პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტში მიიწვიეს პატროლოგიის პროფესორის მოადგილის თანამდებობაზე. 1933 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე კრაკოვში, ერთ პოლონურ ოჯახში ცხოვრობდა და სწრაფად შეისწავლა პოლონური ენა, აქვე მოამზადა მოხსენება ინაუგურაციისათვის. 1933 წლის 7 დეკემბერს მან წაიკითხა საინაუგურაციო მოხსენება თემაზე: „პატროლოგიის როლი, ამოცანები და მეთოდები მართლმადიდებლურ თეოლოგიაში“. ამის შემდეგ მამა გრიგოლი ძირითადად ცხოვრობდა ვარშავაში, სადაც ეკავა პატარა ოთახი ბრუკოვის ქუჩის 22-ე სახლში. მან მიიღო თანხმობა, რომ წელიწადში მინიმუმ ორჯერ გამგზავრებულიყო პარიზში წმინდა ნინოს ეკლესიის მართლმადიდებელ მრევლთან შესახვედრად, არდადეგების პერიოდში კი შეეძლო სამეცნიერო მიზნით ხანგრძლივად ემოგზაურა საზღვარგარეთ. გარდა ამისა, მამა გრიგოლის მოთხოვნით, პოლონეთის მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა ეცნო საქართველოს ეკლესი- ის ავტოკეფალია და მათ შორის დამყარებულიყო მეგობრული ურთიერთობა. ეს იყო მეორე გარდამტეხი ეტაპი მის ცხოვრებაში. ამ დღიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი ვარშავის უნივერსიტეტის ლექტორია და წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ტაძრის ქვედა სამლოცველოს მსახური. იგი მოხსენებებს კითხულობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და ევროპის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში. მთელ თავის სახსრებს ახმარდა სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა თუ ბიბლიოთეკებში დაცულ. ქართულ ხელნაწერთა მოძიებასა და შესწავლას და ამ მხრივ დიდი შრომაც გასწია. საქართველოში კი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არავინ არაფერი იცოდა მისი ნაშრომებისა და მოღვაწეობის შესახებ. არავინ იცოდა ისიც, რომ ექვთიმე
43-1 საპატრიარქოს უწყებანი N43 13-19 დეკემბბერი 2012წ გვ.18
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) 1899-1942 (გაგრძელება)
თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში გახიზნული ქართული საუნჯეც მამა გრიგოლის წყალობით გადაურჩა განადგურებას. მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ფაშისტებმა თითქმის მთელი ევროპა დაიპყრეს, შეიტყვეს, საფრანგეთის ერთ-ერთ ბანკში ერთი პატარა ქვეყნის დიდი ქონება ინახებაო. ამ ქონების შესაფასებლად მათ მამა გრიგოლი მიიწვიეს, როგორც ცნობილი მეცნიერი და ექსპერტი. მამა გრიგოლმა ავით იფიქრა, საქართველოს ასეთი სიმნისას განსაკუთრებით დაინტერესდა პილიგრიმთა ჩანაწერებით, რომლებიც უკვე პალესტინაში ჩასვლამდე საკმაო რაოდენობით ჰქონდა დამუშავებული. მან შეიძინა 24 ქართული ხელნაწერი, აგრეთვე შეისყიდა V-VI საუკუნეების ეტრატი წარმოადგენდა უძველეს ქართულ ისტორიულ საბუთს, რომელსაც იგი თავზე ევლებოდა და მოწიწებით ემთხვეოდა“, -–– წერდა ვიქტორ ნოზაძე. ვარშავაში დაბრუნების შემდეგ მამა გრიგოლმა დაწერა მნიშვნელოვანი ნაშრომი „უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერების და ქართული მონასტრების შესახებ“, სადაც აღწერილია პალესტინაში ქართული მონასტრებისა და ქართველი ბერების ისტორია. 1937 წლის ზაფხულის არდადეგებზე გრიგოლ ფერაძე ავსტრიაში, ვენაში გაემგზავრა გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული შუხარდტის ქართული კოლექციის გასაცნობად. დაბრუნებულმა დაწერა ნაშრომი ავსტრიაში დაცული ქართული ხელნაწერების შესახებ. 1937 წლის შემოდგომაზე ვარშავის მართლმადიდებელი ქართველი კოლონიის დახმარებით მამა გრიგოლი მონაწილეობდა შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების „ვეფხისტყაოსანის“ 750 წლისთავის იუბილის ორგანიზებაში. მან ამ მოვლენას და პოეტს რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა. მათ შორის აღსანიშნავია, „შოთა რუსთაველის რელიგია“, სადაც მოძღვარი ასკვნის, რომ „შოთა რუსთაველი ბიბლიურსიმართლეს და ანდერძს გადმოგვცემს ისე, როგორც ქრისტემ გააკეთა --– მზის, ყვავილებისა და არაჩვეულებრივი ფერების მეშვეობით, ჩვეულებრივი და უბრალო ენით, რომელიც არ საჭიროებს არც განათლებას, არც რაიმე დამატებით ცოდნას მათ გასაგებად. ეს ქმნილება იპყრობს და აღამაღლებს ყველას, ვისაც იგი წაუკითხავს. ეს პოემა ესმოდა უბრალო ხალხს, უბრალო ქართველ გლეხს, რომელიც მთლიანად ითვისებდა ქმნილებიდან მოწოდებულ შეგონებებს. „ვეფხისტყაოსანი“ მისთვის იყო სახარება, რომელიც თითქმის ზეპირად იცოდა და რომლის ციტატებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდა. ახლა მაგონდება ერთ-ერთი გლეხის შეკითხვა, რომელიც მოვისმინე 1919 წელს, სოფელში მასწავლებლად ყოფნის დროს: რომელი ქმნილებაა უფრო საინტერესო - სახარება თუ „ვეფხისტყაოსანი“? სახარება, –– ვუპასუხე! მან უნდობლად შემომხედა. სხვა პასუხს ელოდა!“ 1937/38 წლის საშობაო არდადეგებზე მამა გრიგოლი იტალიაში გაემგზავრა, იმოგზაურა ფლორენციაში, რომში, ნეაპოლში, პომპეიში. ვარშავაში დაბრუდიდრის განადგურებას ჩემი სიკვდილი სჯობსო და ფაშისტებს განუცხადა, ეს ქონება არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, ის უბრალოდ ქართველებისთვისაა ძვირფასი, როგორც ეროვნული შემოქმედებაო. ფაშისტები ენდნენ გამოჩენილ მეცნიერს და განძზე ფიქრს თავი ანებეს. 1934 წლის ზაფხულის არდადეგებზე მამა გრიგოლი გერმანიაში გაემგზავრა და აღწერა ლაიფციგის, ბერლინისა და გოეტინგენის ბიბლიოთეკებში დაცული ქართული ხელნაწერები. 1935 წლის არდადეგები მან რუმინეთში, ბულგარეთსა და საბერძნეთში გაატარა. 6 თვე დარჩა საბერძნეთში, ათონის მთის მონასტერში, აღმოაჩინა უნიკალური ქართული გარდამოხსნა. შემდგომში პოლონეთში ემიგრირებული ქართველი გენერალი შალვა მაღლაკელიძე წერდა: „ამ გარდამოხსნის შეძენა სდომებია სპარსეთის შაჰს, რიზახანს, საკმაოდ დიდ თანხად, მაგრამ მამა გრიგოლმა უთხრა მას, რომ ამ უძველესი გარდამოხსნის ადგილი მხოლოდ საქართველოს მუზეუმშიაო, ვარშავაში მამა გრიგოლს ერთი პატარა ოთახი ჰქონდა და ამ გარდამოხსნას თვალისჩინივით უფრთხილდებოდა, არ იშორებდა. მართლაც საოცარი კაცი იყო“. ათონის მთაზევე აღმოაჩინა მან ლიტველი წმინდანების - ანტონის, იოანეს და ევსტახის წამების ბერძნული ვერსია. მან ასევე ინახულა წმინდა მთაზე შემორჩენილი რამდენიმე ქართველი მოხუცი ბერი. შემდეგ ათი დღე მან ბულგარეთში დაჰყო, მოინახულა ბაჩკოვოს, ანუ პეტრიწონის მონასტერი, სოფიის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა პეტრიწონის ქართული მონასტრის ტიპიკონის მანამდე უცნობი ხელნაწერი (ასლი). 1936 წლის ზაფხულის არდადეგებზე მამა გრიგოლი იერუსალიმსა და სირიაში გაემგზავრა, მიუხედავად ქვეყნად არსებული სახიფათო მდგომარეობისა, შეისწავლა წმინდანთა ისტორია, მისი მოგზაურობის ადგილებში აღმოაჩინა არაერთი ქართული წარწერა, რომლებიც XIX ს-ის 80-იან წლებში გამორჩა პროფესორ ალექსანდრე ცაგარელს, მოინახულა წმ. ვარლაამის მონასტერი კასიუს მთაზე. წმინდა მიწაზე ყოფნისას განსაკუთრებით დაინტერესდა პილიგრიმთა ჩანაწერებით, რომლებიც უკვე პალესტინაში ჩასვლამდე საკმაო რაოდენობით ჰქონდა დამუშავებული. მან შეიძინა 24 ქართული ხელნაწერი, აგრეთვე შეისყიდა V-VI საუკუნეების ეტრატი; ეს „ეტრატი წარმოადგენდა უძველეს ქართულ ისტორიულ საბუთს, რომელსაც იგი თავზე ევლებოდა და მოწიწებით ემთხვეოდა“, -–– წერდა ვიქტორ ნოზაძე. ვარშავაში დაბრუნების შემდეგ მამა გრიგოლმა დაწერა მნიშვნელოვანი ნაშრომი „უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერების და ქართული მონასტრების შესახებ“, სადაც აღწერილია პალესტინაში ქართული მონასტრებისა და ქართველი ბერების ისტორია. 1937 წლის ზაფხულის არდადეგებზე გრიგოლ ფერაძე ავსტრიაში, ვენაში გაემგზავრა გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული შუხარდტის ქართული კოლექციის გასაცნობად. დაბრუნებულმა დაწერა ნაშრომი ავსტრიაში დაცული ქართული ხელნაწერების შესახებ. 1937 წლის შემოდგომაზე ვარშავის მართლმადიდებელი ქართველი კოლონიის დახმარებით მამა გრიგოლი მონაწილეობდა შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების „ვეფხისტყაოსანის“ 750 წლისთავის იუბილის ორგანიზებაში. მან ამ მოვლენას და პოეტს რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა. მათ შორის აღსანიშნავია, „შოთა რუსთაველის რელიგია“, სადაც მოძღვარი ასკვნის, რომ „შოთა რუსთაველი ბიბლიურსიმართლეს და ანდერძს გადმოგვცემს ისე, როგორც ქრისტემ გააკეთა --– მზის, ყვავილებისა და არაჩვეულებრივი ფერების მეშვეობით, ჩვეულებრივი და უბრალო ენით, რომელიც არ საჭიროებს არც განათლებას, არც რაიმე დამატებით ცოდნას მათ გასაგებად. ეს ქმნილება იპყრობს და აღამაღლებს ყველას, ვისაც იგი წაუკითხავს. ეს პოემა ესმოდა უბრალო ხალხს, უბრალო ქართველ გლეხს, რომელიც მთლიანად ითვისებდა ქმნილებიდან მოწოდებულ შეგონებებს. „ვეფხისტყაოსანი“ მისთვის იყო სახარება, რომელიც თითქმის ზეპირად იცოდა და რომლის ციტატებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდა. ახლა მაგონდება ერთ-ერთი გლეხის შეკითხვა, რომელიც მოვისმინე 1919 წელს, სოფელში მასწავლებლად ყოფნის დროს: რომელი ქმნილებაა უფრო საინტერესო -- სახარება თუ „ვეფხისტყაოსანი“? სახარება, –– ვუპასუხე! მან უნდობლად შემომხედა. სხვა პასუხს ელოდა!“ 1937/38 წლის საშობაო არდადეგებზე მამა გრიგოლი იტალიაში გაემგზავრა, იმოგზაურა ფლორენციაში, რომში, ნეაპოლში, პომპეიში. ვარშავაში დაბრუ-
43-2 საპატრიარქოს უწყებანი N43 13-19 დეკემბბერი 2012წ გვ.19
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) 1899-1942 (გაგრძელება)
ნებულმა გამოაქვეყნა ნაშრომი: „დიონისე არეოპაგელის აპოკრიფული წერილი ეფესოელ ეპისკოპოს ტიმოთესადმი“. არქიმანდრიტი გრიგოლი იყო პოლონეთში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლების დიდი ნუგეში. შობისა და აღდგომის მსახურებას იგი ქართულ ენაზე კითხულობდა, რის გამოც მან რამდენჯერმე პოლონეთის ეკლესიის ხელმძღვანელობის საყვედურიც კი დაიმსახურა. ყველა არდადეგებს, გარდა საზაფხულოსი, იგი ატარებდა პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, სადაც თანამემამულეებს სულიერ ზრუნვას არ აკლებდა, ნათლავდა, იღებდა აღსარებებს, ასრულებდა ქორწინების საიდუმლოს, აპატიოსნებდა მიცვალებულებს. მისი ბოლო ჩანაწერი საეკლესიო სამეტრიკო წიგნში დათარიღებულია 1939 წლის 1 იანვრით. ახლოვდებოდა მეორე მსოფლიო ომი. არქიმანდრიტი გრიგოლი მიიწვიეს ალჟირში, ბიზანტიოლოგიურ კონგრესზე, რომელიც უნდა გამართულიყო 1939 წლის ოქტომბერში, მაგრამ მამა გრიგოლი ამ კონგრესზე ვერ გაემგზავრა, რადგან არ ჰქონდა პოლონეთში დაბრუნების გარანტია (გართულებული საერთაშორისო სიტუაციის გამო), ამიტომაც უარი თქვა გამგზავრებაზე. „რადგან ვარშავაში მაქვს საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა, დაახლოებით 2000 ტომი, მათ შორის, იშვიათი ქართული პატრისტიკული წიგნები, ვფიქრობდი არ შემეძლო ბედის ანაბარა მიმეტოვებინა ევროპაში მთელი ჩემი ცხოვრების ნამოღვაწარი, მთელი ეს სიმდიდრე“, წერდა იგი. მალე მთელი პოლონეთი გერმანელი ფაშისტების მიერ იქნა ოკუპირებული. ვარშავის უნივერსიტეტი დაიკეტა. მამა გრიგოლს გერმანელებმა შესთავაზეს ლექციების წაკითხვა ბერლინში, მაგრამ მან უარყო ეს წინადადება. ამავდროულად, ვარშავაში ქართული კოლონიის სათავეში მოვიდნენ გერმანელებთან თანამშრომლობის მომხრენი, ხოლო დარჩენილი ქართული ემიგრაციის დიდი ნაწილი ბოლომდე ერთგული დარჩა პოლონეთისა. ფაშისტურად განწყობილმა ქართველებმა მამა გრიგოლს თანამშრომლობა შესთავაზეს, მაგრამ მისგან მტკიცე უარი მიიღეს. ამის შემდეგ იწყება დაბეზღებები, ცილისწამებები, დაპატიმრებები თავდადებულ არქიმანდრიტზე. მიუხედავად უამრავი განსაცდელისა, მამა გრიგოლი დაუზარლად ასრულებდა თავის ქრისტიანულ მოვალეობას, ეხმარებოდა ყველას, ვისაც სჭირდებოდა დახმარება. გენერალი შალვა მაღლაკელიძე იხსენებდა, რომ: „ვარშავის დაბომბვისას მამა გრიგოლი თავშესაფარში არ იმალებოდა. იგი უშიშრად დადიოდა ქუჩებში, ყველაზე სახიფათო ადგილებშიც კი და მიცვალებულებს აპატიოსნებდა და დაჭრილებს პირველ დახმარებას უწევდა“. 1942 წლის იანვარში ფაშისტები პირველად შეეცადნენ მის დაპატიმრებას. კავკასიის კომიტეტის ხელმძღვანელობამ დაასმინა, ვითომ იგი ომამდე იყო პოლონეთის დაზვერვის აგენტი. ამ დაბეზღებამ არ გაჭრა, რადგან მთელი პოლონეთის არქივები გერმანელების ხელში იყო და მათ ადვილად შეეძლოთ გადაემოწმებინათ რეალობა. შემდგომში ემიგრანტი ვიქტორ ნოზაძე წერდა: „დაბეზღების შედეგად და გესტა- პოს ულმობელობით ეს ჩვენთვის დიდი კაცი დაიღუპა. და მასთან ერთად გაქრა მისი ქონებაც. გადარჩენილი მცირე და უმნიშვნელო ნაწილი წიგნთა, რომელიც ბ. თენგიზ დადეშქელიანმა კეთილი ნებით ვარშავიდან ქართულ ეკლესიას პარიზში მიუტანა, იყო მხოლოდ უბადრუკი ნაშთი გრიგოლ ფერაძის ძვირფასი ბიბლიოთეკისა! ამ უბრალო წიგნთა გარდა მთელი ქონება უდროოდ და უსამართლოდ დაღუპული ქართველი მეცნიერისა უკვალოდ დაიკარგა“. 1942 წლის 15 მაისს გესტაპომ მამა გრიგოლი კვლავ დააპატიმრა. მას ბრალად ედებოდა ფაშისტებისაგან დევნილი ებრაელების დახმარება და პოლონელ იატაკქვეშელებთან თანამშრომლობა. დაპატიმრებისთანავე დალუქეს მისი ბინა, 28 მაისს კი პოლიციელებმა ბინა გაჩხრიკეს და მის ბიბლიოთეკაში, წიგნების უკან ინგლისური ვალუტა აღმოაჩინეს. გესტაპოს მტკიცებით, ის ებრაელთა დახმარების ფონდს ეკუთვნოდა და არქიმანდრიტის წინააღმდეგ უტყუარ ნივთმტკიცებას წარმოადგენდა. გიორგი ნაკაშიძე კი ამის შესახებ წერდა: „ვიცი, ვინც იყო ამ საქმეში გარეული, მაგრამ არ ვიტყვი. ანდა რას უშველის თქმა? ისიც ვიცი, რომ ფერაძის დღიური გესტაპოში დაჰქონდათ და უთარგმნიდნენ გერმანელებს. ეს ჩვენი სირცხვილია, ჩვენი დიდი სირცხვილი“. თავდაპირველად მამა გრიგოლი ვარშავის პავიაკის ციხეში ჩასვეს. მან თავისი ბინა მინდობილობით გადასცა ვარშავის სამიტროპოლიტოს მღვდელმსახურს ჟორჟ (გიორგი) ბერკმან-კარენინს, რომელიც მას ხშირად აკითხავდა ციხეში. მასვე ანდო თავისი ქონე-
43-3 საპატრიარქოს უწყებანი N43 13-19 დეკემბბერი 2012წ გვ.20
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) 1899-1942 (დასასრული)
ბის გამგებლობაც: „ჩემი ბინა და ავეჯი გადაეცით მიტროპოლიის კანცელარიის მუშაკს. ჩემი დაღუპვის შემთხვევაში ბიბლიოთეკას სამიტროპოლიტოს ვუანდერძებ. ნივთები გაყიდეთ, ხოლო მიღებული თანხა გადაეცით სამრევლოს ობოლ ბავშვთა სახლს. ქართული წიგნები და საბუთები (აგრეთვე ხატები) ომის შემდეგ უნდა გადაეცეს ქართულ ეკლესიას“ - 1942 წლის 20 ივნისი. უშედეგო გამოდგა გიორგი ნაკაშიძისა და მიტროპოლიტ დიონისეს მცდელობა, ეხსნათ არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე ფაშისტების ხელიდან. ისინი ყველა ღონეს ხმარობდნენ მამა გრიგოლის გასათავისუფლებლად. ეხმარებოდნენ მატერიალურად. თუმცა ამ მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო. 1942 წლის ნოემბერში მამა გრიგოლი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. ამ მომენტიდან მის სიკვდილამდე წყდება ყოველგვარი „ცნობები წმინდა მამის შესახებ. პოლონეთის ეკლესიაში მოღვაწე დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მამა გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლისა და მისი წმინდანად შერაცხვის საქმეში, განიხილავს პოლონურ პრესაში გამოქვეყნებულ სამ სხვადასხვა ვერსიას მისი მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ. ამათგან ერთს, რომ იგი მოკლეს მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში, მკვლევარი იქვე უაყოფს და გაუგებრობის ნაყოფად აცხადებს. დანარჩენი ორივე ვერსია ემყარება ოსვენციმის ბანაკის ოფიციალურ ცნობებს, რომ გრიგოლ ფერაძე გარდაიცვალა ბანაკში 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე. თუმცაღა, მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოება დღემდე უცნობია. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, მამა გრიგოლი გაზის კამერაში შევიდა ნებაყოფლობით, მრავალშვილიანი ებრაელი პატიმრის ნაცვლად; ამ ცნობას ადასტურებს ბანაკიდან დაბრუნებული ყოფილი პატიმარი, რომელსაც მიტროპოლიტ დიონისესთვის გადაუცია არქიმანდრიტ ფერაძის ჯვარი. სხვა ვერსიის თანახმად, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მოუკლავთ გერმანელი ოფიცერი. ბანაკის ადმინისტრაციას მკვლელი ვერ უპოვია. ამიტომ მთელი ბანაკი საშინელ ყინვაში შიშველი გამოუყვანიათ მოედანზე და დამუქრებიან: ასე დედიშობილა იდგებით ყინულზე, ვიდრე მკვლელს არ ჩაგვაბარებთო. მაშინ მკვლელობა თავის თავზე აუღია გრიგოლ ფერაძეს. იგი ჯერ ძაღლებს დააგლეჯინეს, ხოლო შემდეგ ბენზინი გადაასხეს და ტყვეების თვალწინ დაწვესო. უკვე მოგვიანებით, XX საუკუნის 80-იან წლებში, გრიგოლ ფერაძეზე ფილმის გადაღების პროცესში, მოსკოვში ჩასულმა რეზო თაბუკაშვილმა სუკის არქივებში მიაკვლია ოსვენციმის ბანაკიდან ჩამოტანილ ჟურნალს, სადაც პატიმრების ბანაკში ყოფნის შესახებ ყოველი დღე იყო აღწერილი, გარდაცვალების გარემოებებთან ერთად. მამა გრიგოლის შესახებ ინფორმაცია წყდებოდა 5 დეკემბერს. 6 დეკემბერი კი, მისი დაღუპვის დღე, ამოხეული იყო ანკეტიდან. ძნელი სათქმელია, ვის უნდოდა, მთლიანად გაექრო ამ ღირსეული ადამიანის გმირული სიკვდილის კვალი. 1995 წლის 18-19 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გაფართოებულ სხდომაზე განიხილეს არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ცხოვრება, მისი თავგანწირული მოღვაწეობა ქრისტიანობისთვის, სამშობლოსა და მოყვასისთვის და იგი წმინდანთა დასში შეირაცხა, როგორც წმინდა მღვდელმოწამე. ხსენების დღედ დაწესდა 6 დეკემბერი (ძვ. სტილით 23 ნოემბერი).