მედეა ჩიხლაძე 18 აპრილი 1928-2006 დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1954 წელს.
1955-1960წწ. მუშაობდა მხატვრად საბურთალოს რაიონის აგურის ქარხნის კერამიკულ საამქროში; 1961 წლიდან მოღვაწეობს სამხატვრო აკადემიაში. მან შეიმუშავა და სათავეში ჩაუდგა ბატიკის ყველა სახეობას, აღზარდა მრავალი მხატვარი, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენებში; საინტერესო ნამუშევრები აქვს აგრეთვე კერამიკაში და ტრიკოტაჟის ხელოვნებაში: სერვიზი "ქორწილი", ძველი თბილისის მოტივები (თიხა, ჭიქური, 1966, მხატვრის კუთვნილებაა), პანო "ძველი თბილისი" (მაღაზია "ციცინათელა", 1970) და სხვა; მხატვარი-კერამიკოსი; საქართველოში ბატიკის ხელოვნების დამფუძნებელი; პროფესორი (1991).
წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.936
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1975 - ვილნიუსის საერთაშორისო სიმპოზიუმი, დიპლომი
- 1967 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
- 1962 - პრაღის საერთაშორისო გამოფენა , დიპლომი