ვლადიმერ ბუხუტის ძე ჩიხლაძე დაიბადა ქალაქ სოხუმში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ვლადიმერ ჩიხლაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის | მოტომსროლელ ბატალიონში რიგითად.
ვლადიმერ ჩიხლაძე 1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ აჩადარასთან ჭურვის აფეთქებისას სასიკვდილოდ დაიჭრა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის ვლადიმერ ჩიხლაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.