სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12010

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ჩიხლაძე რომანოზ ანტონის ძე  დეკანოზი (დ. 1879, სოფ. გორდი, ხონი - გ.1937, დახვრიტეს მეტეხის შემოგარენში) ჩიხლაძე რომანოზ ანტონის ძე  დეკანოზი (დ. 1879, სოფ. გორდი, ხონი - გ.1937, დახვრიტეს მეტეხის შემოგარენში)

1879-1937 წწ. გარდ. 58 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჩიხლაძე სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

513       ბეჭდვა

ჩიხლაძე რომანოზ ანტონის ძე დეკანოზი (დ. 1879, სოფ. გორდი, ხონი - გ.1937, დახვრიტეს მეტეხის შემოგარენში)

ახალმოწამენი - დეკანოზი რომანოზ ჩიხლაძე და მღვდელი ამბროსი კუხალაშვილი

24.08.2023 კარიბჭე

დეკანოზი რომანოზ ანტონის ძე ჩიხლაძე 1879 წელს ხონის რაიონის სოფელ გორდში, მღვდლის ოჯახში დაბადებულა. დაწყებითი განათლება იქვე მიუღია, შემდეგ ქუთაისის გიმნაზია დაუმთავრებია წარჩინების დიპლომით. უმაღლესი განათლების მისაღებად უკრაინაში გამგზავრებულა, სადაც გამოცდები წარმატებით ჩაუბარებია და კიევის სასულიერო აკადემიაში ჩარიცხულა. აქ მასთან ერთად სწავლობდა კორნელი კეკელიძე, რომელმაც ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე აღნიშნა: "მამა რომანოზი აკადემიაში გამორჩეული სტუდენტი გახლდათ თავისი განსწავლულობითა და შრომისმოყვარეობით. სრულყოფილად ფლობდა რუსულს, ძველ ბერძნულს, ლათინურსა და გერმანულ ენებს. კარგად იცოდა ფილოსოფია, ღვთისმეტყველება და ლიტერატურა".


მართლაც განსწავლული კაცი ყოფილა მამა რომანოზი, კარგად სცოდნია ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, საბუღალტრო საქმე...

მღვდლად კურთხევის შემდეგ ერთხანობას ხონის წმინდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის ეკლესიაში მოღვაწეობდა, მერე კი მშობლიურ გორდს დაუბრუნდა. მამა რომანოზი გახლდათ ღარიბთა და უპოვართა შემწე და დიდი ქომაგი. თუკი მრევლში რაიმე სენი იჩენდა თავს, თურმე პირადად დაადგებოდა თავზე ავადმყოფს და განკურნებამდე არ მოსცილდებოდა, უპატრონო მიცვალებულს გააპატიოსნებდა, წესს აუგებდა და სამარემდე მიაცილებდა. ქრისტეს დაუღალავი მსახურებისთვის ხელისუფლებამ მასზე საგანგებო კონტროლი დააწესა. ერთადერთი ბრალდება მღვდლობა იყო. ვერ ეღირსა მთავრობა მისგან ანაფორისა და ჯვრის დატევებას, რის გამოც სამჯერ დააპატიმრეს, სასტიკად აწამეს, ბოლოს კი 1937 წლის ერთ ავდრიან დღეს რესპუბლიკის ცენტრალურ ხელისუფლებასთან არსებული სამეულის ბრძანებით დეკანოზი რომანოზ ჩიხლაძე დახვრიტეს მეტეხის შემოგარენში. იმ პერიოდში დაუხვრეტიათ მისი ქვისლი მღვდელი ამბროსი კუხალაშვილიც.


მღვდელი რომანოზ ჩიხლაძე 1878 – 1938
ვაგრძელებთ 1937-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებულ სასულიერო პირთა ამსახველი  ცხოვრების მოძიებასა და მათზე ინფორმაციის შეკრებას. ულმობელმა ეპოქამ უამრავი კეთილშობილი და ერისათვის თავდადებული მამულიშვილის სიცოცხლეშეიწირა.მათ რიგებშიაჭყონდიდის ეპარქიის, სოფ. გორდის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი რომანოზ ანტონის ძე ჩიხლაძე.
მღვდელი რომანოზ ანტონის ძე ჩიხლაძე 1878 წლის 22 ივლისს ქუთაისის გუბერნიის, ზუგდიდის მაზრის, სოფელ გორდში მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1895 წელს დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. 1895 წლიდან 1896 წლის 1 სექტემბრამდე გორდის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში ასწავლიდა, 1897 წლის 6 ოქტომბერს იმერეთის ეპარქიაში სოფ. ძეძილეთის სკოლაში დაინიშნა, სადაც 1899 წლის 15 ნოემბრამდე ასწავლიდა. 1900 წლის  13 ოქტომბრიდან სოხუმის ეპარქიაში, სოფ. რეჩხის სკოლაშია. 1901 წლის იანვარში სოფ. თაგილონში გადავიდა, სადაც 1902 წლის აპრილამდე მსახურობდა. 1901 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ კომისიას ჩააბარა გამოცდები სასულიერო ხარისხის მისაღებად. 1902  წლის 30 დეკემბერს სუჩხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. 1906 წლის 1 ოქტომბერს ქუთაისის სასწავლო კომიტეტის ხელმძღვანელობამ გორდის ორკლასიანი სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად დანიშნა. 1906 წლის 21 ნოემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 26 ნოემბერს მღვდლად დაასხა ხელი და გორდის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში დაადგინა. 1908 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის სახალხო სასწავლო დირექტორიამ ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის გორდის სასწავლებლის საპატიო პედაგოგის წოდება მიანიჭა. 1911 წლის 18 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1911 წლის 11 ოქტომბერს გორდის ერთკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1912 წლის 26 სექტემბერს გათავისუფლდა პედაგოგობიდან და გურია-სამეგრელოს სასწავლო კომიტეტმა წლების მანძილზე ერთგული სამსახურისთვის მადლობა გამოუცხადა. 1911 წლის 11 ივლისს გორდის სამთავარხუცესო ოლქის სამღვდელოებამ სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში თავის წარმომადგენლად აირჩია, სადაც 1912 წლის 16 სექტემბრამდე იმსახურა. 1912 წლის მაისიდან გორდის სახალხო ბიბლიოთეკის გამგეა. 1913 წლის 4 დეკემბერს გორდის ოლქის სამღვდელობის სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1913 წლის 14 იანვარს გორდის საკრედიტო საამხანაგო საზოგადოების თავჯდომარედ აირჩიეს. 1914 წლის 9 მარტს სკუფია უბოძეს. 1918 და 1925 წლებში გორდის ოლქის მთავარხუცესად იხსენიება. 1921 წლის 1-5 აგვისტოს ესწრებოდა გელათში გამართულ საქართველოს სამოციქული მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე საეკლესიო კრებას. კომუნისტების შემოსვლის შემდეგ აიძულებდნენ მიეტოვებინა მლვდელმსახურება და პედაგოგად დაეწყო  მუშაობა, მაგრამ ვერ გატეხეს. მღვდელი რომანოზი უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას და პირდაპირ ამხელდა ბოლშევიკებს ამბიონიდან. 1924 წელს დააპატიმრეს როგორც მენშევიკების მხარდამჭერი და ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი მღვდელმსახური. 1930 წელს ისევ დააპატიმრეს, რადგან გორდში მცხოვრებ ქალებს უქადაგა, რომ არ შესულიყვნენ საყოველთაო კოლექტივში. ამის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ იგი კულაკთა სიაში შეიყვანა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება აუკრძალა. 1935 წელს კვლავ დააპატიმრეს ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით. 1937 წლის 29 დეკემბერს უკანასკნელად დააპატიმრეს და როგორც ხელისუფლებისთვის არასაიმედო პირს სამეულის გადაწყვეტილებით სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიესაჯა, რაც რამდენიმე დღეში სისრულეში მოიყვანეს. მისი ოჯახი მოძღვრის დახვრეტის შემდეგ ქ. თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.  მეუღლე ეფემია იოსების ასული ლეჟავა და შვილები: ალექსანდრე (20.03.1906), აკაკი (1.10.1908), კარ
16-1  საპატრიარქოს უწყებანი N16 24-30აპრილი 2015წ გვ.19
მღვდელი რომანოზ ჩიხლაძე 1878 – 1938 (გაგრძელება)
პეზი (20.04.1911), გიორგი (15.07.1912) და ანგელინა. მლვდელ რომანოზის შვილიშვილი, ქალბატონი ნანა ჩიხლაძე ბაბუაზე იხსენებს: „აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე აღნიშნა: „მამა რომანოზი გამორჩეული სასულიერო პირი გახლდათ თავისი განსწავლულობითა და შრომისმოყვარეობით. იგი სრულყოფილად ფლობდა რუსულს, ძველ ბერ- ძნულს, ლათინურსა და გერმანულ ენებს. კარგად იცოდა ფილოსოფია, ღვთისმეტყველება და ლიტერატურა“. მართლაც განსწავლული კაცი ყოფილა ბაბუაჩემი, კარგად სცოდნია ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, საბუღალტრო საქმე... გამოირჩეოდა იმითაც, რომ ღარიბთა და უპოვართა შემწე, ქომაგი იყო. თუკი მრევლში რაიმე სენი იჩენდა თავს, პირადად დაადგებოდა თავზე ავადმყოფს და განკურნებამდე არ მოსცილდებოდა, უპატრონო მიცვალებულს გააპატიოსნებდა, წესს აუგებდა და სამარემდე მიაცილებდა. ქრისტეს დაუღალავი  მსახურებისთვის ხელისუფლებამ მასზე საგანგებო კონტროლი დააწესა. ერთადერთი ბრალდება მღვდლობა იყო. ვერ ეღირსა მთავრობა მისგან ანაფორისა და ჯვრის დატევებას, რის გამოც სამჯერ
დააპატიმრეს, სასტიკად აწამეს, ბოლოს კი რესპუბლიკის ცენტრალურ ხელისუფლებასთან არსებული სამეულის ბრძანებით დახვრიტეს. მართალია, ბაბუას არ მოვსწრებივარ, მაგრამ მის შეწევნას ყოველთვის ვგრძნობ. მწამს, ჩემთვის ზეციდან  ლოცულობს და ეს მაძლიერებს, სარწმუნოებაში განმამტკიცებს“. მღვდელ რომანოზ ჩიხლაძის დახვრეტიდან მცირე ხანში გაზეთ „კომუნისტში“ ვინმე შილა მახვილაძემ ცილისმწამებლური ფელეტონი გამოაქვეყნა, რითაც კიდევ ერთხელ შეურაცხყო თავდადებული მოძღვარი და შებღალა მისი წმინდა სახელი. ფელეტონის სათაურია „ნათლობა“. სტატია შეგნებულად არ მოგყვყავს ბოლომდე, რადგან დასასრული მეტად მკრეხელური აქვს: „რომანოზ ჩიხლაძე არის შუამავალი ღმერთსა და ხალხს შორის. სხვანაირად ეს შეიძლება გამოითქვას ასე: რომანოზ ჩიხლაძე არის მღვდელი,  ხოცესი, ზოგი მას სულიერ მამას ეძახის. ცხოვრობს ის წულუკიძის რაიონის ერთ სოფელში და მოქმედებს ყველგან, მთელი რაიონის მასშტაბით. როცა ამ ხუცესმა სტალინური კონსტიტუციის /24-ე მუხლი წაიკითხა, უეცრად სახის ისეთი გამომეტყველება მიიღო, რომ ერთსა და იმავე დროს დიდ სიხარულსაც გამოხატავდა და გაკვირვებასაც. ერთი სიტყვით, თქვენთან რა დავიფიცო, სჯობს კაცმა მართალი სთქვას, ამ მღვდელს რაღაც გაეხარდა. თუ ბოროტებას არ ფიქრობს კაცი, გაეხარდეს რამდენიც უნდა, მე რა შენაღვლება. მაგრამ... შეარჩია თავისი მრევლიდან საიმედო მორწმუნენი, როგორიცაა, მაგ: კაპიტონ, რაფიელ და ყარამა6 ჩიხლაძეები, მოიხმო ისინი და უთხრა:  უფლის ძენო! ისმინეთ სიტყვა ჩემი, რამეთუ განგებას სწადია აღადგინოს ქვეყანა ესე რჯულსა ზედა ხელაღებული. ხომ ხედავთ ამას, აი აქ, ამ კონსტიტუციაში, ერთი ისეთი მუხლია, რომ ყველა დანარჩენს მირჩევნია. ეს მუხლი ჩვენს  სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. შემდეგ ხელი ზეცას აღაპყრო და ვედრებით ნარმოსთქვა:კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რამეთუ მარადის მფარველობ სამწყსოსა შენსა, წყალობითა შენითა არც ან ექნების შეძირვება გულსა ჩვენსა. წვერზე ხელი გადაისვა, მიუბრუნდა ყმათაცა, ქრისტე ახსენა, ჯვარი გადასახა და დაიწყო: ერი აღვადგინოთ, ხალხი ცოდვისაგან განვწმინდოთ. ნუ დავაყოვნებთ! ახლავე ვაცნობოთ ესე მუხლი ამა კანონისა ყველა ძესა, ყველა ასულსა, მონასა და მხევალსა. საეკლესიოსა ჩვენსა შინა არ უნდა დარჩეს არცერთი სულდგმული, რომ ამ მუხლის ჩვენებური შინაარსი ზეპირად არ უწყოდეს.  ჟყაბუკნო! თქვენა ხართ მოვლენილნი მქადაგებლად და ყოვლის შინაარსის განმმარტებლად. ყოველმან თქვენგანმა შეაგროვეთ ხალხი, რომელთაც უხსნიდეთ და არწმუნებდეთ. ხოლო ოდეს ბუნდოვანი საკითხი წამოი#რას, მოდით ჩემთან, არ დავიშურებ ძალსა ჩემსა და გავაშუქებ საკითხსა ეგ ზომ რთულსა, ბუნდოვანსა და ბნელსა. ამრიგად რომანოზმა რელიგიური წრეები ჩამოაყალიბა. პროპაგანდისტებად კაპიტონ, რაფიელ და ყარამან ჩიხლაძეები გამოჰყო. მათი ხელმძღვანელობა თვითონ იკისრა, ინდივიდუალური კონსულტაციების მოწყობაც დაივალა. ღვთის მოციქულებმა თავიანთი ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულეს. რამდენიმე საუბრის მოწყობის  შემდეგ მორწმუნენი ეკლესიის გარშემო დაირაზმნენ. დადუმებულმა ზარმა ხმა ამოიღო, გაჩაღდა წირვა, ლოცვა, ვედრება, მიცვალებულთა სულის პატივისცემის საბაბით მორწმუნეებმა უფლის მოციქულს რომანოზ ჩიხლაშძეს რამდენჯერმე მოუწყეს „სმა-4ამა დიდად შესარგი რომანოზმა ამოივსო გვამი თვისი. მაგრამ ამასაც არ დასჯერდა. მან ახალი საკვანძო საკითხი გამოსძებნა, ჩასძიდა ხელი, კვლავ მოიხმო მქადაგებელნი და მიმართა: შვილებო! ხომიცით, რომ ჩვენს სოფელშიბევრი მოუნათლავი ბავშვია. ღმერთი არ გვაპატიებს, რომ ეს საკითხი უყურადღებოდ დავტოვოთ. უქადაგეთ ხალხს, ჩემი სახელით გადაეცით, რომ თუ ბავშვებს არ მონათლავენ, ისინი დაიხოცებიან. თქვენ გადას ნუ დაუნიშნავთ, თუ როდის დაიხოცებიან, თორემ სიტყვა გაგვიმტყუნდება და შემდეგ მართალსაც აღარ დაგვიჯერებენ. თქვენ უბრალოდ უთხარით, ბავშვები მონათლეთ, თორემ მოუნათლავად დაიხოცებიანთქო. ხომ მართალია, მოუნათლავები მოუნათლავად დაიხოცებიან, აბა რა დაემართებათ თქვენ შეგიძლიათ კიდეც დაიფიცოთ. სამწყსო უფლისა შეშინ-
16-2  საპატრიარქოს უწყებანი N16 24-30აპრილი 2015წ გვ.20
მღვდელი რომანოზ ჩიხლაძე 1878 – 1938 (დასასრული)
დება. მოუნათლავი ბავშვების პატრონები შვილებს ვერ გაიმეტებენ და მონათლავენ. ამით ღმერთთანაც პირნათლად გამოვალთ და ჩვენც შემოსავლის ახალი ნყარო გამოგვიჩნდება სანფუთროსა ამასა ზედა. მქადაგებელნი გაიფანტნენ, მოედვნენ სოფელს და რელიგიური პროპაგანდა გააჩაღეს. ხალხნო! – მიმართავდნენ ისინი მშრომელთ, ვისაც მოუნათლავი ბავშვები გყავთ, მონათლეთ, თორემ მოუნათლავად დაიხოცებიან. მოძღვარმა დაგვავალა გადმოგცეთ, რომ ასე სწადია მეუფესა ჩვენსა. საიქიოს ცხოვრებას ნუ გაიმწარებთ. აღასრულეთ წადილი ღვთისა და შემდეგ... რომანოზმა გორდის სასოფლო საბძოში შემავალი სოფლების მცხოვრებთა ყველა მოუნათლავი ბავშვი მონათლა. ეს კაცი, ბოდიში, კაცი კი არა, ეს ხოცესი შემდეგ კინჩხის სასოფლო საბძოს ფარგლებში შეიჭრა. მან იქ 32 ბავშვი მონათლა. მათ შორის ზოგი 10 წლისა იყო, ზოგი თორმეტის, ზოგიც ცამეტისა და ზოგიც კიდევ მეტის. რა ესმა რომანოზს, რომ ამ სოფელში ერთი 16 წლის ქალწულია მოუნათლავი, გაიღიმა, წვერი შეაცანცარა, თავში ათასნაირმა აზრმა გაუელვა. როგორი აზრები იყვნენ, ან რამ ჩაასახლა ისინი ამ თავში, არავინ იცის, ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ხუცესმა კითხვა-კითხვით ამ ქალწულის ოჯახს მიაგნო. ვფიქრობ, დავასახელო თუ არა ის ოჯახი, სადაც უს ამბავი მოხდა და ვერ გადამიწყვეტია, მე მგონია, არ არის საჭირო. ამიტომ აღარ ვასახელებ, რომ ნათლობა ქაროსანიშძეების ოჯახში მოხდა. ჩვენ გვაინტერესებს 16 წლის „პატალა “გოგონას ნათლობა... აი, ასეთ სასწაულებს ახდენს რომანოზი და მაინც აძაგებენ. რაც უნდათ ის ილაპარაკონ, ენას შვალი არა აქვს. ისე კი, თუ სიმართლეს ვიტყვით, რომანოზმა თავისი მუცლისათვის მეტად სასარგებლო საქმე გააკეთა და თვალსაც, როგორც ბოროტი ენები ამბობენ „წყალი დაალევინა“. მკითხველისთვის რომ მეტად გასაგები იყოს, აქ აღწერილი დეტალები არის ცილისმწამებლური და ავტორის მიერ შეთხზული. იმ პერიოდში მამა რომანოზის მსგავსად საქართველოში მრავლად დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევები. ჩვენს გაზეთში გამოქვეყნდა მასალები წამებულ მოძღვრებზე. ესენი იყვნენ: არქიმანდრიტი პიმენი (დაშნიანი), იღუმენი მალაქია (წიკლაური) და სხვ. დაახლოებით 1937-1938 წლებში დაიხვრიტა 100-მდე სასულიერო პირი. ხელისუფლება შეშფოთებული იყო მათი აქტიურობით და ქადაგებით. მათ ხომ ათასობით ადამიანი მონათლეს და ეკლესიის წიაღს დააკავშირეს ისინი, რაც უღმერთო კომუნისტებზე ცუდად მოქმედებდა. ამიტომ ისინი ყველა ღონეს მიმართავდნენ მათ წინააღმდეგ, არ თაკილობდნენ მსგავსი მკრეხელური სტატიების დაბეჭდვასაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტატიაში მოხსენიებული რაფიელ და ყარამან ჩიხლაძეები ასევე ცნობილი პიროვნებები იყვნენ. რაფიელი ცნობილი საზოგადო მოღვაწე და საქართველოში მეფუტკრეობის ერთ-ერთი ამაღორძინებელი გახლდათ, ხოლო ყარამანი ყოფილი მღვდელი იყო, იგი ზუგდიდ-კახათის წმ. გიორგის ტაძარში მსახურობდა და 1924 წელს გაიხადა ანაფორა, თუმცა ეკლესიასთან კავშირი არ გაუწყვეტია და მამა რომანოზს ეხმარებოდა საეკლესიო წესების შესრულებაში. მლვდელ რომანოზის მსგავსად მათაც იგივე ბედი გაიზიარეს.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.02.2024
ბოლო რედაქტირება 15.12.2025
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0