ავთანდილ (დავით) ჩიხლაძე დაიბადა თბილისში 1961 წლის 12 ივნისს.
პოლკოვნიკი (12.06.1961-03.09.2021) კოვიდპანდემია
1976 წელს დაამთავრა თბილისის 124-ე საჯარო სკოლა
სწავლობდა ფიზკულტურის ინსტიტუტში
სწავლობდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში
არის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი
საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობისტვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე.
მიღებული ჰქონდა 14 საბრძოლო ჭრილობა მათ შორის თავში.
2011 წლამდე მახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის ფიზიკური და სამთო მომზადების კათედრის უფროსად.
2011-13 წლებში სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილედ.
ნატყვიარი ყელსაბამი და ნატყვიარი დანა რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა
თამაშობდა თბილისის დინამოს რიგებში
მაპატიეთ გალმოხდილო „არწივებო“! (მონოლოგი აფხაზეთში. დაღუპულ ბიჭებთან)
დღეს 18 ივლისია... მაპატიეთ ძმებო! ' მაპატიეთ იმიტომ, რომ–მე ცოცხალი ვარ.
მაპატიეთ იმიტომ, ცოცხალი ვარ. და თქვენს _საფლავებს ვერ დავივლი დღეს, ისე როგონც, ყოველ 18 ივლისს დავდიოდი... 94-ში 95-ში, 96-ში ..
მაბატივთ; რომ, თითო ჭიქას ვერ წაგიქცევთ სათითაოდ ყველა თვენგანის საფლავზე.
მაპატიეთ, რომ. იქ დაწეევვლილ ...93 წლის 18 ივნისს გადავრჩი ხომ იცით, „ჩემი. ბრალი“ არ არის, რა ვქნა ალბათ განგებისაგან, ზოგი. თქვენგანი თითო. ტყვიამ გაგაცივათ. სატანას“ 14–მა ვერა. დამაკლო, 14 ჭრილობა ერთ დღეში თქვენს და ამ დროს თქვენს გვერდით არ. ვწევარ!!- ღმერთს და მის ძალას ვფიცავარ თუ არ მერჩიოს იმ ცხოვრებას. რა ცხოვრებითაც დღეს ვცხოვრობ.
ბედნიერები ართ ჩემო. ვასო, ჩემო. გოჩა, ზაზა, კობა, თამაზ, დათო, ლევან... პაატა, კოტე... ბედნიერები ხართ ყველა ვინც ამ სიბინძურეს არ ხედავთ–რისთვისაც გვიომია თურმე, ბედნიერები ხართ კიდევ. იმიტომ რომ თვენ ომ წაგებული ბიჭები არ ხართ როგორც ჩვენ ცოცხლები
რას იზავ ზოგი კი იტყვის ხოლმე: სულელები იყვნენ ვინც კვდებოდა აფახაზეთში, ტყუილა იკლავდნენ თავსო, მაგრამ გული არ დაგწყდეთ ძმებო, ვინც ამას ამბობს ისინი ხომ ყველა გრნობას მოკლებული ხალხია. ეს მარტო "ჩვენი" და "ჩვენნაირი ბიჭების ხვდედრია. ვიცოდით ის რომ ჩვენ ტყულად არ ვიკლავდით თავს. " ჩვენნაირი" ბიჭების ხვედრია სამშობლოს სიყვარული, მისი კეთილდღეობა, მისი სიკეთე და თუ საჭირო იქნება მისი გულისთვის თავის გაწირვაც. ასე რომ მოდი ერთად ვაპატიოთ იმ უვიცებს, ვინც სულელებს, გვიწოდება ჩვენ ნაომარ ბიჭებს და თქვენც. ორიგანილი ტექსტი დატანილია ფოტოზე.
როგორც მისმა ოჯახის წევრებმა გვითხრეს, პოლკოვნიკს მეტსახელად „ჩეჩენას“ ეძახდნენ. ვეტერან სამხედროს ორგანიზმში, ომის დროინდელი რამდენიმე ტყვია და მისი ნამსხვრევები აქვს გაჩერებული.
„არ გცოდნია სიტყვის შესრულება მეგობარო… გუშინ შენი წერილი წავიკითხე. აფხაზეთში დაღუპულ შენს ძმებს სწერდი: ,,ჩეჩნურ ქუდს სოხუმში, შავ ზღვაში რომ მოვისვრი, აი მაშინ ამოვალ თქვენთანო…“ ამდენ ნაბრძოლს ეს ვერაგი როგორ მოგერია.. სული გვეწვის შენს მეგობრებს დათო.. დიდება შენ და შენისთანა ქართველებს,“ – წერს სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, ლიანა ფურცელაძე.
აფხაზეთის ომის ვეტერანი, პოლკოვნიკი, სადესანტო – მოიერიშე ბატალიონის მეთაურის მოადგილე, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი
შვილთან მარიამ ჩიხლაძესთან ერთად.
შვილები მარიამ და ნიკოლოზ (დაბადებულია 18 ივლისი 2006 წელი) ჩიხლაძეები. მარიამს ახურავს მამის ქუდი, რომლის გამოც ეძახდნენ "ჩეჩენას", იქ იპოვა და ამბობდა აფხაზეთს რომ დავიბრუნებთ მაშინ მოვისვრი იქ აფხაზეთშიო.
ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი
ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია