ალექსი ალექსიძე დაიბადა 1891 წელს ბათუმში.
1913-1914 წწ. ბათუმის დასში რამდენიმე საპასუხისმგებლო როლი, მათ შორის ბარენტი ("იმედის დაღუპვა") შეასრულა, თელავში, პატარ კახის როლის შესრულებით ("გულჯვარი") საზოგადოება აღტაცებაში მოიყვანა. იყო ნიჭიერი, დამწყები მსახიობი, ლადო ალექსი-მესხიშვილის მოწაფე. მას ლადო ალექსი-მესხიშვილმა თავისი სურათი აჩუქა წარწერით: "ჩემ ახალგაზრდა, პატარა მოწაფეს, ალქსიძეს სახსოვრად, შეხედე ხოლმე ამ სურათს და მოიგონე, რომ მხოლოდ ერთგული მუშაობა, მეცადინეობა მიგვაღწევინებს მიზანს. ვისაც არ უყვარს სცენა მშობელი დედასავით და ძალა არ მოსდევს მას თავი ანაცვალოს, მას ნება არა აქვს ამ ტაძარში შესვლისა. სცენას ისეთივე ერთგულება უნდა, როგორც საყვარელ არსებას." ("თეატრი და ცხოვრება", 1915, №28, გვ.8).
წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.113