ზაზა ალექსიძე (დ. 18 ოქტომბერი, 1935 -24 იანვარი 2023) — ქართველი ისტორიკოსი, ფილოლოგი, არმენოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1958 წელს დაამთავრა ი. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ღირსების ორდენის კავალერი.
1958–1968 წლებში იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1968–1979 ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1979–2006 — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის გამგე; 1989–2006 — ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი;
2006 წლიდან არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და არმენოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი. 2002–2004 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი. 2002–2004 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი. არის 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – „ეპისტოლეთა წიგნი“, დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – „ადრეული შუასაუკუნეების კავკასიისა და საქართველოს კულტურისა და იდეოლოგიის პრობლემები“, დაიცვა 1984 წელს.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და სომხურ ენებს.
- კავკასიის ალბანეთის დამწერლობა, ენა და მწერლობა = Caucasian Albanian Script, Language and Literature : აღმოჩენა სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში (ავტორი), თბ., 2003, 224 გვ., ISBN: 99940-755-1-9
- ალბანური მწერლობის ძეგლი სინას მთაზე და მისი მნიშვნელობა კავკასიოლოგიისათვის (ავტორი), თბ., ლოგოსი, 1998, 78 გვ.
- ატენის სიონის ოთხი წარწერა (ავტორი). - თბ., საბჭოთა საქართველო, 1983, 41 გვ.
- ატენის სიონის სომხური წარწერები (ავტორი), თბ., მეცნიერება, 1978, 143
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001208/
- http://science.org.ge/?team=%E1%83%96%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94