სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
გურამ ალექსიძე  1939წ. აკადემიკოსი, ბიოლოგია: გამოიკვლია პესტიციდების მოქმედება მავნე და სასარგებლო მწერებზე და შეიმუშავა ეკოლოგიური თვალსაზრისით მათი უსაფრთხოდ გამოყენების მეთოდები; დაბ. თელავი.
ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ალექსიძე სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

306       ბეჭდვა

გურამ ალექსიძე 1939წ. აკადემიკოსი, ბიოლოგია: გამოიკვლია პესტიციდების მოქმედება მავნე და სასარგებლო მწერებზე და შეიმუშავა ეკოლოგიური თვალსაზრისით მათი უსაფრთხოდ გამოყენების მეთოდები; დაბ. თელავი.

დაბადების ადგილი: ქ. თელავი 30 ივლისი, 1939 ბიოლოგი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი


დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1962 წელს.

1967–1973 წლებში მუშაობდა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. 1974–1983 წლებში და 1987 წლიდან იყო საქართველოს მცენარეთა დაცვის  ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1983–1987 წლებში იყო აშშ–ს მცენარეთა დაცვის ექსპერტი. მან შეისწავლა საქართველოს პირობებში ხეხილისა და ვაზის მავნებლების ბიოეკოლოგია, მათი  რიცხობრიობის მარეგულირებლი  ფაქტორები და დაამუშავა მათ წინაარმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებები. პირველად საქართველოში ხეხილის აგროცენოზებისათვის დაადგინა მავნე და სასარგებლო მწერების ურთიერთდამოკიდებულება მათემატიკური მოდელირებისა და ელექტრონულ–გამომთვლელი მანქანების გამოყენებით, გამოიკვლია პესტიციდების მოქმედება მავნე და სასარგებლო მწერებზე და შეიმუშავა ეკოლოგიური თვალსაზრისით მათი უსაფრთხოდ გამოყენების მეთოდები; არის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 17 მონოგრაფიისა და 10-ზე მეტი ბროშურის, 80-ზე მეტი ნაშრომი გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალებში; ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1989), ენტომოლოგი.


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.105; საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის უწყებები: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოფლის მეურნეობათა მეცნიერების აკადემია, პრეზიდენტი (2013-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობათა მეცნიერების აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1991-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობათა მეცნიერების აკადემია, აკადემიკოსი (1992-)

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.04.2021
ბოლო რედაქტირება 25.01.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 22.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0