აკაკი ბოკუჩავა (16 სექტემბერი 1912) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.
1932 წელს სწავლობდა კ. მარჯანიშვილის თეატრის სტუდიაში.
1938 წლიდან სოხუმის ქართული თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მანუჩარი (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ზასლონოვი (ა. მოვზოლის "კონსტანტინე ზასლონოვი"), გელა (ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა"), ანდრო (გ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ"), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), დომენტი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ბაში-აჩუკი (აკ. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), ხევისბერი (ალ. ყაზბეგის "მოძღვარი") და სხვა.
გთხოვთ,თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ მოგვაწოდოთ.