ზურაბ შოთას ძე ბოკუჩავა დაიბადა 1959 წლის 23 აპრილს ქალაქ სოხუმში.თემურ შოთას ძე ბოკუჩავა დაიბადა 1962 წლის 2 იანვარს ქალაქ სოხუმში. ძმებმა დაამთავრეს ქვემო იაშთხვას პირველი საშუალო სკოლა.
საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ძმები ზურაბ და თემურ ბოკუჩავები ჩადგნენ ქვეყნის დამცველთა რიგებში. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში იარაღით ხელში იცავდნნენ სამშობლოს ერთიანობას. ირიცხებოდნენ საქართველოს ეროვნული გვარდიის, სოხუმის მე-5 მოტომსროლელ ბატალიონში.
1993 წლის 18 სექტემბერს ზურაბ ბოკუჩავა საბრძოლო მოქმედების დროს გმირულად დაიღუპა. იმავე წლის 23 სექტემბერს კი თემურიც ვაჟკაცურად დაიღუპა სამხედრო ოპერაციის დროს.
ძმები ბოკუჩავები - მამულისთვის მსხვერპლად შეწირული ორი სიცოცხლე.
თემურ ბოკუჩავა 1962-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი
***
...ვფიცავ, შავ სიკვდილს თვალში ჩავხედავ,
საზიზღარ მტერზე ხიშტშემართული,
მე ასე მზრდიდა სამშობლო - დედა,
მე ასე მზრდიდა მიწა ქართული.
...თუ მტერმა დამცეს ხმალგაბასრულმა,
დარდს ნუ მოიხვევთ ღრუბლის გუნდებად,
რა ვუყოთ, ომში ბევრი წასულა,
მაგრამ ყველა ხომ ვერ დაბრუნდება...
სევერიან ისიანი