სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12261

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ლორიკ ბოკუჩავა 1949-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ზემო ფშავი გულრიფში, აფხაზეთი. ლორიკ ბოკუჩავა 1949-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ზემო ფშავი გულრიფში, აფხაზეთი.

1949-1993 წწ. გარდ. 44 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბოკუჩავა სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

24       ბეჭდვა

ლორიკ ბოკუჩავა 1949-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ზემო ფშავი გულრიფში, აფხაზეთი.

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"



ლორიკ  გრიგოლის ძე  ბოკუჩავა, დაიბადა  1949  წლის  23  აპრილს, გულრიფშის  რაიონის  სოფელ  ზემო  ფშავში. 


ზემო  ფშავის  საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ, 1966-68  წლებში, ლორიკი   სწავლობდა  ქალაქ  სოხუმის  ინდუსტრიულ  ტექნიკუმში. რომლის  დასრულების  შემდეგ  მუშაობდა  ქალაქ  სოხუმის  ხელსაწყოთა  ქარხანაში. 1974-79  წლებში  სწავლა  განაგრძო  ქალაქ   ტობოლსკის  პოლიტექნიკური  ინსტიტუტის  ავტოსატრანსპორტო  ფაკულტეტზე,რომლის  დამთავრების  შემდეგ  მუშაობდა  ქალაქ  ტობოლსკში,სხვადასხვა  თანამდებობებზე...  1982  წელს  აფხაზეთში  ჩამოვიდა  და   მუშაობა  განაგრძო.


    1992  წლის  14  აგვისტოს  აფხაზეთში  დაწყებული  საომარი  კონფლიქტის  დროს, ლორიკ  ბოკუჩავა  ირიცხებოდა  თავდაცვის  სამინისტროს  23-ე  ბრიგადის  მე-6  სატანკო  ბატალიონის  რიგებში,სარემონტო ოცეულში. აქტიურად მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  წარმოებულ  საბრძოლო  ოპერაციებში  მდინარე  გუმისთის  პირას.  1993   წლის  16 მარტს  სოხუმზე  განხორციელებული  შემოტევის  მოგერიების  დროს  ფეხში  დაიჭრა,გამოჯანმრთელების  შემდეგ   დაბრუნდა  ბატალიონში.  1993  წლის  29  სექტემბერს, როცა  ბატალიონი  აფხაზეთს  იძულებით  ტოვებდა, ლორიკ  ბოკუჩავა  მტრის  ტყვიამ  იმსხვერპლა.


  ლორიკ  ბოკუჩავას  დარჩა  მეუღლე  და  ორი  ვაჟი.რომლებმაც  სასახელოდ  გააგრძელეს  საქართველოს  ერთიანობისთვის  ბრძოლაში  დაღუპული  მამის  გზა.

     საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ლორიკ  ბოკუჩავა, სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  მედლით  „მხედრული  მამაცობისთვის“.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.06.2021
ბოლო რედაქტირება 26.11.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.07.2023
სულ რედაქტირებულია 1


ბოკუჩავა სასულიერო ოჯახი სოფ. უშფათი (სენაკი)

2 0

ბოკუჩავა ანტონ ბესარიონის ძე 1875-1947წწ დეკანოზი, სეფიეთის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი დაბ. სოფ. უშაბათი, სენაკი

2 0

ბოკუჩავა

1 0

ალექსანდრე ბოკუჩავა 1947-94წწ. გარდ. ქ. მოსკოვი დაბ. ქ. სოხუმი

3 0

ზურაბ ბოკუჩავა 1959-93წწ. გარდ. სოფ. თავისუფლება, სოხუმი აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


თემურ ბოკუჩავა 1962-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


თემურ ბოკუჩავა ტარიელის ძე 1983-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოხუმი ცხოვრ. სენაკი

3 0


აკაკი ბოკუჩავა 1912წ მსახიობი. დაბ. სამტრედია, იმერეთი.

1 0