წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე
1992 წლის 20 აგვისტოს ჩამოყალიბდა სახალხო ლაშქარი კორნელი ჩალაძის ხელმძღვანელობით, რის ბაზაზეც ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონი შიექმნა (ბრძ.N323.09.1992 წ.), შემდგომ მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მოტომსროლელი ბატალიონი საშტატო განრიგით 670 სამხედრო მოსამსახურე, აქედან 85 დაღუპული, 1 უგზო-უკვლოდ დაკარგული, 250-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე _ ჰოსპიტალიზირებული. ეტაპობრივად მიმდინარეობდა როტაცია. სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. მათ შორის, სიკვდილის შემდეგ.
ბატალიონის მეთაური ვიცე პოლკოვნიკი ჭიჭიკო (ვახტანგ) მუკბანიანი. შტაბის უფროსი მაიორი ვალერი კორძაია. მეთაურის მოადგილეები: მაიორი ტარიელ (გია) შამუგია (დაღუპული). კაპიტანი თენგიზ დარცმელია. კაპიტანი ოთარ გუგუსიანი.