თენგიზ აბსანძე დაიბადა 1960 წლის 13 აპრილს ქ. სოხუმში. დაამთავრა ქ. სოხუმის N11 საშუალო სკოლა. სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა უნგრეთში. დაამთავრა ქ. როსტოვის საინჟინრო ინსტიტუტის საექსპლუატაციო ფაკულტეტი.
ომის დაწყებისთანავე ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. იყო აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირადი დაცვის შემადგენლობაში.
განსაკუთრებით თავი გამოიჩინა შრომა-თავისუფლებისათვის მიმდინარე ბრძოლებში.
1993 წლის 27 სექტემბერს იბრძოდა მინისტრთა საბჭოს შენობაში. თანამებრძოლები იგონებენ, როგორ ვაჟკაცურად იბრძოდა თენგიზი, მინისტრთა საბჭოს III სართულიდან მან ცეცხლი გაუხსნა მტერს. ამ ბრძოლის დროს თენგიზ აბსანძე გმირულად დაიღუპა.
თენგიზ აბსანძეს ახასიათებენ როგორც ერთგულ, უღალატო, უშიშარ, შრომისმოყვარე, განათლებულ, მებრძოლი სულისკვეთების მქონე ადამიანს. ასეთი ადამიანების მარადისობაში გადასვლა უბრალოდ არ ხდება. მისი ნამუსიანი სიცოცხლე და აღსასრული დასტურია იმისა, რომ საქართველო უნდა გამთლიანდეს და გაბრწყინდეს. ამის სჯერათ თენგიზ აბსანძის ახლობლებს, მეგობრებს და ერთადერთ დას – მარინა აბსანძეს.
რუსლან გვასალია კიდევ ერთი სოხუმელი პირტიტველა ბიჭია, რომელიც ძმათამკვლელი ომის ქარცეცხლში გაუჩინარდა. ის
1976 წლის 8 ნოემბერს სოხუმში დაიბადა. სოხუმის მე-15 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში განაგრძო.
რუსლან გვასალია სოხუმის გარნიზონის სპეცდანიშნულების რაზმ „იუპიტერის“ შემადგენლობაში მოხალისედ ჩაეწერა. მეგობრები მას „მალიშას“ ეძახდნენ. რუსლანს აფხაზეთი ომის დაწყების შემდეგ წუთითაც არ დაუტოვებია, ბოლომდე მშობლიურ ქალაქში დარჩა. რუსლან გვასალია 1993 წლის 26 სექტემბერს უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ნიკოლაი ვასილის ძე გერაშენკო დაიბადა 1963 წლის 21
აპრილს უკრაინაში. წარმოშობით უკრაინელი, „სისხლის ყივილმა“
აფხაზეთში ჩამოიყვანა. მისი ძმა ვასილი, სოხუმელი ქართველების
მეგობარი და საქართველოს უდიდესი გულშემატკივარი იყო.
ომის დაწყების დღიდან ქართველების გვერდით იბრძოდა .ის
ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა
საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სოხუმის გარნიზონის სპეციალური დანიშნულების რაზმ „იუპიტერის“ დივერსიულ
ჯგუფში _ მებრძოლად.
ნიკოლაი 1993 წლის 20 აგვისტოს სოფელ შრომასთან მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. ეს
მისი უკანასკნელი ფოტოა, დაღუპვამდე რამდენიმე წუთით ადრე
გადაღებული.
ორივე ძმის გარდაცვალების შემდეგ მათი ადგილი ქართულ
ჯარში მათმა დამ დაიკავა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თვგანწირვისათვის ნიკოლაი გერაშენკო,
სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე დაბადებული 1954 წლის 23 მაისი, ეროვნებით ქართველი, განათლება – უმაღლესი.
1992 წლის 30 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის N42 ბრძანებით შეიქმნა სპეციალური დანიშნულების რაზმი „იუპიტერი“. 1992 წლის 31 დეკემბერს სპეცრაზმი „იუპირეტი“-ს მეთაურის N1 ბრძანებით კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე დაინიშნა პირადი დაცვის განყოფილებაში განყოფილების უფროსის მოადგილედ, სამხედრო წოდებით – უფროსი ლეიტენანტი.
კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლაში აფხაზეთის რეგიონში, კერძოდ ქ. სოხუმისათვის წარმოებულ ბრძოლებში და პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
1993 წლის 27 სექტემბერს მერაბ კვინიკაძემ დაცვის სხვა თანამშრომლებთან ერთად არ მიატოვა მინისტრთა საბჭოს შენობა. ბოლომდე იბრძოდა სოხუმის დაცვისათვის. მერაბ კვინიკაძე გმირულად დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შენობის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისაგან.
578 გვერდი წიგნი საქართველოსთვის
მამია (ხვიჩა) გივის ძე ლემონჯავა ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სოხუმის გარნიზონის სპეციალური დანიშნულების რაზმი „იუპიტერის“ სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფში მებრძოლად.
მამაცობითა და გამჭრიახობით გამოირჩეოდა. თანამებრძოლები მას სიყვარულით „ნინძას“ ეძახდნენ.
მამია ლემონჯავა 1993 წლის 18 სექტემბერს სოფელ თავისუფლებასთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თვგანწირვისათვის მამია ლემონჯავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
მამია (ხვიჩა) გივის ძე ლემონჯავა ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სოხუმის გარნიზონის სპეციალური დანიშნულების რაზმი „იუპიტერის“ სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფში მებრძოლად.
მამაცობითა და გამჭრიახობით გამოირჩეოდა. თანამებრძოლები მას სიყვარულით „ნინძას“ ეძახდნენ.
მამია ლემონჯავა 1993 წლის 18 სექტემბერს სოფელ თავისუფლებასთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თვგანწირვისათვის მამია ლემონჯავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ვაჟა ვახტანგის ძე სიჭინავა დაიბადა 1971 წლის 18 აგვისტოს ქალაქ თბილისში. 1992 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტი. 1992 წლის დეკემბრიდან ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სოხუმის გარნიზონის სპეციალური დანიშნულების
რაზმი „იუპიტერში~.
1993 წლის 13 აპრილს „იუპიტერის“ სადაზვერვო-დივერსიული
25-კაციანი ჯგუფი გადასროლილ იქნა „სოხუმჰესის“ მიდამოებში
სადაზვერვო ოპერაციის ჩასატარებლად. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად იქ იმყოფებოდა მტრის დივერსიული ჯგუფი. გაიმართა ხელჩართული ბრძოლა, სადაც „იუპიტერის“ მებრძოლებმა
მტერი გაანადგურეს. ვაჟა სიჭინავა სამხედრო ოპერაციის დროს
თავი როგორც მამაცმა, გულადმა მეომარმა გამოიჩინა.
ვაჟა სიჭინავა ამ ბრძოლის დროს გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ვაჟა სიჭინავა,
სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
ალექსანდრე დავითის ძე ფარცვანია დაიბადა 1955 წლის 15 დეკემბერს ქალაქ სოხუმში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების დროს, 1992 წლის სექტემბრიდან ალექსანდე ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სოხუმის გარნიზონის სპეციალური დანიშნულების რაზმ „იუპიტერის“ შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში. განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა15-16 მარტის ბრძოლებში. 1993 წლის აპრილიდან ალექსანდრე ფარცვანია მიავლინეს ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის რაულ ეშბას პირადი დაცვის უფროსად.
ალექსანდრე ფარცვანია დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს მთავრობის სახლის აღების დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ალექსანდრე ფარცვანია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
1993 წელს სოხუმში, მინისტრთა საბჭოში უგზოუკვლოდ დაკარგულები... გოჩიაშვილი დავით, ფარცვანია ალქსანდე, ქავთარაძე გიორგი.
ალექსანდრე დავითის ძე ფარცვანია დაიბადა 1955 წლის 15 დეკემბერს ქალაქ სოხუმში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების დროს, 1992 წლის სექტემბრიდან ალექსანდე ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სოხუმის გარნიზონის სპეციალური დანიშნულების რაზმ „იუპიტერის“ შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში. განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა15-16 მარტის ბრძოლებში. 1993 წლის აპრილიდან ალექსანდრე ფარცვანია მიავლინეს ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის რაულ ეშბას პირადი დაცვის უფროსად.
ალექსანდრე ფარცვანია დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს მთავრობის სახლის აღების დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ალექსანდრე ფარცვანია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
1993 წელს სოხუმში, მინისტრთა საბჭოში უგზოუკვლოდ დაკარგულები... გოჩიაშვილი დავით, ფარცვანია ალქსანდე, ქავთარაძე გიორგი.
ელგუჯა გივის ძე შარტავა 1992 წლის 1 დეკემბრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სოხუმის გარნიზონის სპეციალური დანიშნულების რაზმი „იუპიტერის“ პირადი შემადგენლობის პირადი დაცვის სამსახურში განყოფილების უფროსად, სამხედრო წოდებით _ კაპიტანი. აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში სოფლებთან: თავისუფლება, შრომა, გუმისთა, ბესლახუბა. ელგუჯა შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს ქალაქ სოხუმში საბრძოლო მოქმედებების დროს სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თვგანწირვისათვის ელგუჯა შარტავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით
გიორგი (გონერი) დარისპანის ძე შენგელია დაიბადა 1950 წელს ზუგდისის რაიონის სოფელ რუხში. ომის დაწყების პირველი დღეებიდან ჩაერთო აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. გიორგი შენგელია ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სოხუმის გარნიზონის სპეციალური დანიშნულების რაზმ „იუპიტერში“. ის აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში. 1992 წლის 18 აგვისტოს მდინარე გუმისთასთან, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ეშერის საცდელ მეურნეობასთან აფხაზი სეპარატისტები და დაქირავებული ბოევიკები გადმოვიდნენ შეტევაზე, რათა ხელსაყრელი პოზიციები დაეკავებინათ. ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ „იუპიტერის“ ჯგუფი კონსტანტინე ჯღამაიას ხელმძღვანელობით დაუყოვნებლივ გავიდა ოპერაციაზე. გამიართა სისხლისმღვრელი ორათაბრძოლა. ამ შეტაკების დროს გონელი სიჭინავა გმირულად დაიღუპა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თვგანწირვისათვის გიორგი შენგელია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
უფროსი ლეიტენანტი დიმიტრი ტარიელის ძე ჭურღულია დაბ. 1951 წელს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის გენერალ-მაიორ თ. ნადარეიშვილის 1992 წლის 22 დეკემბრის ბრძანებულებით შეიქმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამთავრობო და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის სპეციალური განყოფილება.
დიმიტრი ტარიელის ძე ჭურღულია საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე ჩაება ბრძოლაში. 1992 წლის დეკემბერში ის ჩაირიცხა ზემოთხსენებულ განყოფილებაში სპეციალური დანიშნულების ჯგუფის «იუპიტერი» ასეულის უფროსად. დ. ჭურღულია კეთილსინდისიერად და ხარისხიანად ასრულებდა თავის მოვალეობას, იყო მომთხოვნი თავისი თავისა და მებრძოლების მიმართ.
დიმიტრი ჭურღულია მონაწილეობას ღებულობდა რიგ საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ ქ. სოხუმზე თავდასხმის დროს 4-6 იანვარს, 14-16 მარტს, გუმისთის მიდამოებში, სოფელ შრომასთან, ცუგუროვკაში და ტამიშში.
1993 წლის სექტემბერში აფხაზ სეპარატისტთა და მათ მიერ დაქირავებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ მთავრობის შენობაზე განხორციელებული შემოტევის დროს, დიმიტრი ტარიელის ძე ჭურღულიამ გამოიჩინა მამაცობა, სიცოცხლის ბოლომდე იგერიებდა მტრის შემოტევას. ძალთა არათანაფარდობის გამო, ბევრი მეომარი გმირულად დაიღუპა. მათ შორის დიმა ჭურღულიაც, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს ერთიანობას.
მიხეილ კოკაია გარდაიცვალა 1993წ სოხუმი აფხაზეთი
საძაღლეთს~ ძაღლმაც ვერ გაუძლო მხოლოდ ქალაქი ვერ შეძლებს თავის თავს გაექცეს, წავიდეს იმაზე შორს, ვიდრე შეშლილი სინამდვილეა, ადამიანებისგან ასე გაშიშვლებულ-დამძიმებული. ჰადესის მსგავსად, ამ ჯოჯოხეთშიც ასრულდება ყველა მათგანზე მოწამებრივი განაჩენი. არადა, სად, მილეთის რა განზომილებაში მოქცეულა უფლის თვალი, ყოვლისმჭვრეტი, ახლა კი თითქოს ასე უმზირალი?!
ამ უთავბოლო აგონიაში დასასრულს განა ვინ იპოვის მათთვის და გაურბიან ტყვიებს, ჭურვებს, გრუხუნს, შიშს, გაურბიან მიტოვებულნი, ლტოლვილობისთვის ასე გამეტებულნი, უკვე უპოვარნი; ვით ზიდონ სიყვარული უსიყვარულოდ, იმედი უიმედოდ?.. გადასწრებაზეა დიდი და პატარა, ქალი და კაცი, იცლება ალმოდებული ქალაქი, იკარგება ბავშვობის ქუჩები, ნაცნობი უბნები, ბიჭბუჭების მოსახვევები; გაურბიან ისინი. სიკვდილამდე სიცოცხლის წამები მიარბენინებთ ღვთისა და, მაინც უფრო, ადამის მოდგმისგან დასჯილთ. მოძულებულთ. შიშველი ხელებით ტყვიებთან და სიკვდილთან (და არა მტერთან) `გამარჯვებული“ ბავშვებითა და ქალებით, მოხუცებითა და დაჭრილებით სავსე კატარღებიდან იწყება სოხუმელების ყველაზე ცრემლიანი `მოგზაურობა“, ნაპირებთან დაბრუნების უუფლებობით. ამ `საძაღლეთს“ თურმე ძაღლმაც ვერ გაუძლოო და ჭიშკრიდან პატრონს გაკიდებია მოცახცახე და შიშისაგან კუდაპრეხილი. და მერე, როცა დაეწია, მის ფეხებთან დაცემულა. ინფაქტით მომკვდარა ის ძაღლი. და ამ დროს შენ, ადამიანს, გაიძულებენ იყო ძაღლზე უფრო მგელი, იყო მავანთა სცენარით დაწერილი სასტიკი წარმოდგენის მონაწილეც და მკვლელიც, შენს ფეხებთან გულგამსკდარი ძაღლივით ზედმეტი. იმ დილით ნადენი ცრემლების ნაჟური თუ იყო ცვარნაპკური ბალახი სოხუმში. მისანმა ავგურებმა, ამხდენია კვირაძალის სიზმარი. ცის ბინადართაც ავად ენიშნათ ულაზათო და მოხატული კამარა და მოუქნელი ირაო, ზღვის პაწია, ბეღურასებრი ჩიტუნების გაუჩინარება მაშინ, როცა მიქცევას ეპირებოდა ტალღებდამცხრალი ზღვა. იმ დღეს, ენკენისთვეში, ჯვართამაღლებას დაიკარგა ის ჩვენი სოხუმი, ჩაიძირა `მონტე-კარლოსთან“... `სტარი პოსიოლოკთან“... `ლეჩქოფთან“... მაიაკთან... წითელ და თეთრ ხიდებთან... `ბრეხალოვკასთან“... `პიტაჩოკთან“... სინოპთან... ფუნიკულიორთან... ბესლეთთან... თამარის ხიდთან... ქუჩა-ქუჩა დატოვებულ ტკივილთან ერთად. ვწერ და გული მეთანაღრება: საიდან უბნების ამდენი რუსული სახელწოდება? იქნებ, მაშინ დაიწყო სოხუმის დაკარგვა, როცა უცხო ტოპონიმი ასე გვეძალებოდა _ ესეც ხომ ჩვენი სისუსტის ბრალია! ესეც ხომ დათმობაა, უჩუმარი სენი, რამაც აქამდე მოგვიყვანა. მიხეილ კოკაია ვით ზიდონ სიყვარული უსიყვარულოდ ვით ზიდონ სიყვარული უსიყვარულოდ 583
უნდა დასრულდეს ერთად ყოფნა მიშას მით უფრო მაშინ არ შეშლია არაფერი, როცა ყველაზე მეტად საკუთარ თავს ვერ აპატიებდა შეცდომას; და ის თხოვნისთვისაც მზად იყო და ბრძანებისთვისაც, ოღონდაც შორს ყოფილიყვნენ მისგანაც და. სოხუმიდანაც, მისი ოჯახის წევრები, ახლობლები, ამ ჯოჯოხეთიდან, ღალატიდან. თავისი გულივით დიდი და კეთილი თვალებით იმ დღეს მიშა ყველაზე მეტად ჰგავდაო თავის თავს _ დიდ ბავშვსა და ომის მიუხედავად, მაინც ინტელიგენტს.
როცა ქვეყანაში სხვადასხვა მენტალიტეტის პოლიტიკურ ქოსათა ხელოვნურ ქაოსში დაკარგული ტერიტორია და უდანაშაულო
ადამიანთა მსხვერპლი ისტორიის ავბედობითაა ახსნილი, საუბედუროდ, ქვეყნისა და სამშობლოს პარალელები ნაკლებად კვეთს ერთმანეთს.
ამიტომაც არსებობს მიშა კოკაიას, ასეთი ბიჭების წილი სამშობლო. თუნდაც, ლამაზი სადღეგრძელოთი ზეაწეული (როგორც მიშას
ჩვეოდა, თურმე); ჩემი და შენი ზიარი განცდაა იგი და ცოტაც დაგანახებდა და ჩაგაფიქრებდა, ალბათ, მაინც ისეთი. დაკარგულ ქვეყანაშიც კი _ სამშობლოს მიშასნაირები არასოდეს კარგავენ.
სიკვდილი საშიში არ არისო: როცა შენა ხარ, ის შორსაა, როცა კი მოდის, შენ არა ხარ უკვეო. მაგრამ უცნობი ოპერატორი (ამბობენ, ყაბარდოელი) სულ სხვა რამეს დააფიქსირებს: დგანან ისინიც, `უშიშარნი და გულით უძრავნი“, და ისინიც: ერთად მოცეკვავე _ მოხორხოცე მტერი. ნაგაზის ზნის ადამიანები
(როგორც უწოდა მათ ერთ-ერთ ჟურნალისტმა) ვერასოდეს გაიგებენ, ამ კადრების შემყურეს რატომ გეუფლება უჰაერობა, ჩაკეტილი სივრცის განცდა...
მიშა კოკაია მათ შორის არ არის, მაგრამ `კადრსმიღმა სიუჟეტში“, _ რუსი გენერლების _ სიგუნტიკების, სოროკინების, ჩიდრანოვების, კონდრატოვების დადგმულ სპექტაკლში, სადაც მართალი ტყვიების კაკანია და არც სიკვდილს თამაშობს ვინმე, ბოლომდე ჟიული შარტავას გვერდით დგას მისი თანაშემწე მიშა კოკაია; გურამ გაბისკირიასა და ჯუმბერ ბეთაშვილის, რაულ ეშბასა და საშა ბერულავას, შოთა ფაჩუაშვილისა და დიმა ჭურღულიას, ვახტანგ გეგელაშვილისა და არიკ შენგელიას, მერაბ კვინიკაძისა და მამუკა ლაშხიას, ვახტანგ და ალექსანდრე ფარცვანიების, თემურ ჯორბენაძისა და ზურაბ დობორჯგინიძის, სხვათა და სხვათა დაუთმობელ ომში, სადაც ყველა წინა ხაზზეა, მიშა კოკაიაც. მაგრამ, მერე რა მოხდა და სად და რატომ გაიყარა მათი გზები, ჭირს პასუხის გაცემა. ერთი კია: მიშას არ მიუტოვებია მთავრობის სახლი, ჟიული შარტავა, თანამებრძოლები. არც `მიშას მსგავსი ქვეყანამ ომში არ უნდა გაუშვას. თუ ასეთი ბიჭები უგზო-უკვლოდ დაგვეკარგებიან, მაშინ ვინ უნდა მისცეს ზნეობის ყოველდღიური მაგალითი! მე არ გამოვრიცხავ, რომომსაც სჭირდება ინტელექტი. ჩვენი არმიის არაინტელექტუალობამ საქართველოს ძალიან ცუდი სამსახური გაუწია... მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ მიშასთანა ხალხი წინა ხაზზე არ უნდა იდგეს ავტომატით ხელში... მთელი ის 10 დღე-ღამე, რაც ჩვენ მინისტრთა საბჭოს შენობაში გავატარეთ, მიშას ერთი ხმამაღალი სიტყვა არ დასცდენია და, საერთოდ, ბოლო წუთამდე, სანამ ჩვენი გზები გაიყრებოდა, აღელვება და პანიკა არ შემიმჩნევია“,
_ დაწერს მოგვიანებით აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ყოფილი სახელმწიფო მრჩეველი _ თამაზ გაბუნია. მიშას ახლობლებთან და მეგობრებთან შეხვედრის შემდეგ ამეკვიატა რატომ არ ვიცნობდი მიშას? როდის იჩენს გულმოწყალებას უფალი: როცა ისე ჩაივლი ასეთი ადამიანების სიახლოვეს, რომ ვერასოდეს გაიგებ, რა `ცოტა ბევრი“ დააკლდა სულს; თუ სწორედ მაშინ, როცა შენს შვილს, ძმას, მეგობარს, ახლობელს მიშა კოკაია ჰქვია და მერე მოვა ის საბედისწერო დღე, როცა ძალიან მოგინდება, რამე მაინც მოხდეს გასული რიცხვით. იმ დღეს, ჯვართამაღლებას, ფრთებშეტრუსული იკაროსივით ჩაეშვება ზღვაში მზის სხივები, რომ უიმედო იმედიც აღარ შეგრჩეს; უნდა გასრულდეს ერთად ყოფნა, რომ ტანდაბალი ოლეანდრის ერთი ფოთოლიც, პალმის ჩრდილიც კი არ მიიჩნიო აქ შენად.
584 გვერდი წიგნი საქართველოსთვის
`როგორია უფსკერო, ღრმა თვალები~
ზურიკო კოკაია, მიშას ძმა ჩვენს შორის 4 წელია სხვაობა, მაგრამ თავი მომწონს, როცა შემიძლია, თავი მოვიწონო: მე მყავს უფროსი ძმა. მიშა მარტო წლებით როდი მისწრებდა. ის ჩემთვის მიხაა, მე კიდევ მისთვის ზუხა, (მარტო ჩვენ ვეძახით ასე ერთმანეთს). მიშა ერთადერთი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, რომლისგანაც არასოდეს მსმენია ქათინაურები; არადა, მან `გამომძერწა“, როგორც პიროვნება და როგორც მხატვარი. ერთი სათავიდან მოდის ჩვენი ასე უცვლელი ძმობაც და მეგობრობაც. მე ის მაშინაც მენატრებოდა, როცა გვერდში მყავდა, ახლა, მით უფრო, ვერ ვერევი ასე ვერმორეულ განცდას.
თემები არ ილეოდა. მიშასა და მამასთვის მსჯელობის საგნად მაინც პოლიტიკა რჩებოდა;
სატკივარი და სათქმელი უკვე დროს მოეტანა.
საღამო ერთად ყოფნის გამო გვიყვარდა,
ერთმანეთთან დაშორება კი ძილის გამოც არ გვეთმობოდა. მეზობლის ნათურაც _ უკვე არსად ენთო, ჩვენ კი, ბუხართან მოფიცხებულებს,
სალაპარაკო არ გველეოდა. რაზე არ ვსაუბრობდით, რას არ ვიგონებდით!.. ახლაც ისევე განვიცდი ზამთრის იმ უსასრულოდ გრძელ ღამეებს.
გამორჩეულად კარგი კლასი ჰყავდა. წლების მერეც ბევრი იხსენებდა, ბევრი აქებდა ამ გამოშვებას. მოდით, ჩვენც დავაფიქსიროთ:
პირველი საშუალო სკოლა, 1971 წელი. სკოლას ამთავრებდნენ. უკანასკნელი გამოცდის შემდეგ, ჩვეულებრივ, სანაპიროს მიაშურეს; ზღვა ხომ
ჩვენი სიგიჟე იყო. ორ-სამ ბიჭთან ერთად მიშასაც გაუცურავს ზღვაში. როცა გული იჯერეს ტალღებთან ყოფნით, რაღაც ხომ უნდა მოეფიქრებინა `მიშასებური“ და... ნაპირზე დარჩენილი თანაკლასელი ბიჭების გამოჯავრება დაუწყია. ფაქიზი და უბოროტო იუმორის გამო ამ ამპლუაშიც ხალასი რჩებოდა. გამოჯავრება ასე არ უნდაო და...მოხდა ყველაზე გაუთვალისწინებელი რამ: ნაპირიდან მიშას `დასაშინებლად“ ნასროლი ერთ-ერთი კენჭი მართლაც არ ასცდა მიზანს... სისხლმა იფეთქა გახეთქილი შუბლიდან და წამებში გაუჩინარდა კიდეც მიშა ზღვის
ტალღებში. გოგონების წივილ-კივილში ერთი მეორის მიყოლებით ჩამხტარან წყალში ჰალსტუხიანი ბიჭები და გამოუყვანიათ გონწასული
მიშა. ორი წლის მანძილზე ვერავინ გაიგო, თუ ვინ იყო იმ `ნავსიანი კენჭისა“ თუ დღის ავტორი. ეს ამბავი მერე შემთხვევით `გასკდა“. ასე `შეუნახეს“ ნამუსი ვახო ჩიკვატიას მიშამ და მისმა მეგობრებმა. ასეთი კლასის, ამ სისუფთავის ფონზე გაიზარდა მიშა. ამით ის ძალიან ამაყობდა.
პოეზია იმდენად, უყვარდა. ლექსი მუდმივად მაკლიაო, ამბობდა. სიმღერების ტრფიალიც იყო, მაგრამ არც სმენა ჰქონდა და არც ხმა. განსაკუთრებული `ნიჭით“ მოსმენა შეეძლო მხოლოდ. მე რომ უნდა მეხატა, ესეც მიშამ გადაწყვიტა.
დიდ ოთახში, სადაც ბუხარი გვქონდა, მამას `სეკრეტერი“ იდგა, ასე ვთქვათ, ოჯახის პირადი არქივი. ვერავინ ბედავდა, გადაეტრიალებინა ის გასაღები, რომელიც მუდამ ზედ ჰქონდა. მიშას უფრო ადრე მიუჩინეს იქ მისი `განყოფილება“. ჩემი სექცია კი `სეკრეტერში“ ცოტა მოგვიანებით გაჩნდა. ახლაც მაწვალებს ის `გაჩუმება“: ერთხელ `სეკრეტერთან“ ფურცელი ვნახე დაგდებული; მიშას ლამაზი კალიგრაფია ვიცანი და გავაკეთე ის, რისი უფლებაც
არ მქონდა _ წავიკითხე იგი: `სიკვდილის ჟამს შემიძლია, ვთქვა, რომ ვიყავი ბედნიერი: რამეთუ მიყვარდა“. ეს ფურცელი ახლაც ჩემთანაა. უცნაურად ლამაზი ფერის დიდი თვალები ჰქონდა მიშას; გამჭვირვალე მომწვანო-ზურმუხტისფერი, მაგრამ, იცით, როგორია უფსკერო, ღრმა თვალები? ისეთი, მიშას რომ ჰქონდა სულის სარკედ. და მერე ერთ დღეს აღმოვაჩინე კიდეც: მის თვალებსა და გონებას შორის არ არსებობს ზღუდე: გეგონება, კავშირი საოცრად გაადვილებულია; ისე ხედავ და აანალიზებ, რომ კონტაქტი დროსა და მანძილს შორის მინიმუმია. მიშა ნებისმიერ ინფორმაციას აღიქვამს უზუსტესად და უსწრაფესად. მერე უკვე ამით აიხსნება მიშას გამორჩეულობაც და აზროვნების ღრმად ანალიტიკური უნარიც. მაგრამ ყველაზე პარადოქსული სხვა რამეა: არაორდინალური, გამჭვირვალე სივრცით (კედელი ხომ არ არსებობს) ადვილად კითხულობ მიშას თვალებს და
ხედავ უფსკერო სიღრმეს. ეს მიშას სულია, ასე გადახსნილი და გაშიშვლებული. მიშას მონატრებას ერთი საზომი აქვს: ლოდინი დაბრუნებისთვის. იცით, ეს ჩემთვის რა არის? ერთხელ დამესიზმრა, რომ უანგაროდ ვიძლეოდი თუ ვიღაცას ვჩუქნიდი ჩემს ცალ ფეხსა და მკლავს, ისიც მარჯვენას, ფუნჯიანს. ამპუტაციას უნარკოზოდაც დავთანხმდი, მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვიყავი. მე ვიცოდი, რომ საოპერაციოში მიშა მელოდებოდა. სიზმარი არ ერქვა ამ სიცხადეს.
ვით ზიდონ სიყვარული უსიყვარულოდ
`დამარცხებული მიშა კოკაია ვერ წარმომიდგენია...~
კობა ბენდელიანი, ჟურნალისტი ომის დაწყება-არდაწყების სამართლიანობაზე დღეს ბევრი ლაპარაკობს; მაგრამ მე ნამდვილად არ მინდა, დავემსგავსო იმ ადამიანს, უკანა რიცხვით რომ არიან დაბრძენებულები და მერე უკვე შექმნილი სიტუაციის მიხედვით მსჯელობენ: არგუმენტებს უხმობენ ან ერთი, ან, პირიქით, მეორე პოზიციის მხარდასაჭერად. ომი არ არის მარტო სიკვდილი და ნგრევა, იგი დიდი გამოცდაა თითოეულისათვის` საკუთარი სიძლიერის გამოცდაა იგი, რომელსაც ზოგი წარმატებით აბარებს, ზოგიც ვერა. მიშა კოკაია ნიუანსებშიც არ იჭრებოდა. მეგობრები არ გვერქვა, მაგრამ ომამდეც და, მით უფრო, ომის დროს ხშირად ვიყავით ერთად. ჩვენი დაახლოება აზრთა თანხვედრამაც განაპირობა.
უბედურება ამ შემთხვევაში მარტო იმით კი არ განისაზღვრება, რომ მიშა დავკარგეთ. როცა მოვლენები ისე ვითარდება, რომ გვერდით უკვე აღარა გვყავს მიშასნაირი ადამიანი, უაღრესად ლოგიკური და გონიერი, უნებლიედ გებადება კითხვა: ნუთუ ამდენად არაობიექტურია ცხოვრება? ბევრი იყო სოხუმში, თუნდაც, აფხაზეთში, ისეთი იმიჯისა და ავტორიტეტის მქონე ოჯახი, რომელსაც მოეკითხებოდა კიდეც `ქართული ამბების“ შუაგულში ყოფნა; მაგრამ მათ შორის, არცთუ ცოტა, რატომღაც გვერდზე დგომას ან, უკიდურეს შემთხვევაში, გაჩუმებას ამჯობინებდა. მიშამ ეს ვერ შეძლო, მიშამ, რომელიც
მართლა ისეთ ოჯახში გაიზარდა, რომ სხვაგვარად მოქცევის უფლება არ ჰქონდა. ბუნებით რბილი და შინაგანი ინტელექტით დამუხტული პიროვნება იყო, მაგრამ პოზიციის გამოხატვის დროს საოცრად პრინციპული ხდებოდა; მეტიც, იოტისოდენასაც არ დაგითმობდა. მაგრამ ინტელიგენტურად, ევოლუციურად, ასე ვთქვათ, რევოლუციური ხმაურის გარეშე აღწევდა მიზანს. ის რუსი მას უფრო აპატიებდა ეროვნული ნიშნით თავდასხმას, ვიდრე ნებისმიერ გულიან ქართველს, რომელიც კი მას ოდესმე ჯიქურად დალაპარაკებია. ძნელად თუ დაასახელებ სხვა ადამიანს, რომელიც ასე ორგანიზებულად და ასე მობილიზებულად, ასეთი გაცნობიერებული პასუხისმგებლობით ხსნიდა ყოველ თავის ქმედებას, გადადგმულ ნაბიჯს. მოტივაცია მუდამ ერთნაირად დამაჯერებელი ჰქონდა, როგორც საქმეს სჭირდებოდა. ის ერთი წელი სახლი არ ახსოვდა და კარი. 5-6 კაცის საქმეს აკეთებდა და აკეთებდა
უხმაუროდ. რომ იტყვიან, ათასად იჭრებოდა, ოღონდაც ომის დუხჭირი ყოფა შეემსუბუქებინა ადამიანებისათვის. ოღონდაც იქ ყოფილიყო, სადაც ელოდნენ. ომამდეც და, განსაკუთრებით, ომის დროს, სამთავრობო დონის დოკუმენტები არა მარტო მის ხელში გადიოდა, არამედ თავად მუშაობდა მათზე. მიშას მიერ მომზადებული სამთავრობო დოკუმენტები იმდენად არგუმენტირებული იყო, რომ წუნს ვერ უპოვიდი. მე მიშას ერთხელ `ბისმარკიც“ კი ვუწოდე (რა თქმა უნდა, არა მარტო მისი დიდი შუბლის გამო). 19 სექტემბერია. მინისტრთა საბჭოს შენობაში ვართ (იმ დღეს გაეროს წარმომადგენლებს
ვახლდით). ქალაქში უკვე საშინლად დაბნეული და უმწეო სიტუაციაა. ჭირს პროგნოზის გაკეთება. ოთახში ვართ მიშა, ბიჭები შარტავას დაცვიდან და მე. ბუნებრივია, რაც იქნება ჩვენი საუბრის თემა: რა მოხდება ერთი საათის მერე, ხვალ, ზეგ? ვერც ვამჩნევ, როგორ გადავყავართ დაცვის ბიჭებიდან ერთ-ერთს, კერძოდ კი, მერაბ კვინიკაძეს (ჯიჯის _ მას ყველა ასე იცნობს) განწყობის სხვა ტალღაზე და ყველაფერი როგორ რადიკალურად იცვლება.
აქ მცირე ექსკურსს გავაკეთებ: სოხუმელებს კარგად ახსოვთ მინისტრთა საბჭოს შენობის წინ აღმართული ყველა კომუნისტის უპირველესი ბელადის ძეგლი. ყოფილი კავშირის მასშტაბით აგორებულ პოლიტიკურ ვნებათაღელვას მაღალ პოსტამენტზე ` მდგარი „ ჩვენი ლენინიც“ გადააყოლეს. მარმარილოს კვარცხლბეკზე ძეგლის ნაცვლად ჩასვეს 15 ბოძი; ძალიან ცოტა ხანს ფრიალებდა კიდეც `ძლევამოსილი ურღვევი კავშირის“ ნირშეცვლილი საბჭოთა დროშები.
სწორედ ამ ბოძების პირდაპირ, ფანჯარასთან დგას ახლა ჯიჯი და იქითკენ იყურება, თან ბოძებისკენ იშვერს ხელს. ცდილობს, დამაჯერებელი იყოს მისი გამოხედვა, სიტყვა: ვინ იფიქრებდა, რომ ასე შეტრიალდებოდა ყველაფერი? მაგრამ, ეტყობა, მართლა მოვიდა ჩვენი დროც, დროშების ნაცვლად ჩვენი `აფრიალების“ დრო. რა ხანია, ვაკვირდები და მაინც მგონია, რომ მარჯვნიდან მესამე ბოძი ცოტა უფრო განსხვავებულია. სწორედ ის ბოძი ავირ-
586 გვერდი წიგნი საქართველოსთვის
ჩიე ჩემთვის. წითელი კვერცხი, მგონია, არც შენ ხარ; მიშა, დროა, არჩევანი გააკეთო. მაინც რომელ ბოძზე გინდა, დაგკიდონ? მიშა, რომელიც არც ერთ სიტუაციაში არ კარგავს იუმორის გრძნობას, ღიმილით ეუბნება ჯიჯის: სულ ტყუილა გაქვს რაიმეს იმედი, ჯიჯი. დამიჯერე, ვერანაირი გაბარიტის ბოძი
შენ ვერ გაგიძლებს!
ყველას გულიანად გვეცინება (ჯიჯი ფიზიკურად მართლაც დიდი, ტანსრულია, მარტო გული აქვს ბავშვივით ჩვილი).
თუ ძლიერი ხარ, დამარცხების შემთხვევაშიც შეინარჩუნებ ღირსებას. დღეს ძალიან ბევრმა დაკარგა რეალობის შეგრძნება და არ გვანან იმ ადამიანებს, დინჯად, მაგრამ ენერგიულად რომ მართებთ ქვეყანასთან, მის მომავალთან შეხიდება.
დამარცხებული მიშა კოკაია ვერ წარმომიდგენა. `არ გვაქვს უფლება, მიშა არ გვყავდეს...~ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი ეთერ ასტემიროვა
მთელი ომი, რომ იტყვიან, ერთად გავიარეთ. მინისტრთა საბჭოს შენობაში გატარებული ბოლო დღეები კი თითოეული ჩვენგანისთვის ბევრი რამის გადაფასების და, რაც მთავარია, ერთმანეთის ბოლომდე შეცნობის უმძიმესი პერიოდი იყო. ჩამითვალონ პათეტიკურად, ოღონდაც დამიჯერონ: მე დღეს შესაძლოა, მიშას ნაჩუქარი წლებით ვცხოვრობ. მიშა სწორედ მაშინ გავიცანი, როცა აფხაზეთში აგორდა უკმაყოფილების ტალღა და სეპარატისტთა გეგმაზომიერ ქმედებას საშიში ხასიათი მიეცა. მინისტრთა საბჭოში ქართულ დეპუტაციასთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ იყო. იმ დღეს ის ჩვენთან საქმიანი, კონკრეტული წინადადებით მოვიდა. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, სოხუმის უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის კათედრის დოცენტი _ მიშა კოკაია _ ამ დროს სოხუმის აკუსტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (`ატოლ“- ის) დირექტორის მოადგილე იყო. ინსტიტუტს რუსეთი აფინანსებდა, და ბუნებრივია, რომ სამხედრო მნიშვნელობის კვლევითი სამუშაოები სანახევროდ გასაიდუმლოებულ-დაშიფრული იყო. მიშას წინადადება _ უნიკალური აპარატით აღჭურვილი `ატოლ“-ის სამხედრო გემები _ `ვექტორი“ და `მოდელი“ (გემებს სადაზვერვო ფუნქციაც ჰქონდათ) გადმოსულიყო ჩვენს დაქვემდებარებაში და ჩვენი აკვატორიის სამსახურში ჩაეყენებინათ. მართლაც, დროული იყო. თუმცა, ისიც იცოდა, რომ სათანადო ზემოქმედებითი ლობირებითაც არ იყო ადვილი ამ საკითხის დადებითაც გადაწყვეტა. საბოლოო პასუხი მაინც მოსკოვიდან უნდა მისულიყო. მიშასნაირებს ღმერთი იცავს. ასეთები ნაკლებად შეგხვდება ცხოვრებაში. უბრალოდ, ძალიან უნდა გაგიმართლოს. ვერავინ შეძლებს, თუნდაც, ერთი სიტყვით მასზე აუგის თქმას. ის ბევრ ჩვენთაგანზე მაღლა იდგა და არასოდეს არაფრით ხმაურობდა. საინტერესო იყო მასთან ურთიერთობაც, საუბარიც. მიშას გვერდით ბევრად უფრო კარგი ჩანდი, ვიდრე სინამდვილეში იყავი. არავის გვაქვს უფლება, მიშა არ გვყავდეს, დავკარგოთ, არ დავიბრუნოთ ღირსებისათვის დაბადებული კაცი. იმ ერთი წლის მანძილზე მიშა, 25 სექტემბერს პირველად ვნახე აფორიაქებული და წონასწორობადაკარგული, როცა გვიან ღამით ჩემს კაბინეტში შემოვარდნილმა (მინისტრთა საბჭოს შენობის მესამე სართულზე) დამიყვირა: `როგორ, თქვენ კიდევ აქ ხართ!? გაიყვანეთ ქალები შენობიდან!“ _ მიშა კატეგორიული იყო, ერთიანად ცახცახებდა. თუმცა, ქალაქსა და ჩვენს შენობას აყრუებდა დამანგრეველი ხმები, მაგრამ ჯერ არ ვიცოდით, რომ სოხუმის ბედი უკვე გადაწყვეტილი ყოფილა. ბრძანებას დავემორჩილეთ. რაისა ქარაია და მე თავის ბინაში გაგვაგზავნა. ინტენსიური დაბომბვების გამო ახალი რაიონი, სადაც მე ვცხოვრობდი, უკვე თითქმის დაცლილი იყო მოსახლეობისგან. მიშა კი მეორე ბოლოში, ქალაქის შესასვლელთან, ცნობილ `თეთრ სახლში“ ცხოვრობდა.
26-ში შუაღამისას მოვიდა მიშა გია ბარამიძესთან და ერთ-ერთ თანამშრომელთან, ლაშა ქაჯაიასთან ერთად. მოულოდნელი ვიზიტი უცხო არ არის ომის დროს, მაგრამ ჩვენ სხვა რამემ გაგვაოგნა: მიშა უცნაურად გამოიყურებოდა, სიტყვაც არ დასცდენია, ისე მოიარა მთელი ბინა, ოთახები. სადღაც შეჩერდა, რაღაცას ამოწმებდა. დადიოდა, კრიჭაშეკრული, მონუსხული. გეგონებოდა, თავის თავს არ ეკუთვნოდა და ვიღაცა დაატარებდა. ისე ვაკვირდებოდი, თითქოს მისი ნაბიჯების დამახსოვრება მქონდა გადაწყვეტილი. როგორც არასდროს, ისეთი გამოუცნობი, თვალები ჰქონდა. ვით ზიდონ სიყვარული უსიყვარულოდ 587
ხმას არც მე ვიღებდი. არადა, ასეთ დროს ყველაზე მეტად გინდა, იმათხოვრო ის რამდენიმე სიტყვა, რომელიც ამოსუნთქვის, ცოტა ხნით მაინც გადარჩენის საშუალებას მოგცემს. გასვლის წინ შემოსასვლელში,ზღურბლთან გაჩერდა. ასე ვერ გავუშვებდი, რაღაცას თუ არ ვიტყოდი, რაღაცა უნდა მექნა. და უცებ მოვიხსენი გულზე დაკიდებული დიდი ვერცხლის ჯვარი, ომის დროს ჩვენს ეკლესიაში ნაკურთხი. მივედი და ხელში ჩავუდევი. თითქოს ტვირთი მომხსნესო, რაღაცა მომეშვა. უკვე რაიმეს თქმის სურვილი დავკარგე, დუმილი მასაც არ დაურღვევია. გაბრუნდა და წავიდა.
მეორე დღეს, 27 სექტემბერს, დაახლოებით, დღის პირველ საათზე რეკავს. ყურმილს მე ვიღებ. ეს ის დროა, როცა მთავრობის სახლი მთლიანად ალყაშია და ჟიული შარტავამ უკვე ბრძანება გასცა შენობის დატოვების შესახებ; როცა ჩვენ ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცით.
ასე ერთგულებისგან ყველანი შორსა ვართ. ეთერ, აუცილებლად უნდა წახვიდეთ,“ _ მესმის მიშას ხმა (ჩემს გარდა მის ბინაში სხვებიც იყვნენ: რაისა ქარაია, რუსუდან ქორჩილავა, ლაშა ქაჯაიას დედა და თავად ლაშა, რომელიც მიშამ, თურმე, იმ ღამეს ქალაქიდან ჩვენს გასაყვანად დატოვა). `სად?“ _ ვეკითხები მექანიკურად და წარმოდგენაც არა მაქვს, რომ სადმე მართლა უნდა წავიდეთ. `თუნდაც, რაისასთან, გულრიფშში, მერე კი...“ მცირე პაუზის შემდეგ მესმის: `მერე იქიდან წადით“. მთელი ომის მანძილზე ასე არ შემშინებია. ვხვდები, რომ საქმე უკვე ძალზე ცუდადაა: `მიშა რა
ხდება, არაფერი დამიმალო. გავიგე და მართალია, რომ 150 კაცამდე დამხმარე ძალა მოგივიდათ?“ მისი განსხვავებული ტონალობა ცუდად მენიშნა: `ხო, დამშვიდდით, დამშვიდდით; ჩვენთან მოვიდნენ, მაგრამ თქვენ აუცილებლად უნდა წახვიდეთ. მერე ჩვენც წამოვალთ...“ არ შევმცდარვარ: მიშა იტყუებოდა და იტყუებოდა, ალბათ, ცხოვრებაში პირველად. ხშირად არ ხდება ასეთი: სხვა გაიხსენო მაშინ, როცა კაცსაც და ღმერთსაც დავიწყებული ჰყავხარ. ეს მიშამ შეძლო.
გულრიფშიდან ჭუბერისკენ ავიღეთ გეზი. წებელდის სიმაღლიდან ვნახეთ, როგორ იწვოდა დაცემული სოხუმი. დიდხანს ფეხი არ მოგვიცვლია იქიდან. ჟიული შარტავას ველოდებოდით, მიშა კოკაიას, ჯუმბერ ბეთაშვილს, გურამ გაბესკირიას, რაულ ეშბას, საშა ბერულავას, დიმა ჭურღულიას, `დაცვის ბიჭებს“, `თბილისელ ავღანელებს“, ...საზარელი სანახავი იყო ცაში მოწყობილი `სპექტაკლი“ _ ფეირვერკის კორიანტელი.
მოვუყვებოდი აღმართისკენ თოვლჭყაპიან ქარაფებს და მიშაზე ვფიქრობდი.
`სოხუმივით ქალაქი ჩემთვის ისევ სოხუმია...~
გია გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი არ არის ადვილი მიშა კოკაიაზე ლაპარაკი, იმ პიროვნების შეფასება, რომლის შესახებ
საუბარი დღეს ცოტა დაგვიანებულადაც მეჩვენება, ყველაფრის ისე ზუსტად და ლამაზად თქმა, თავად რომ იმსახურებდა მას.
მასშტაბური ხედვა ჰქონდა და სამხედრო საიდუმლოების ფარგლებში მისი კომპეტენტური მოსაზრებები მისაღები, გასათვალისწინებელი იყო. მაგრამ თავდაცვის სამინისტროსათვის შეთავაზებული არაერთი საქმიანი წინადადება რეაგირების გარეშეც დარჩენილა. მოუმზადებელი ომის მხედარმთავრებისათვის ბევრი რამ ან მართლაც გაუგებარი იყო, ან წინადადების `არმიღება“ უბრალოდ ტაქტიკური სვლისთვის იყო `საჭირო“; როცა განიარაღება დაიწყო და ე.წ. `ცნობილი მშვიდობა“ დაგვიბრუნდა, მიშას არ უნდოდა მინისტრთა საბჭოში დაბრუნება. მაგრამ, როდესაც ომი ისევ განახლდა, სხვანაირად მოქცევის უფლება უბრალოდ უკვე ვერ მისცა საკუთარ თავს. მიშას ინიციატივით მცირეგაბარიტიან გემზე აყენებენ `ДШК“ -ს. სუფთა ენთუზიაზმზე ქმნის ზღვის თავდაცვის სამსახურსაც.
ომის დაწყებისთანავე `ატოლ“-ში (სოხუმის სამეცნიერო-აკუსტიკური ინსტიტუტი), სადაც ის მუშაობდა, იარაღის შემკეთებელი საამქრო შექმნა და თავად ჩაუდგა მას სათავეში. ამ აკუსტიკურ ცენტრს რუსეთი უწევდა მეურვეობას და, მოგეხსენებათ, ტექნიკურ-მოდერნიზებული არსენალის როგორი მძლავრი სისტემაც იქნებოდა აქ შექმნილი. საჭირო იყო მისი გონივრული გამოყენება, რაც თავის თავზე აიღო კიდეც მიშამ.
მთელი ომის განმავლობაში საზღვაო აკვატორიის დაცვაზე მუშაობდა. გაგრის ტრაგედიის შემდეგ `ატოლ“-ში მის მიერ შექმნილ სათვალთვალო პუნქტს ასეული დაუყენა. საზღვაო აკვატორია ღამის ხედვის აპარატე-
588 გვერდი წიგნი საქართველოსთვის
ბით კონტროლდებოდა. და რაც ყველაზე არსებითია: მიშას უშუალო ხელმძღვანელობით აიწყო ახალი ტექნიკური დანადგარი, რომლის რადიოგრამა იძლეოდა უზუსტეს ინფორმაციას ზღვაში გემების გადაადგილების შესახებ (გუდაუთის ჩათვლით). თანდათან იმდენად დაიხვეწა ეს სისტემა, რომ უკვე შესაძლებელი იყო გემების რაოდენობისა თუ სიმძლავრეების განსაზღვრაც... როცა კი ქალაქი იბომბებოდა, მინისტრთა საბჭოს სამთავრობო ტელეფონით მიშას მთელი ღამის მანძილზე კავშირი ჰქონდა `ატოლ“-თან და ფლობდა სრულ ინფორმაციას. მიღებული ინფორმაცია, ბუნებრივია, გადაეცემოდა თავდაცვის საბჭოს. გავიხსენებ შემთხვევას, რომელსაც საზარელი შედეგი მოჰყვა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მთელი ომის მანძილზე არსებობდა ყოველთვის ვიღაცაზე (ეს `ვიღაცეები“ ბოლომდე რატომღაც უცნობებად დარჩნენ) გადასაბრალებელი ღალატის ნაცადი მექანიზმი. 4 ივლისს, გამთენიისას თავდაცვის შტაბს `ატოლ“-ის სათვალთვალო პუნქტიდან მიღებული ცნობით მართლაც გადაეცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუდაუთიდან დაიძრა
4 ათეული ტექნიკა და გეზი აქვს აღებული ტამიშისაკენ. ტამიშამდე რომელიღაც სათვალთვალო პუნქტთან გაწყდა ინფორმაცია თუ რეაგირება არ იყო დროული, ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხის გაცემა ჭირს, მაგრამ ფაქტია: 4 ივლისს ტამიშის ფრონტზე გემებიდან გადმოსხეს დესანტი, რომელსაც ქართველი
მეომრების ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტა ჰქონდა დავალებული. ჩვენდა სავალალოდ, ასეთ `ომსაც ვთამაშობდი“ ხშირად.
საქმეში, თორემ ცხოვრებაში მართლა არ იყო ჩუმი სოხუმელების კოლორიტი _ მიშა კოკაია. სოხუმივით ქალაქი ჩემთვის სოხუმია,
ზღვა და სანაპირო მთლიანად ჩემი და ჩემი ბიჭების არისო, იტყოდა. `ბრეხალოვკაზე“ მოუთმენლად ელოდნენ ბიჭები მიშას გამოჩენას, მოვა და ისევ `ჩვენებურ-ჟარგონულ“ ანეგდოტებს მოაყოლებს თანო; სუსტი სქესის წარმომადგენელთა თაყვანისმცემელს პლაჟზე არაქართველ მანდილოსანთან ერთად ვერასოდეს ნახავდი.
თუ მთელი ომის მანძილზე ჩვენ თითქმის ერთად ვიყავით, ბოლო დღეებში ამის საშუალება არ გვქონდა (შარტავას განკარგულებით, ვახტანგ ყოლბაია და მე აეროპორტში ვიყავით მიმაგრებულნი, სადაც არ ილეოდა მშვიდობიანი მოსახლეობის ნაკადი). 26 სექტემბერს გამოგვიძახეს ქალაქში. მინისტრთა საბჭოს შენობაში მიშა ერთმანეთზე მიდგმულ სკამებზე დამხვდა დაძინებული, მაგრამ აქ სხვა დეტალი უფრო მნიშვნელოვანია: მე მიშას გაღვიძება ვერაფრით მოვახერხე. მივხვდი: ეს არ იყო მარტო უძილობის თვლემა. `ხის მოგონილ საწოლზე“ ეძინა მეომარს.
სკამებზე დაძინებული მიშა მახსენდება ძალიან ხშირად. დადგება ისეთი დრო სახელმწიფოში, როცა ამუშავდება მიშას კონცეფცია...~ გერმანე ფაცაცია, საპარლამენტო ფრაქცია `აფხაზეთის“ თავმჯდომარე მიშა კოკაიაზე თუ რაიმეს თქმა მოვახერხე, მხოლოდ აპრიორით, რომ მიშას ბიოგრაფიაში ერთი თარიღია _ მიშას დაბადების თარიღი. მეორე თარიღის არსებობაში დარწმუნებული რომ ვიყო, ალბათ, გამიჭირდებოდა მიშა კოკაიაზე საუბარი.
ადამიანი იბადება ინდივიდად და ამ ინდივიდში შემდგომ წლებმა პიროვნება უნდა შეასახლოს. მიშა ჩემთვის ის გამონაკლისია, რომელიც პიროვნებად დაიბადა. თუმცა ოჯახთან, დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებდა (ზურიკოს ნათლია ვარ), მაგრამ მიშას მაშინ დავუახლოვდი, როცა ის უკვე საჩინო პიროვნება იყო და, განსაკუთრებით, ომის დროს. ის ერთი წელი ხშირად ვიყავით ერთად.
კარგად მახსოვს ჩვენი საუბრები და ამ საუბარში გათენებული ღამეები (მასთან ვრჩებოდი ხოლმე სახლში). ერთხელაც, როცა ძალას მოვიკრებ, ჯერ კი ეს ნაადრევად მეჩვენება, იმ დიალოგის, იმ საღამოების შინაარსს მე აუცილ;ებლად მემუარების სახით გამოვცემ. ეს არაფრით არ უნდა დაიკარგოს.
მოგეხსენებათ, რა ქაოტური იყო ეს ომი და, ვისაც ეს არ ეზარებოდა, ყველა გენერალი იყო. მე შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მიშა-ჯარისკაცი მართლაც გენერალი იყო თავისი აზროვნებითა და მასშტაბით. სახელმწიფოებრივ ტიპთა საკრებულოს თუ წარმოვიდგენთ, მიშა თავისი პერსონით საკმაოდ
მყარად იჯდა ამ ტიპოლოგიაში. პირდაპირ გეტყვით: ასეთ პიროვნებებს რომ პოლიტიკური ასპარეზი მისცემოდათ, ბევრი რამის თავიდან ვით ზიდონ სიყვარული უსიყვარულოდ 589
აცილებას შევძლებდით; მეტიც, კონფლიქტი მის საწყის ეტაპზევე ჩაქრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დროისა და ეპოქის უზნეო იმპერია
გვებრძოდა, ებრძოდა ჩვენს წარსულსა და მომავალს. მაშინაც კი, როცა ქვეყანაში დემოკრატიის რაღაც კონტურები გამოჩნდა, მიშა, ასე ვთქვათ, აუარილებულ მდგომარეობაში ჰყავდათ და კაციშვილი არ ფიქრობდა მისი პოტენციალის გამოყენებას. განა ჭირდებოდა ეს ვინმეს? ქვეყანასა და მის სათავეში მყოფთ ხომ ყოველთვის რუსულ-ბოლშევიკურ კომკავშირსა და პარტიაში გამოზრდილი პიროვნებები მართავდა.
მე კარგად მახსოვს ომის დროს სახელმწიფოს მეთაურთან მისი `ტეტ-ატეტ“ შეხვედრის დღე (დიალოგმა თითქმის 1,5 საათი გასტანა). ცხადია, მათ საუბარს არ ვესწრებოდი, მაგრამ კაბინეტიდან გამოსული მიშას სახე ახლაც თვალწინ მიდგას. ჩვენდა საუბედუროდ, იმ სიტუაციაში მიშას კონცეფცია, რისთვისაც შედგა შეხვედრა შევარდნაძესთან, მიუღებელი იყო როგორც ერთი მხარისთვის, ისე მეორისთვის (ვგულისხმობ დაპირისპირებულ მხარეებს). მთელი ეს კონცეფცია შერიგებისა და ჭეშმარიტების გაცხადებას ეფუძნებოდა. როგორც ისტორიული, ასევე, თანამედროვე და სამომავლო ასპექტები ისე იყო გააზრებულ-დალაგებული მიშას პროექტში, რომ იმ სისტემიდან ერთი რომელიმე ელემენტის ამოგდება აბსოლუტურად ანგრევდა როგორც ერთი ეთნოსის (ჩვენ ხომ დავაბრალეთ აფხაზებს, შენც ეთნოსი ხარო), ისე ამ მიწა-წყალზე ერთადერთი აბორიგენის, ქართველის მომავალს.
დადგება ისეთი დრო სახელმწიფოში (და მე ამაში დარწმუნებული ვარ), რომ სწორედ ეს კონცეფცია ამუშავდება, მიშა გაიმარჯვებს და ჩვენს თანაცხოვრებას ერთიან სახელმწიფოში სერიოზული პერსპექტივა ექნება. ამ კონკეფციიდანაც გამომდინარე, თითქოს ეჭვი არ მინდა შევიტანო იმაში, რომ მიშა ჰყავთ და... ჰყავთ დატყვევებული. მიშას საოცრად მომნუსხველი ძალა გააჩნდა, ენერგეტიკა, პოზიტიური ველი, რომლითაც ის განმუხტავდა ხოლმე ნებისმიერ სიტუაციას.
ომამდეც და საომარი მოქმედებების დროსაც, როგორც შუამავალი, არაერთხელ ჩამდგარა დაპირისპირებულ მხარეებს შორის. მისი სიტყვა ჭრიდა აფხაზთანაც, რუსთანაც. არა მგონია, აფხაზს ეს არ ახსოვდეს. სახეზეც ბევრჯერ წამიკითხავს გაოგნება, ნუთუ, შესაძლებელია, მომხდარიყო ის, რაც გვჭირსო.
დღეს არანაიარად არ მინდა ,გავიმეორო გაცვეთილი ფრაზები, რომ აფხაზი არ გვებრძოდა, რომ ყველაფრის წამქეზებელი აგრესორ-ოკუპანტი რუსეთი იყო; რომ სადღაც დემოკრატიული რუსეთია და სადღაც _ რეაქციული. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ მიშას მშვენივრად ჰქონდა გაცნობიერებული ყველაზე
არსებითი: ის, რომ, ლამის, კოლექტიურ აგენტად აქცია რუსეთმა ჩვენს მიერ აბორიგენად და ეთნოსად მონათლული აფხაზი თუ აფსუა; რომ რუსეთის სხვადასხვა დროისა და მოდიფიკაციის ხელისუფლებებმა, ორი საუკუნე აფხაზეთზე
რომ ჰქონდათ თვალი დადგმული, საბოლოოდ იქ ზიზღი გააღვივეს. მიშას სურვილი იყო, რომ სწორედ ეს ჭეშმარიტება დაეყვანა თითოეული
აფხაზის გონამდე. ამას ცდილობდა ის ომამდე, ომის პერიოდშიც და, დარწმუნებული ვარ, იგივეს აგრძელებს ახლაც. დღეს თუ რაიმე რწმენას მინარჩუნებს, სწორედ ის, რომ მიშასა და მიშასნაირებს ლოგიკით, მათი აზროვნების პოტენციალის ამუშავებით საბოლოოდ დაიხშობა აგენტურული ცნობიერება.
როდესაც გაიგო, სოჭში მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდაო (მარტის მოვლენების შემდეგ), ტელეეკრანთან დალია სული მიშას მამამ, ბატონმა ვიანორმა. ეს მოხდა აქ, თბილისში, და მე არასოდეს დამავიწყდება ის სახე და თვალები, როდესაც სოხუმის აეროპორტში მკვდარი მამა ვაახლეთ მიშას, მისი უსაყვარლესი პიროვნება. ტრაპთან გაუნძრევლად იდგა შეძრწუნებული და დაბეჩავებული, დავრდომილი და სილაგაწნული შვილი; თითქოს მთელი მსოფლიოს სევდა მის თვალებში იყო ჩაღვრილი.
ახირებად და სიზმრისეულ ბოდვად ნუ ჩამითვლით, მაგრამ მე მართლა ვხედავ (და ძალიანაც ხშირად) მთიანი აფხაზეთის ერთ საოცრად წარმტაც ადგილს, სადაც უგზო-უკვლოდ დაკარგული მიშა კოკაია იმყოფება. მე შენ `ბრუნჯას“ დაგიძახებ `ერთი გულისა“ და `ორი გულის“ მქონე ადამიანებს შორის უტოლობა, რა თქმა უნდა, არსებობს; მაგრამ არა იმ გათვლით, რომ სიკეთე, როგორც შედეგი, სხვაობის ნიშანმა მოგვცეს. სიკეთეს გული დაატარებს და ის არასოდეს ღებულობს ანგარიშში მონაწილეობას.
უფალმაც იმიტომ გაიღო ვიღაცისთვის ერთი, ვიღაცისთვის კიდევ ორი გული, რომ ადამიანები პირველის უპირატესობაში დაერწმუნებინა,
ჩაეგონებინა მათთვის, რომ ცოდვა დედამიწაზე სწორედ ორი გულით დადისო.
590 გვერდი წიგნი საქართველოსთვის
ძალიან პატარა ყოფილა მიშა, ლაპარაკს ის-ის იყო იწყებდა, როცა გაუცნობიერებელი ბავშვური ნებით გადაუწყვეტია, მე შენ `ბრუნჯას“ დაგიძახებო. ასე მოგონილი სითამამით 3 წლის მიშიკო ნათლავს ნებისმიერს, ვინც, ჰგონია, რომ ძალიან კარგია, ან ძალიან ცუდი, ვინც დიდი წითელი ბურთი აჩუქა და მადლობის გამოხატვა მოუნდომა და ის, ყველასგან განსხვავებული, ვინც მისი აზრით, `ბრუნჯას“ გარდა სხვა მიმართვას არ იმსახურებს.
არ არსებობს ლექსიკონი, სადაც იპოვი იმ სიტყვას და ახსნი პატარა ბიჭუნას გულისნადებს; გაიგებ, რასაც ნიშნავს `ბრუნჯა“ მაშინ, როცა მიშიკო ბრაზდებოდა და მაშინაც, როცა ასე უნდოდა შენი მოფერება.
ამ, ერთის შეხედვით, უმნიშვნელო ფსიქოლოგიურ ნიუანსს საგანგებო დატვირთვა იმიტომაც მივეცით, რომ ყველაზე არსებითი
გვეთქვა: გავა წლები, მაგრამ `ბრუნჯას“ ავტორის ერთგულება ერთი გულით აწონილი სიყვარული და... სხვა არაფერი იქნება; იმ `ერთი გულით“ იცხოვრებს მიშა. და გავა წლები და მიშა მიაღწევს სულიერ სიმაღლეს. ძლიერ პიროვნებად შედგება.
`მინდა ყოველთვის ასეთი ბედნიერი ვიყო...“
`ადამიანი გეგმავს მომავალს, ვიღაცა კი
ძვლებით ირთობს თავს...“
`ცხოვრების სიბრძნე სწორედ ისაა, სულელად ეჩვენებოდე ყველას...“
`ცოდნა ძალაა; როცა ეს ძალა გაქვს,
ჭკუაც გჭირდება...“
`პიროვნება _ ეს ადამიანია, როგორც
ძლიერი თვისებების მატარებელი...“
`და როცა მოვა აღსასრული, ძალიან თამამად ვიტყვი, რომ ალალად მიყვარდა...“
მიშას უბის წიგნაკიდან ამოწერილი ამ ფრაგმენტური ჩანაწერებით, `მონოლოგზე“ მიშა გამოვიწვიეთ და ამით ფინალი მას დავუთმეთ. არა მარტო ორიგინალობისთვის. ასე ფიქრობს და უყვარს მიშა კოკაიას, რომელსაც ყველა ელოდება.
P.შ
უცნობი ყაბარდოელი ოპერატორის დოკუმენტურ ფილმს `ტიტრები“ არა აქვს. ეს უკვე ჩვენი გასაკეთებელი საქმე იყო. ზოგიერთი
მათგანის ბედ-იღბალი, ვინც სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, მინისტრთა საბჭოს შენობაში იმყოფებოდა ბატონ ჟიული შარტავასთან ერთად, ბოლომდე ჯერაც გაურკვეველია. ვაქვეყნებთ სიას, რომელიც, შესაძლოა, სრულყოფილი არც გახლავთ:
მიშა კოკაია _ ჟიული შარტავას თანაშემწე.
გურამ გაბესკირია _ ქალაქ სოხუმის მერი.
ჯუმბერ ბეთაშვილი _ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო მდივანი.
რაულ ეშბა _ აფხაზეთის მრეწველობის
მინისტრი.
ვახტანგ გეგელაშვილი და არიკ შენგელია _
აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თანამშრომლები.
საშა ბერულავა _ აფხაზეთის ტელე-რადიო
კომიტეტის თავჯდომარე.
სუმბათ სააკიანი და შოთა ფაჩუაშვილი _
აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თანამშრომელი.
დაცვის ბიჭები:
დიმა ჭურღულია, თენგიზ აბსანძე, მამია ალასანია, ბადრი ბაღათურია, ავთო დეკანოიძე, მერაბ კვინიკაძე, მამუკა ლაშხია, ზურაბ ნადარეიშვილი, მამუკა რუსიტაშვილი, ალექსანდრე და ვახტანგ ფარცვანიები, ელგუჯა შარტავა, თამაზ ხარბედია...
...შენი სამშობლო, შენი ნაპირი იქ იწყება და იქ მთავრდება, სადაც მასთან დაგაშორიშორებენ. და როცა ყველასა და ყველაფერზე ამაღლებული უფლის ნება სიკეთით დაგვიმარტოხელებს, მაშინ ვხვდებით, რომ დაკარგული ყოველთვის არ არის სხვისი. არავის შეუძლია მაშინ ჩვენთვის ჩემი სოხუმის, ჩემი ბიჭვითვისა და ჩემი გაგრის, ჩემი ოჩამჩირისა და ჩემი გალის, ჩემი აფხაზეთის წართმევა. ისე, იმედი, შესაძლოა, ჩვენს ფანტომურ ტკივილსაც მოუხდეს, როცა მას ამპუტაციის შემდეგ არარსებულ კიდურში იგრძნობ.